სიახლეები
December 13, 2021

Binance დახურავს თავის პლატფორმას სინგაპურში

Binance Singapore-მა გააუქმა ლიცენზირების განაცხადი სინგაპურის სავალუტო ორგანოში.

პლატფორმამ დააწესა აკრძალვა ახალი მომხმარებლების რეგისტრაციაზე.- გავრცელებული ინფორმაციით, Binance-ს სინგაპუის განყოფილება ორიენტირებულია ბლოქჩეინის ტექნოლოგიაზე.

13 დეკემბრის მდგომარეობით, Binance Singapore აღარ დაარეგისტრირებს ახალ მომხმარებლებს , თუმცა უკვე არსებულ მომხმარებელს შეეძლებათ გააგრძელონ კრიპტო ვალუტით ვაჭრობა 2022 წლის 12 იანვრამდე, ხოლო აქტივის გატანის უფლება საიტის დახურვამდე ექნებათ.

“ ჩვენ გირჩევთ, რომ მიიღოთ ზომები რაც შეიძლება მალე, სანამ ანგარიშების დახურვას აპირებთ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ BAS არ იქნება პასუხისმგებელი 2022 წლის 13 თებერვლამდე თქვენი აქტივების გატანისა და ანგარიშის დახურვის შედეგად წარმოქმნილ ზარალზე“, - განაცხადეს Binance-ის წარმომადგენლებმა.

სინგაპურის სავალუტო ორგანოს ცნობით, სულ 4 ლიცენზია გაიცა კრიპტო-საფინანსო ინსტიტუტებზე, ხოლო 170 აპლიკანტიდან დაახლოებით 100-მა უარი თქვა განაცხადზე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ Binance-მა შეიძინა 18%-იანი წილი სინგაპურის მიერ რეგულირებულ Hg Exchange-ში (HGX).

ორშაბათს, 13 დეკემბერს, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოფიციალურად განაცხადა განხირციელებული შესყიდვის შესახებ და განმარტა, რომ კომპანია განავითარებს კრიპტო ინდუსტრიას სინგაპურში ახალი პარტნიორების მეშვეობით.
მოქმედ ინვესტორებს მხოლოდ12 თებერვლამდე შეეძლებათ კრიპტო ვალუტით ვაჭრობა.

13 თებერვალს ბირჟა შეწყვეტს სერვისების მიწოდებას Binance.sg ვებგვერდის მეშვეობით.

Binance-ის სინგაპურში მომუშავე ჯგუფმა, უკან გამოითხოვა სინგაპურის სავალუტო ორგანოში შეტანილი განაცხადი (MAS) ქვეყანაში ციფრული აქტივების გაცვლის საქმიანობის განხორციელების ლიცენზიის მისაღებად.

Binance Asia Services (BAS) არის ბირჟის ადგილობრივი ფილიალი, რომელიც იმ კრიპტო ფინანსური კომპანიების სიაში შედიოდა, რომლებმაც სინგაპურის მარეგულირებელ ორგანოში შეიტანეს განაცხადი ლიცენზიის მისაღებად.

აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან ანიჭებს უფლებამოსილებას კომპანიებს ადგილობრივ მომხმარებლებს შესთავაზონ კრიპტო ვალუტების გაცვლისა და ვაჭრობის სერვისები.

„განმარტება. Binance-მა განახორციელა დიდი ინვესტიცია HGX ბირჟაზე გასულ კვირას. აღნიშნულმა გამოიწვია ჩვენი უკვე არსებული პროექტის შეჩერება. ჩვენ გავაგრძელებთ კრიპტო ვალუტის ინდუსტრიის განვითარებას სინგაპურში ჩვენი პარტნიორების მეშვეობით”. - წერს Twitter-ზე Binance-ს დამფუძნებელი.