ტრეიდინგი
September 18, 2021

კრიპტო ბაზარზე არსებული ყველაზე სასარგებლო სერვისების გზამკვლევი.

ჩვენ შევადგინეთ, კრიპტო ვალუტის მომხმარებელთათვის ყველაზე სასარგებლო სერვისების ჩამონათვალი, აღნიშნული გზამკვლევის ფარგლებში თქვენ გაეცნობით და გაიგებთ უფრო მეტს:

  • ყველაზე ცნობილ მონაცემთა აგრეგატორების ჩამონათვალზე კრიპტოს შესახებ,
  • Defi-პროექტებზე, ბლოკჩეინსა და Smart Contract-ის დამკვირვებლებზე,
  • საუკეთესო დეცენტრალიზებულ ბირჟებს და Launchpad პლატფორმებზე.

აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარებათ, როგორც დამწყებ ასევე ბევრად გამოცდილ კრიპტო მომხმარებლებს და მისცემს მათ სწორ მიმართულებას თუ როგორ იმოქმედონ ეფექტურად ციფრულ აქტივებთან მიმართებით.

კრიპტო პროექტების შესახებ მონაცემთა აგრეგატორები.

აგრეგატორები - საიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ წვდომას კრიპტო პროექტების მონაცემებზე, ასევე მთლიანობაში მოიცავენ უახლეს ინფორმაციას კრიპტო ბაზრის შესახებ, ამისთვის ისინი მუშაობენ მრავალ საიტზე და აერთიანებენ მონაცემებს ერთი სივრცისთვის. აღნიშნული, შესაძლებელია ითქვას, რომ არის ყველაზე მოთხოვნადი სერვისი კრიპტო ვალუტის ინვესტორებს შორის, რომელნიც იყენებენ მას კრიპტო სექტორის ყოველდღიური ანალიზისთვის. აგრეგატორების დახმარებით, თქვენ ყოველთვის მოგეწოდებათ ინფორმაცია კრიპტო ვალუტის მიმდინარე ფასების და კაპიტალიზაციის, სხვადასხვა მონეტების სავაჭრო მოცულობის და სავაჭრო წყვილების შესახებ.

ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის დახმარებით, გეძლევათ შესაძლებლობა ჩამოაყალიბოთ ზოგადი წარმოდგენა ბაზრის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ.

აგრეგატორები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ინტერფეისით, აქტივების რაოდენობით, მოწოდებული მონაცემებითა და ანალიტიკით. ახლა კი, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ განვიხილოთ კრიპტო ბაზარზე არსებული ორი ყველაზე ცნობადი მონაცემთა აგრეგატორის სტრუქტურა - CoinMarketCap და CoinGecko.

CoinMarketCap

CoinMarketCap - არის ყველაზე ცნობადი კრიპტო ვალუტის კურსის აგრეგატორი. გასული თვის განმავლობაში მას დაახლოებით 187 მილიონი ადამიანი ესტუმრა. პროექტი 2013 წელს დაიწყო და გასული წლის აპრილში, ოფიციალურად მოექცა, Binance კრიპტო ბირჟის კონტროლის ქვეშ.

CoinMarketCap- არის ყველაზე ციტირებადი რესურსი, რომელსაც ეყრდნობიან წამყვანი მედია საშუალებები, ინვესტორები და ექსპერტები. ის მოიცავს, კრიპტო ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა მონეტის მონაცემებს, მათ შორის ახლის. უფრო მეტიც, სერვისის მომხმარებლებს აქვთ წვდომა კრიპტო ვალუტის რეალურ დროში გაანალიზების ძირითად ინსტრუმენტებზე. თითოეული წარმოდგენილი კრიპტო ვალუტის გვერდზე შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ მის მიმდინარე ფასს, კაპიცალიზაციას, მიმოქცევაში არსებულ მონეტების რაოდენობას, სავაჭრო მოცულობას, აგრეთვე გაეცნოთ ძირითად ინფორმაციას პროექტისა და მისი შემქმნელების შესახებ.

CoinMarketCap - აგრეთვე მოიცავს მონაცემებს სავაჭრო პლატფორმების, კრიპტო მწარმოებლების და NFT-ების შესახებ. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მონეტა მისი კრიპტო პორტდელიდან, დააკვირდეს მასში ცვლილებების მიმდინარეობას და მიიღოს შეტყობინებები მათ შესახებ.

CoinMarketCap-ის მთავარი გვერდი: აქტივები განლაგებულია კაპიტალიზაციის კლებადობით, მოიცავს მონაცემებს ფასების ცვლილებების შესახებ დღის და კვირის განმავლობაში, ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობას.

