January 19, 2019

სპორტულმა TIZEN-ბრასლეტებმა Samsung Gear Fit2-მა და Gear Fit2 Pro-მ მიიღეს სისტემის განახლება

მორიგი სასიამოვნო ამბავი Samsung-ის ფიტნეს ბრასლეტების მფლობელებისტვის.სპორტულმა TIZEN-ბრასლეტებმა Samsung Gear Fit2-მა და Gear Fit2 Pro-მ მიიღეს სისტემის განახლება. განახლებამ ამ მოწყობილობებს მოუტანა მთელი რიგი ახალი ფუნქციები.კერძოთ კი განახლება მოიცავს სპეციალურ აპლიკაციას წონის გასაკონტროლებლად,რომელშიც მომხმარებელი აღნიშნავს მირთმეულ საკვებს იმისათვის,რომ შეძლოს კალორიების ნორმის მონიტორინგი.მიღებული მონაცემების დამუშავებისას და ვარჯიშის სტატისტიკის მიღებისას,მოწყობილობას შეუძლია დაგეხმაროთ,რომ უკეთ შეძლოთ საკუთარი წონის კორექცირება.

Gear Fit 2-მა და Gear Fit 2 Pro-მ აგრეთვე მიიღეს „ფიტნეს პროგრამის“ მხარდაჭერა — ახალი აპლიკაცია, რომელიც შეიცავს ვარჯიშების სხვადასხვა კრებულს.ამასთანავე ფიტნეს ბრასლეტს შეუძლია მიუერთდეს სმარტ-ტელევიზორს სმარტფონის მეშვეობით და ასახოს ტელევიზორის ეკრანზე ვარჯიშის შესრულების ვიდეოინსტრუქცია თავისი დამატებითი ინფორმაციით: მარჯიშის ხანგრძლივობა,დამწვარი კალორიების რაოდენობა,გულისცემის სიხშირე.

ამასთანავე ცვლილებები შეეხო ბრასლეტის გრაფიკულ ინტერფეის.

განახლების დაყენება შესაძლებელია მობილური აპლიკაციიდან  Samsung Gear.ახალი განახლება ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი Tizen-ბრასლეტების მომხმარებლებისთვის Gear Fit2 და Fit2 Pro მსოფლიოს ყველა რეგიონში.

აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო სადაც ნაჩვენებია სხვა დამატებითი ფუნქციები:

ჩვენი გვერდები:

Facebook

Telegram