რა არის გაზი?
ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ უამრავ კითხვას ახალბედების მხრიდან დასმულს, ბლოკჩეინში საკომისიოებისა და მის გარშემო არსებულ თემებთან დაკავშირებით:
რა არის GWEI?
რაზეა დამოკიდებული საკომისიოების მოცულობა/ფასი?
მანუალურად როგორ დავაყენოთ გაზი ტრანზაქციებზე?
მოდით განვიხილოთ აღნიშნილი კითხვები. ვნახოთ როგორ ითვლება კომისიის მოცულობა და როგორ ხდება GWEI-ს კონცეფციის გამოთვლა:
Ethereum-ში და სხვა EVM-თან თავსებად ბლოკჩეინებში (Avalanche-C, Polygon, BSC, Fantom, Arbitrum, Optimism და სხვა) ტრანზაქციის საკომისიოს ეწოდება გაზი.
Ethereum Virtual Machine არის ღრუბლოვანი (Cloud) კომპიუტერი, რომელზედაც აგებულია Ethereum - ის ბლოკჩეინი.
EVM-ში ნებისმიერი ოპერაცია ჯდება გარკვეული რაოდენობის გაზი (საკომისიო). მაგალითად, კტიპტოვალუტა ეთერიუმის გაგზავნა საშუალოდ 21000 გაზი ღირს, უმეტესი წილი ERC20 - ი ტიპის ტოკენის გაგზავნა კი საშუალოდ 50000 გაზი ჯდება.
გაზი იცავს EVM-ს კოდის დაბრუნების რისკისაგან. იმის გამო, რომ ადრე თუ გვიან ოპერაციისათვის გამოყოფილი გაზი დაიხარჯება და ამის წყალობით პროგრამა შეიძლება შეწყდეს, მაგრამ თავად გაზის რაოდენობა არ განსაზღვრავს ღირებულებას, რომელსაც ჩვენ ვიხდით ტრანზაქციის განხორციელებაში. იგი განისაზღვრება GWEI - ის ინდიკატორით - ერთეული, რომელიც მიუთითებს ერთი გაზის ღირებულებაზე.
მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ ეს ჰგავს ბენზინგასამართ სადგურზე ლიტრი ბენზინის ღირებულებას:
სწორედ GWEI-შია მითითებული გაზის ამჟამინდელი ფასი სხვადასხვა სერვისებში, როგორიცაა CoinTool ( https://cointool.app/gasPrice/eth ).
ტრანზაქციის ღირებულების გამოთვლის ფორმულა:
ღირებულება $ = GWEI * 0.000000001 * გაზის რაოდენობა * ETH ფასი
მაგალითად, GWEI = 20 და ETH - ის ფასი = 2,500 აშშ დოლარს, ETH სხვა საფულეზე გადატანა ეღირება $1,05 (20 * 0.000000001 * 21.000 * 2.500 = 1.05). მაგალითად USDC - ის გადარიცხვა ამ შემთხვევაში ეღირება $2,5 (20 * 0,000000001 * 50,000 * $ 2,500 = 2,5).
EVM-ის სხვა ქსელებში ყველაფერი ანალოგიურად მუშაობს.
ყველასათვის საყვარელი ეთერიუმის - ის ქსელის მაგალითზე მოდით გავარკვიოთ, საიდან მოდის მისაღები GWEI თითოეული ტრანზაქციისათვის და ხანდახან რატომ იზრდება ხოლმე ასე ძალიან დატვირთვისას.
ერთ ბლოკში ტრანზაქციის უსასრულო რაოდენობა არ შეიძლება იქნას ჩაწერილი. ეთერიუმში მათი რაოდენობა შემოიფარგლება თითოეული ბლოკისთვის გაზის მაქსიმალური ლიმიტით - 30 000 000 ერთეული.
მაგალითად, ვთქვათ, რომ ყველა ტრანზაქცია ბლოკში იქნება ETH-ის (21000 გაზი) მარტივი გადარიცხვები, მაშინ სულ იქნება 1428 ასეთი ტრანზაქცია ბლოკში.
თავისუფალი ადგილების ამ დეფიციტის გამო ორი მექანიზმი მოქმედებს: მიწოდება/მოთხოვნა და აუქციონი.
პირველი აისახება საბაზო გადასახადის მოქმედების პრინციპში. შეადგენს იმ ფასის ძირითად ნაწილს, რომელსაც ჩვენ ვიხდით ტრანზაქციაში.
საბაზისო საკომისიო ყოველ ახალ ბლოკთან ერთად იზრდება 12.5%-ით, თუ წინა ტრანზაქციებით იყო სავსე და პირიქით, მცირდება ანალოგიური 12,5%-ით, თუ ბლოკი ბოლომდე არ იყო შევსებული.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ამ მომენტში ტრანზაქციებზე მოთხოვნა მაღალია, მაშინ ყოველი მომდევნო ბლოკი საჭიროებს გაზის მეტ საფასურს.
აუქციონის მექანიზმი გულისხმობს პრიორიტეტული საფასურის არსებობას საბაზო გადასახადთან ერთად. თუ საბაზისო საფასური განისაზღვრება დამოუკიდებლად, ავტომატურად ბლოკჩეინში, მაშინ პრიორიტეტული საფასური დგინდება თავად მომხმარებლების მიერ. ეს არის „მინიშნება ვალიდატორებისათვის“ - ეს ის სუბიექტებია, ვინც ამუშავებს ტრანზაქციებს.
უფრო მაღალი "ჩაი" (რესტორანში რომ ვტოვებთ იმ ჩაის მსგავსი) ნიშნავს უფრო მაღალ პრიორიტეტს ბლოკში ტრანზაქციის ჩართვისათვის.
თუ ბლოკის შექმნის შემდეგ საბაზისო საფასური მთლიანად დაიწვა, მაშინ პრიორიტეტული საფასური ჯილდოს სახით გადადის ვალიდატორებზე. ბლოკში ტრანზაქციების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, მომხმარებლები იწყებენ გაზრდილი პრიორიტეტული საკომისიოს გადახდას გადაუდებლობისთვის.
საბაზისო და პრიორიტეტული საფასური განიხილება იმავე GWEI-ში. ისინი ერთად შეადგენენ ტრანზაქციის მთლიან ღირებულებას