Cosmos
Cosmos - ი ეს არის კრიპტო ინდუსტრიის ერთ - ერთი უდიდესი ეკოსისტემა, პროექტი, რომელიც აერთიანებს ბლოქჩეინებს, ქმნის და ავითარებს სხვადასხვა პროექტებს მისი ეკოსისტემის ფარგლებში, პროექტებს ხელს უწყობს მასშტაბირებაში და შესაძლებელს ხდის განვითარების მომდევნო დონეებს.
Cosmos - ი გვთავაზობთ თანამედროვე კრიპტო სამყაროს 3 პრობლემის გადაჭრას:
Cosmos - ის ხედვაა დეველოპერებს ყოველგვარი პირობა შეუქმნას და გაუადვილოს ბლოქჩეინის შექმნა ბლოქჩეინებს შორის და დაშალოს არსებული ბარიერები, რაც მათ ერთმანეთთან ურთიერთქმედების საშუალებას მისცემს.
პროექტის საბოლოო მიზანი არის ბლოქჩეინის ქსელის შექმნა, რომელსაც შეუძლია ერთმანეთთან დეცენტრალიზებული გზით ურთიერთქმედება. Cosmos - ის ბლოქჩეინებს შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია, ტრანზაქციების სწრაფად დამუშავება და ეკოსისტემის სხვა ბლოქჩეინებთან ურთიერთქმედება, რაც მას ოპტიმალურს ხდის სხვადასხვა გამოყენების შემთხვევაში.
რისთვის არის საჭირო Cosmos - ი?
ბლოქჩეინებს ხდის მძლავრს და მარტივს, განავითარებს Tendermint BFT-ითა და Cosmos SDK-ის მოდულარობით.
Cosmos SDK არის ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან საკუთარი ბლოქჩეინები, რათა პროექტი დაიწეროს და ინტეგრირდეს მის ეკოსისტემაში, მის ბლოქჩეინზე. SDK-ის სარგებელი არის ის, რომ აღნიშნული გზით იზიდავენ უფრო მეტ პროექტს კუთვნილ ეკოსისტემაში.
Cosmos - ი საშუალებას აძლევს ბლოქჩეინებს გადასცენ ერთმანეთს ღირებულება IBC-ისა და Peg-Zones-ის მეშვეობით მათი სუვერენიტეტის შენარჩუნებით.
Cosmos - ი ასევე საშუალებას აძლევს ბლოქჩეინების აპლიკაციებს გაზარდოს მილიონობით მომხმარებელი ჰორიზონტალური და ვერტიკალური მასშტაბურობის გადაწყვეტილებებით.
ეკოსისტემის მთავარი და საკუთარი მონეტა გახლავთ Atom - ი.
ეკოსისტემა ასევე ძალიან ძლიიერია თავისი ლოიალური მიდგომით. როგორც წესი მასში დასტეიკებული აქტივების საფუძველზე, პროექტები არიგებენ ეარდროპებს, თავის დროზე ეკოსისტემაში დასტეიკებული ატომის წყალობით, დაარიგეს ისეთი პროექტები, როგორებიცაა Osmosis, Celestia და სხვა.
სასურველია, რომ დაასტეიკოთ კრიპტოვალუტა Atom - ი Keplr საფულის მეშვეობით, წლიური 15% - ით , სასურველია 10 Atom-დან ზევით.
კოსმოსის ეკოსისტემაში ბევრი ბლოქჩეინი შეიქმნა, ტენდენცია რათქმაუნდა გრძელდება, სულ უფრო მეტი პროექტი იქმნება. ახალი პროექტები კი შენდება ამ ბლოქჩეინებზე. თითქმის ყველა მომავალი პროექტი ახორციელებს ეარდროპებს Atom - ის სტეიკერებისთვის - ეს არის ამ ეკოსისტემის ლოიალური თვისება.
მასშტაბითა და შინაარსით მსგავსი პრიექტია პოლკადოტი, რომელიც გვთავაზობს პარაჩეინების შექმნის შესაძლებლობას.