CoinMarketCap-ზე წვდომა შესაძლებელია განხორციელდეს, ვებ-ბრაუზერის ან მობილური ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ასევე მოიცავს Crypto-Glossary-ზე წვდომას, რომელშიც შესაძლებელია უცნობი ტერმინების შესწავლა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ CoinMarketCap-ზე ბოლო დროს გამოჩნდა განყოფილება, რომელიც მოიცავს კრიპტო ინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებთან ინტერვიუებს და სტატიებს.

CoinGecko

CoinGecko - გახლავთ ცნობადობით მეორე ადგილზე მყოფი კრიპტო ვალუტების აგრეგატორი. ის მუშაობს, 2014 წლიდან, აგვისტოში სისტემაში დაფიქსირდა 109 მილიონ მომხმარებელზე მეტი, ისევე როგორც CoinMarketCap-ი, CoinGecko-ს აქვს მისი ვებ -ვერსია და გააჩნია საკუთარი აპლიკაცია.

CoinGecko-ს საწყისი გვერდი: აქტივები განლაგებულია კაპიტალიზაციის რეიტინგის მიხედვით, მითითებულია მათი ფასები, ფასების ცვლილებები და სავაჭრო მოცულობა.

ძირითადი ფუნქციების ფარგლებში CoinGecko გავს CoinMarketCap-ს, თუმვა მას უფრო მეტი ანალიტიკური რესურსი გააჩნია. ამავდროულად, CoinGecko-ზე შეგიძლიათ შეარჩიოთ აქტივები არა მხოლოდ მათი ღირებულებით და კაპიტალიზაციით, არამედ სხვა კატეგორიებითაც - მაგალითად, ჰეშირის ალგორითმით ან ბლოკჩეინ ქსელებით.

CoinGecko - ასევე გაძლევთ საშუალებას გამოთვალოთ შემოსავალი სხვადასხვა სახის ინვესტციებზე, მათ შორის Staking.

CoinGecko-ზე განთავსებულია მონაცემები, კრიპტო ვალუტების უმეტესობის შესახებ ინფორმაციის, კრიპტო ბირჟების, კრიპტო მწარმოებლების, DeFi პროტოკოლებისა და NFT-ების შესახებ. ამავდროულად სერვისის მომხმარებლებს, როგორც CoinMarketCap-ის შემთხვევაში, შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი პორტფელის სტატუსი და ჰქონდეთ წვდომა კომპანიის ბლოგზე, სხვადასხვა პოდკასტებზე და ინფორმაციულ სტატიებზე.

ბლოკჩეინის-ბრაუზერები

ბლოკჩეინ-ბრაუზერები არის სპეციალური პლატფორმები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ გაიგოთ მეტი ბლოკჩეინის მდგომარეობის შესახებ, იხილოთ ინფორმაცია მასში განხორციელებული გადარიცხვების და გაეცნოთ სტატისტიკას ქსელის მუშაობის შესახებ, მომხმარებლების უმრავლესობა მსგავს სერვის Explorer ან ბლოკ Explorer უწოდებს.

ქვემოთ მოცემულია შესაძლებლობები, რომელთაც იძლევა ბლოკჩეინ-ბრაუზერი.

·         ჩვეულებრივ მომხმარებლებს, შეუძლიათ შეამოწმონ საფულეებში არსებული ბალანსი, მათში შესვლის გარეშე, გაიგონ მეტი ტრანზაქციების შესახებ ( დასრუ ლებულია თუ დამუშავების პროცესში) საკომისიოების ოდენობა, კონკრეტული განხორციელებული ოპერაციის სანახავად, უბრალოდ ჩაწერეთ მისი ID ან Hash საძიებო ზოლში.

·         მაინერებს, შეუძლიათ იხილონ სტატისტიკა ქსელის მაინინგის მოპოვების სირთულის შესახებ, გაიგონ Mempool -ის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ,(ოპერაციების ჩამონათვალი, რომლებიც დადასტურებას ელოდება), ტრანზაქციის განხორციელების დროის დაზუსტება, საკომისიოს ოდენობა, მაინინგის მომგებიანობა.

·         ანალიტიკოსებს და ტრეიდერებს შეუძლიათ შეაფასონ ქსელის მდგომარეობა და მონეტის ცნობადობა, მომხმარებლების რაოდენობა, განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა, გარიგებების მოცულობა.

არსებობს ათობით ბლოკჩეინ-ბრაუზერი, განკუთვნილი ცნობადი ქსელების უმეტესობისათვის. განვიხილოთ, explorer-ები მსგავსი ბლოკჩეინ-ქსელებისთვის, როგორებიცაა Bitcoin, Ethereum და Binance Smart Chain (BSC).

Blokchain.com

Blokchain.com - ბიტკოინ სერვისი, რომელიც კრიპტო ბაზარზე 2011 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად ქსელი ამოქმედდა, ექსკლუზიურად, როგორც ბიტკოინის ქსელის დამკვირვებელი, თუმცა დღეს აღნიშნულ პლატფორმას გააჩნია საკუთარი კრიპტო საფულე და კრიპტო ბირჟა.

