როგორ შევქმნათ საკუთარი NFT-Token.
ახლა ინფორმაცია, მხოლოდ ექვივალენტურ მონეტებზე ქვეყნდება. თუმცა აღმოჩნდა რომ დღესდღეობით შესაძლებელია შექმნა საკუთარი კომპანიის ლოგოს “პატენტიც” კი ზემოთ ნახსენები მეთოდით
ყველაზე პოპულარული NFT Nyan Cat Chris Torres
აღმოჩნდა, რომ ეს არც თუ ისე რთულია. საერთო ჯამში, საკუთარი NFT-Token-ის შესაქმნელად დაგჭირდებათ:
• Ethereum საფულე (Meta Mask ან სხვა)
• საიტი opensea.io.
• შინაარსი( ინფორმაცია), რომელიც გსურთ რომ ასახული იყოს მონეტაში.
პირველი ეტაპი:
შევდივართ:https://opensea.io/
ვირჩევთ: Create/My collections
იმ შემთხვევაში,თუ არ ხართ დარეგისტრირებული, გამოჩნდება ფანჯარა, რომელიც მიგითითებთ, რომ სისტემაში შესვლა შესაძლებელია ასევე Ethereum-ის საფულით.
იმისათვის, რომ დაამატოთ მონეტა, უნდა შექმნათ კოლექცია, ვაჭერთ: “ Create” .
ვამატებთ, ლოგოს, კოლექციის სახელს და აღწერას.
კოლექცია შექმნილია! შესაძლებელია დაემატოს ელემენტები ( თვით მონეტები). ვაჭერთ: “Add items”, ხოლო შემდეგ ფანჯარაში “Add new items”.
როგორც იქნა გადავედით, საფინალო ეტაპზე!
ვამატებთ მედია ფაილს, რომელიც გნებავთ რომ
აისახოს/ჩაიწეროს მონეტაში. ეს შესაძლებელია იყოს სურათი, ვიდეო, 3D-მოდელი, ხმა. დასაშვები ფორმატებია: JPG, PNG, GIF, SVG, MP4, WEBM, MP3, WAV, OGG, GLB, GLIF, არაუმეტეს 100 მეგაბაიტი, ასევე ვამატებთ მონეტის სახელწოდებას.
ქვემოთ შესაძლებელია დაემატოს ბმული და აღწერა:
ასევე, შესაძლებელია დაამატოთ მონეტის სხვადასხვა მახასიათებელი, დაბლოკილი/მიუწვდომელი ინფორმაცია, რომლის ნახვა მხოლოდ მყიდველს შეეძლება( მონეტის მფლობელს).
ვნიშნავთ “Create”
მონეტა შექმნილია!
რამოდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს დადასტურება(ნამდვილობის შემოწმება), შემდგომ უკვე შესაძლებელია მისი გაყიდვა,რისთვისაც უნდა დააჭიროთ ღილაკს “Sell”.
ზოგადად Opensea-ზე მონეტის გაყიდვა აუქციონის ფარგლებში მიმდინარეობს, აღნიშნულის ფარგლებში ბევრი დამატებითი ზოლია, რომელიც კარგად ჩანს ქვემოთ, ნაჩვენები მონეტის ფასი მითითებულია
0,01 Eth. საბოლოოდ უნდა დააჭიროთ “Post Your Lusting”.
აღნიშნულ მომენტში, მონეტის განლაგება გაყიდვისათვის შეადგენს 77,59 $-ს, ეს დამოკიდებულია საკომისიო თანხაზე ტრანზაქციის განხორციელებისას. რომელსაც ეწოდება GAS FEE. ახლა არის საღამოს 8 საათი , 3 საათი უკან მონეტის განთავსება ღირდა 40$, ამბობენ რომ დილის 5-6 საათისთვის ის უფრო იაფი ჯდება. თუ გსურთ განთავსება და თანხა გიდევთ ეთერიუმის ანგარიშზე დააჭირეთ დადასტურებას.