January 19, 2019

Samsung/HARMAN დააანონსეს ახალი აკუსტიკა JBL LINK BAR ხმოვანი ასისტენტით


კომპანია JBL-მა,რომელიც შედის ამერიკულ კონგლომერატში HARMAN International(Samsung Electronic-სის შვილობილი კომპანია),წარმოადგინა ახალი აუდიომოწყობილობა სახელად JBL Link Bar.ეს არის პირველი აკუსტიკური სისტემა ოპერაციულ სისტემაზე Android TV, ხმოვანი ასისტენტით Google Assistant.ფაქტობრივად ეს მოწყობილობა ერთდროულად ითავსებს აკუსტიკურ სისტემას და სატელევიზიო კონსოლს, ხმოვანი მართვის სისტემით.

საუნდბარი JBL Link Bar,რომლის სიმძლავრე შეადგენს 300ვტ.-ს, შეიძლება გამოყენებულ იქნას ტელევიზორის გარეშეც, მობილურ მოწყობილობასთან ან კომპიუტერთან მიერთებით.

აკუსტიკა აღჭურვილია 4 HDMI პორტით,Ethernet,USB-C და 3,5-მმ ჯეკით,აგრეთვე Bluetooth და WI-FI მოდულებით.

მოწყობილობის ზედა ნაწილზე განთავსებულია მართვის ღილაკები,წინა მხრიდან განთავსებულია ინფორმაციული დიოდური განათება,რომლის გამორთვაც არის შესაძლებელი სურვილის შემთხვევაში.

გაიყიდება JBL Link Bar ამა წლის სექტემბერში,მისი ფასი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ჩვენი გვერდები:

Facebook

Telegram