January 19, 2019

Samsung-მა გამოუშვა Galaxy S9 და S9+ -ის სპეციალური ვერსია სახელად Red Bull Ring Edition


კომპანია Samsung-მა საჩუქარი გაუკეთა ფორმულა 1-ის გულშემატკივრებს და გამოუშვა სმარტფონების Galaxy s9 და s9+ -ის ლიმიტირებული ვერსია სახელად Red Bull Ring Edition.

სმარტფონი შემუშავებულ იქნა Samsung-ისა და ოპერატორ Vodafone-ის მიერ.მოწყობილობებს ეს სახელი ერგოთ ფორმულა 1 ავსტრიული ტრასის საპატივცემულოდ - Red Bull Ring.

მოწყობილობის ინტერფეისი და ტექნიკური მონაცემები შეესაბამება ჩვეულებრივი s9 და s9+ -ის ვერსიებს.თუმცა ლიმიტირებულ სმარტფონებს მოყვება სპეციალური ქეისი.მის მორგებისას სმარტფონზე ყენდება სპეციალური თემა,რომელიც ეძღვნება ფორმულა1-ს და Red Bull Rcing F1-ის ჯგუფს.ქეისის მოხსნისას სმარტფონი ბრუნდება ჩვეულ რეჟიმში.

ცნობების თანახმად Samsung-ი მომავალშიც აპირებს ამგვარი ქეისების გამოშვებას NFC-ლეიბლით. Galaxy S9 და S9+ Red Bull Ring Edition-ის შეძენა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 27 მაისიდან მხოლოდ ნიდერლანდების ტერიტორიაზე.

ჩვენი გვერდები:

Facebook

Telegram