January 19, 2019

Samsung Galaxy Note9: უფრო მეტი მეხსიერება,მეტი ავტონომიურობა და სტილუსის ახალი ფუნქციები


კომპანია Samsung-მა წარმოადგინა განახლებული სმარტფონი Galaxy Note9 თავის ყოველწლიურ ღონისძიებაზე Unpacked.გარეგნულად მოწყობილობა დიდად არ განსხვავდება თავის წინამორბედისგან,ვინაიდან ძირითადი ცვლილებები იმალება მის შიდა კომპონენტებში:ინტელექტუალური კამერა,ამაღლებული ავტონომიურობა,ახალი მძლავრი პროცესორი და გაუმჯობესებული სტილუსი S Pen.

დიზაინი

Galaxy Note9-მ შეინარჩუნა თავისი წინამორბედის Galaxy Note8-ს დიზაინი: მკაცრი მართკუთხა ფორმა,ტრადიციულად გვერდებში გადაღუნული დისფლეი და წვრილი ჩარჩოები.ასევე შეიცვალა ფერთა ერგონომიკაც, ახალი მოწყობილობები ხელმისაწვდომია ფერებში:Midnight Black, Ocean Blue, Lavanda Purple, Metallic copper.ძირითადი აქცენტი,როგორც ადრე,ასევე ახლაც,დაეთმო დისფლეის.ამჯერად ეს არის 6,4-დიუმიანი „Infinity” Super AMOLED ეკრანი თანაფარდობით 18,5:9 და რეზოლუციით 2960×1440 პიქსელი.მოწობილობის უკანა მხარეს განთავსებულია ორმაგი კამერა და თითის ანაბეჭდის სკანერი. ისევე როგორც Galaxy S9-ს შემთხვევაშიც Samsung-მა გადაწია სკანერი კამერის ობიექტივის ქვევით.მართვის ყველა სხვა დანარჩენი ღილაკი ინარჩუნებს ჩვეულ ადგილმდებარეობას.ასევე თავის ადგილს ინარჩუნებს ვირტუალური ასისტენტის Bixby-ს გამოსაძახებელი ღილაკი.კორპუსი არის დაცული წყლისგან და მტვრისგან IP68 სტანდარტით.

მახასიათებლები

Galaxy Note9 აწყობილია აპარატულ პლატფორმაზე Exynos 9810 პროცესორში ჩაშენებული გამაგრილებელი სისტემით Water Carbon Cooling.რაც შეეხება მეხსიერებას,მოწყობილობა იქნება რამოდენიმე მოდიფიკაციაში.საბაზისო ვერსია აღიჭურვება 6GB ოპერატიული მეხსიერებით და 128GB შიდა მეხსიერებით.სმარტფონის ტოპურ ვერსიაში ჩაშენებული იქნება 8GB ოპერატიული და 512GB შიდა მეხსიერება. ამასთანავე მოწყობილობაში გათვალისწინებულია microSD სლოტი და შესაძლებელია 512GB-იანი ბარათის განთავსება.ანუ ჯამში მომხმარებლებს შეუძლიათ გაადიდონ მეხსიერება 1TB(ტერაბაიტამდე).ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აკუმლატორის მოცულობა.ახალ მოწყობილობაში ის შეადგენს 4000mAh.

Galaxy Note9-ს ტექნიკური მახასიათებლები:

·        დისფლეი: Super AMOLED, 6,3 დიუმი, თანაფარდობა 18,5:9, რეზოლუცია 2960×1440 პიქსელი;

·        პროცესორი: რვაბირთვიანი Exynos 9810 სიხშირით 2,7GHz ;

·        ოპერატიული მეხსიერება: 6 / 8 GB  LPDDR4X;

·        შიდა მეხსიერება: 128 / 512 GB,microSD ბარათის მხარდაჭერა  512GB-მდე;

·        ძირითადი კამერა: ორმაგი 12 + 12MP, ცვლადი დიაგრამა f/1.5 — f/2.4,სურათის ორმაგი ოპტიკური სტაბილიზაცია, 2X ოპტიკური ზუმი;

·        ფრონტალური კამერა: 8MP, ავტოფოკუსი, f/1.7;

·        ელემენტი: 4000 mAh, სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა;

·        ოპერაციული სისტემა: Android 8.1 Oreo (ინტერფეისი Samsung Experience 9.5);

·        სხვა: IP68, ხმოვანი ასისტენტი Bixby 2.0, თვალის ბადურის სკანერი, სტერეო დინამიკები AKG  Dolby Atmos-ის მხარდაჭერით,S Pen;

·        ზომა: 161,9×76,4×8,8 მმ;

·        წონა: 201 გ.

კამერა

ცალკე აღსანიშნია ახალი ფლაგმანის ფოტოგრაფიული შესაძლებლობები. ძირითად კამერას გააჩნია ორი მოდულის კომბინაცია, ორივე 12 მეგაპიქსელიანი.პირველი- ტელეობიექტივით,ოპტიკური სტაბილიზაციით და დიაფრაგმით f/2.4, მეორე- ფართოკუთხოვანი ობიექტივით Super Speed Dual Pixel ოპტიკური სტაბილიზაციით,ავტოფოკუსით და ცვლადი დიაფრაგმით  f/1.5-2.4. არის 2მაგი ოპტიკური და 10 მაგი ციფრული ზუმის მხარდაჭერა.ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კი კამერას შეუძლია ამოიცნოს ობიექტები კადრში.

S Pen

ეს მართლაც სრულიად ახალი სტილუსია,რომელიც  ტრიალებდა  ყველა სარეკლამო რგოლში.აქსესუარმა მიიღო Bluetooth-ის მხარდაჭერა,ამიტომაც მისი გამოყენება შესაძლებელია არა მარტო მუშაობისთვის, წერისთვის/ხატვისთვის,არამედ სმარტფონის სამართავადაც.მაგალითად მას შეუძლია შეითავსოს კამერის ღილაკის ფუნქცია,რაც საშუალებას იძლევა სურათის დისტანციურად გადაღებას ან თუნდაც სლაიდების გადაფურცვლა Power Point-ში. S Pen-ს გააჩნია ჩაშენებული აკუმლატორი, რომელიც იტენება როდესაც მოთავსებაულია სმარტფონის ბუდეში. სტილუსის აკუმლატორის მუშაობის ხანგრძლივობა დამუხტვის შემდეგ შეადგენს 30 წუთს.ხოლო მის დამუხტვას ჭირდება 40 წამი.

სხვა მახასიათებლები

პრეზენტაციის დროს ჩვენ წარმოგვიდგინეს Galaxy Note 9 რეჟიმში DeX. მის გამოსაყენებლად დოკ სადგური უკვე საჭირო აღარ არის,საკმარისია დაუკავშიროთ  ტელეფენი მონიტორს HDMI-ადაპტერის მეშვეობით. ასეთ რეჟიმში მომხმარებელს შეუძლია მართოს ვირტუალური Desktop-ი,თავად მოწყობილობა კი ამ რეჟიმში ითავსებს მეორე ეკრანის ან ტრეკპადის ფუნქციას.

ჩვენი გვერდები:

Facebook

Telegram