სიახლეები
September 21, 2021

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა იმყოფება ომის მდგომარეობაში კრიპტო ინდუსტრიის წინააღმდეგ

18 სექტემბერს, ქალაქ მერსიში 81 პროვინციის, სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი იმყოფება კრიპტო ვალუტებთან ომის მდგომარეობაში.
აპრილის შუა რიცხვებში, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა აკრძალა კრიპტო ვალუტით გადახდა. რეგულირების გაურკვევლობა, უკიდურესად მაღალი არასტაბილურობა და დანაშაული დასახელდა ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად.
ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს „ნამდვილად“ არ აქვს პრობლემა ციფრული აქტივების გავრცელებასთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ თურქეთი გააგრძელებს საკუთარი ვალუტის გამოყენებას, რაც მისი თქმით, ეროვნული იდენტობის ნაწილია.
ერდოღანის აღნიშნული გამოსვლა, მოჰყვა განცხადებას, ცენტრალური ბანკის მიერ ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ. თურქული ლირის ციფრული ვერსიის შესწავლა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო.
ჯერ კიდევ, 2019 წლის ერდოღანის საპრეზიდენტო პროგრამაში შედიოდა CBDC-ს გამოშვების შესწავლა.
თურქეთი რომლის ეკონიმიკა ეწირება უკონტროლო ინფლაციას და ვალუტის გაუფასურებას, კრიპტო ვალუტის მიღების თვალსაზრისით მუდმივად მოწინავე ქვეყნებს შორისაა.
მარტის ბოლოს, Google-ს საძიებო სისტემაში სიტყვა “ბიტკოინი“ 500%-ით იყო გაზრდილი, მას შემდეგ რაც ლირის ღირებულება - 17% ით დაეცა ერთ დღეში, როდესაც ერდოღანმა ცენტრალური ბანკის მმართველი გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.