Blockchain.com-ის მთავარი გვერდი.

Blokchain.co-ის Explorer შეიცავს სრულ ძირითად მონაცემებს BTC-ს Blockchain-ის მდგომარეობის შესახებ. ის აერთიანებს BTC-ს ფასს და კაპიტალიზაციას, მიმოქცევაში მონეტების რაოდენობას, Mempool-ის ზომას, Hashrate-ის კურსს და ქსელის სირთულეს, ასევე სავაჭრო მოცულობას, კომისიების ზომას და ქსელის აქტივობის დონეს სხვა დამატებით საკითხებთან ერთად.

Blockchain.com ბრაუზერიდან, ქსელის სტატისტიკის გვერდი გრაფიკებით.

Etherscan

Etherscan - ყველაზე ცნობადი ქსელის სტატისტიკის ბრაუზერი Ethereum-ის ბლოკჩეინისთვის.

ის უზრუნველყოფს წვდომას, წარმოებული ტრანზაქციების შესახებ მონაცემებზე Ethereum-სა და Ethereum-ის ბაზაზე ჩაშვებული მრავალრიცხოვანი მონეტების, აგრეთვე ინფორმაციაზე ქსელის Smart-Contract-ების, დეცენტრალიზებულ კრიპტო ბირჟას (DEX) და Defi- პროტოკოლების შესახებ. როგორც Blockchain.com-ის შემთხვევაში, ასევე Etherscan-ზე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია უახლესი ბლოკების და ტრანზაქციების, Ethereum-ის Mining-ის, მისი მომგებიანობის შესახებ და ქსელის მდგომარეობის შესახებ.

Etherscan-ის მთავარი ვებ-გვერდი: აქ მიიღებთ უახლეს ინფორმაციას, Ethereum-ზე მიმდინარე ტრანზაქციების შესახებ.

ამასთანავე, აღნიშნულ პლატფორმაზე სრული ინფორმაცია წარმოდგენილია, როგორც დიაგრამების ასევე ცხრილების სახით.

ქსელური აქტიურობის განყოფილება, Etherscan-ზე.

ასევე, Etherscan-ზე, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია მონეტებზე სტანდარტით ERC-20, ERC-721 და ERC-1155 -ის და მათი Smart Contract-ების შესახებ.

რესურსი მოიცავს, მონაცემებს 447,900 - ზე მეტ Smart Contract-ზე, ცხრილების სახით გაერთიანებულია მონაცემები მონეტების ღირებულების, კაპიტალიზაციის და ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ. აგრეთვე, აქტივზე დაწკაპებით, შეგიძლიათ იხილოთ მათი ფასის, გადარიცხვების და საფულეების შესახებ ინფორმაცია.

როდესაც დააწკაპებთ ბლოკის ან განხორციელებული ტრანზაქციის ნომერს, გამოჩნდება დეტალური ინფორმაცია მათ შესახებ.

BscScan

BscScan- გახლავთ ბლოკების, Smart Contract-ების და ანალიტიკის დამკვირვებელი Binance Smart Chain (BSC)-ს ქსელში. აღნიშნული რესურსი შექმნილია Etherscan-ის გუნდის მიერ.

BSC – ბლოკჩეინი განკუთვნილია Smart Contract-ების და დეცენტრალიზებული პროგრამების (dApps) ჩასაშვებად, შექმნილი უმსხვილესი კრიპტო ვალუტის ბირჟის Binance-ს მიერ. აღნიშნული ქსელი ითვლება Ethereum-ის ძირითად კონკურენტად,

BscScan-ის მთავარი გვერდი

BscScan-ი საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ მონაცემებს Bsc ქსელის, ბლოკების, საკომისიოებისა და მასში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, მიიღოთ ინფორმაცია ქსელის ვალიდატორების შესახებ და განახორციელოთ წვდომა სტატისტიკის და ანალიტიკურ ინსტრუმენტებზე.

ამავდროულად, BscScan იძლევა კონტროლის საშუალებას, BSC-ის ფარგლებში განხორციელებულ ნებისმიერ მოქმედებაზე, მათ შორის : Yield Farming (Yield farming is the practice of staking or lending crypto assets in order to generate high returns or rewards in the form of additional cryptocurrency, მონაცემები DeFi(Decentralized Finance) პროტოკოლების და dApp (Decentralized Application)-ების შესახებ, სავალუტო წყვილები და მომგებიანობა, BSC-ში უნიკალური მისამართების რაოდენობა, გარიგებების საერთო რაოდენობა, BEP-20 მონეტების შესახებ ინფორმაცია.

