February 7, 2023

მ ი წ ი ს ძ ვ რა, როგორ მოვიქცეთ ექსტრემალურ სიტუაციებში?

< < მიწისძვრა > >

არსებობს ექსტრემალური სიტუაციები , რომლებიც მხოლოდ ველურ ბუნებაში გვხვდება , მაგრამ სტიქიური უბედურებები ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოხდეს. ყველაზე თანამედროვე ქალაქებით კი დაუცველია მიწისძვრისგან

თუ სეისმურად აქტიურ ზონაში ცხოვრობთ , უნდა იცოდეთ , როგორ მოიქცეთ მიწისძვრის დროს, იხილეთ საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესები შეგიძლიათ ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიის მიერ ორგანიზებულ სწავლებებში მიიღოთ მონაწილეობა. სხვა სტიქიური მუბედურებების მსგავსად , ამ შემთხვევაშიც გონივრულია სახლი კომუნალური სისტემების მოშლისა და გათბობის გამორთვისთვის მოიამარაგოთ.

მიწისძვრები მოულოდნელად ხდება ...

თუ ბიძგების დროს შენობაში აღმოჩნდით , ჩაიჩოქეთ, მაგარი მაგიდის ქვეშ შეძვერით და მის ერთ ან ორ ფეხს ჩაეჭიდეთ, რათა რყევის დოს არ გაგექცეთ. დაიცადეთ მიწისძვრის დასრულებამდე. თუ ისეთ ზონაში ცხოვრობთ, სადაც მიწისძვრები ხშირია, გირჩევთ , თავის დასაცავად შეიძინოთ მაგარი მაგიდა, თანაც საკმარისად ფართო, რომ მის ქვეშ მთელი ოჯახი მოთავსდეს. თ მაგიდის ქვეშ შეძრომა არ გამოდის , დადექით შიდა მზიდ კედელთან. მიწისძვრის დროს ნაგებობის შიგნით იქნებით თუ გარეთ , მოშორდით კონსტრუქციებს , რომლებიც შეიძლება დაიშალოს ან ჩამოინგრეს , მაგალითად, გადამღობ კედლებს, სარკეებს, კარის ჩარჩოებს , წიგნის მძიმე კარადებს , ფანჯრებს დამინის ნებისმიერ ნაკეთოებბს , რადგან ზოგჯერ მათ რხევები ამსხვრევს.

მიწისძვრის დასრულების შემდეგ შენობა, რომელშიც ხართ, შეიძლება ჩმოინგრეს ან მასში ხანძარი გაჩნდეს(აირის მილების დამტვრევის გამო). ყური დაუგდეთ ჩამოცვენილი ქვბის , ბათქაშის , ჭერის ფილების ხმაურს ,მოძებნეთ ნახეთქები კედლებსა და ჭერზე.

სიბნელეში გასანათებლად ღია ალი არ გამოიყენოთ - შეიძლება გაზის აფეთქება გამოიწვიოთ.

თუ ეჭვობთ , რომ შენობა მალე დაინგრევა ,სწრაფად დატოვეთ ,არ ისარგებლოთ ლიფტით და მორყეული კიბით. გარეთ გამოსვლისას შენობის მდგომარეობის შესახებ აცნობეთ მეპატრონეს ან ადგილობრივ სახანძრო დეპარტამენტს.

ნომერზე : 032 241 44 79
✅ 112

თუ შენობა დაინგრა, არ შეხვიდეთ ნანგრევებში გადარჩენილთა მოსაძებნად. ამის ნაცვლად სამაშველო სამსახურს შეატყობინეთ. ზუსტად სად დაინახეთ ესა თუ ის ადამიანიშენობაში და საქმე პროფესიონალებს მიანდეთ.

მიწისძვრის დროს მთავარია , შენობაში დარჩეთ. გარეთა სივრცე საშიშია ჩამოჩვენილი ნანგრევების გამო. თუ ქუჩაში , ღია ადგილზე , აღმოჩნდით , შორს დადექით საშიში ობიექტებისგან , როგორებიცაა: ხეები, ელექტროსადენები,საგზაო ნიშNები და შენობები. თუ მანქანით მგზავრობთ ,გადადით უსაფრთხო ადგილზე - მოერიდეთ გაჩერებას მიწისზედა გადასასვლელების ,ხიდების , ხეებისა და ლამპიონების ქვეშ.

ასევე ჩამოტვირთეთ 112 აპლიკაცია
apple store google playstore

ბიძგების დასრულებამდე მანქანაში დარჩით. თუ მას ელექტრო ან სატელეფონო სადენი დაეცა , არ გამოხვიდეთ და არასოდეს შეეცადოთ ხელით მის გაწევას. როდესაც მიწისძვრა დასრულდება , თუ შესაძლებელია , მანქანით არ იმგზავროთ, რადგან ქუჩები ხიფათითაა სავსე. დაელოდეთ სამაშველო სამსახურს და მათი მითითებების შეასრულეთ.

სამაშველო სამსახურის ფეისბუქ გვერდი : https://www.facebook.com/EmergencyManagementService/