Cardano-მ წარმატებით დაასრულა hard Fork Alonzo და დაიწყო Smart Contract-ების ჩაშვება.
12 აგვისტოს Cardano-ს გუნდმა განაცხადა Twitter-ზე, რომ განახლება წარმატებისთ დასრულდა, რაც განაპირობებს Smart Contract- ების შექმნას და შესრულებას.
Cardano-ს ბლოკჩეინისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის მიუხედავად, გუნდმა განაცხადა რომ ეს მხოლოდ “პროექტის დასაწყისის პირველი დღეებია”, და რომ ზუსტად ახლა “ მისია მართლაც, რომ იწყება”.
“ზუსტად ახლა იწყება ჩვენი მისია, - გუნდი სრული შემადგენლობით, იწყებს იმ ხედვის რეალიზებას, რომელზეც ყველა დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. დეცენტრალიზებული სისტემის შექმნა, რომელიც ზრდის ეკონომიკირ იდენტობას და შესაძლებლობებს , ყველასთვის, ყველგან”,- წერს კარდანოს გუნდი გამოქვეყნებულ ბლოგში.
Fork Alonzo შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას Smart Contract-ები Plutus სკრიპტების მეშვეობით, რომელსაც გუნდი აღწერს, როგორც “
სპეციალურად შექმნილ ენას Smart Contract -ების შესაქმნელად, ფუნქციონალური პროგრამების ენის Haskell-ის გამოყენებით”.
მიუხედავად ამისა, გუნდმა მოუწოდა საზოგადოებას შეინარჩუნოს გონივრული მოლოდინი Alonzo-ს პროექტის მიმართ და განაცხადა : “ აღნიშნულ განახლებაზე დიდი იმედები არის დამყარებული, ზოგიერთი მათგანი გაუმართლებელია. Cardano-ს დამკვირვებლებს შესაძლებლობა ეძლევათ დაეყრდნონ მზა დეცენტრალიზებულ პროგრამებს, რომელიც ხელმისაწვდომია განახლების დასრულებისთანავე.