დეცენტრალიზებული ბირჟები

დეცენტრალიზებული ბირჟები (DEX) - ციფრული აქტივების ავტომატური გაცვლის ბლოკჩეინ სერვისები. ცენტრალიზებული პლატფორმებისგან განსხვავებით, DEX-ს არ გააჩნია ცენტრალური მმართველი, ორდერების წიგნი, Market maker-ები, სერვერი. DEX-ის მთავარი მინუსი ის არის, რომ შეუძლებელია სხვადასხვა ბლოკჩეინებიდან აქტივების გაცვლა.

ასე, რომ DEX არის p2p პლატფორმა მომხმარებლებს შორის პირდაპირი გარიგებებისათვის, შუამავლის გარეშე. ვაჭრობა ხორციელდება Smart Contract-ების და ალგორითმების მეშვეობით, მომხმარებლების აქტივები ინახება, მათ პირად მოწყობილობებზე. ამ მიზეზით, DEX პირველ რიგში განკუთვნილია გამოცდილი მომხმარებლებისათვის და არა დამწყებთათვის, რადგან დეცენტრალიზებულ პლატფორმებს არ გააჩნიათ დამხმარე სერვისები.

განვიხილოთ ორი ყველაზე ცნობილი DEX: Uniswap და PancakeSwap.

Uniswap

Uniswap- დეცენტრალიზებული ბირჟა, მუშაობს Ethereum-ის ბლოკჩეინზე. აღნიშნულ პლატფორმაზე ვაჭრობა შესაძლებელია ERC-20 ფორმატის მონეტებით. Uniswap-ს არ გააჩნია Market Maker-ები, ვაჭრობა ხორციელდება ლიკვიდურობის ფარგლებში - Automated Market Making (AMM), რომლებიც ცვლიან მომხმარებლების მონეტებს. გარიგების ღირებულება, ამ შემთხვევაში, განისაზღვრება ფასების ალგორითმით, რაც დამოკიდებულია ლიკვიდურობის ფონდში არსებული აქტივების თანაფარდობაზე: თუ მონეტები აქტიურად იყიდება , მათი ფასი იწევს ზევით, თუ იკლებს გაყიდვის მაჩვენებელი, ფასი - კლებულობს.

Uniswap-ის ტრეიდერები, რომლებიც უზრუნველყოფენ Liquidity pool-ს, ამის საფუძველზე გამოიმუშავებენ პროცენტს,

აღნიშნულ სურათში ნაჩვენებია, როგორ ხორციელდება საფულის მიმაგრება Uniswap-ზე.

PancakeSwap

PancakeSwap გახლავთ დეცენტრალიზებული ბირჟა, რომელიც მუშაობს Binance Smart Chain-ზე.

აღნიშნულ პლატფორმაზე შესაძლებელია BEP-20 მონეტების გაცვლა, ჩაერთოთ მომგებიან Farming-ში და უზრუნველყოთ Liquidity pool, (ფუნქციონალუ-რად PancakeSwap, Uniswap-ის ანალოგია, ის აგრეთვე ფუნქციონირებს, როგორც ავტომატიზირებული Market Maker-ი.

იმის გათვალისწინებით, რიმ BSC-ში ტრანზაქციები ხორციელდება უფრო მალე და ღირს უფრო იაფი, ვიდრე Ethereum, ამის გამო, Pancakeswap ახორციელებს მოქმედებებს კონკურენტზე უფრო სწრაფად.

საკუთარი ანგარიში PancakeSwap-ზე.

DeFi-აგრეგატორები

DeFi აგრეგატორები გახლავთ სერვისები, რომელიც საშუალებას იძლევა - DeFi პროტოკოლებში თვალყური ადევნოთ ნაშთებს და გარიგებებს და მათი დახმარებით განახორციელოთ ტრანზაქციები.

მომხმარებელმა უბრალოდ უნდა დააკავშიროს თავისი საფულე აგრეგატორთან, რაც მას საშუალებას მისცემს მართოს საკუთარი პორტფელი რეალურ დროში. ასე, DeFi აგრეგატორის მომხმარებელს საერთო interface-ს საშუალებით მიეცემა შესაძლებლობა, განახორციელოს წვდომა ნაშთზე, გარიგებებზე, დარიცხულ პროცენტზე და ასევე ეცოდინება სხვადასხვა DEX-ებზე აქტივების ყველაზე ხელსაყრელი ფასების შესახებ. აგრეგატორები შესაძლებლობას გაძლევენ გაცვალოთ სხვადასხვა პლატფორმების მონეტები, ერთი გარიგების ფარგლებში.

ამრიგად, DeFi აგრეგატორები - გახლავთ შესანიშნავი ინსტრუმენტები, აღნიშნული სეგმენტის ახალი მოთამაშეებისათვის, რომლებიც ასევე ზრდიან ყოველდღიური ვაჭრობის ეფექტურობას გამოცდილი ტრეიდერებისათვის.

განვიხილოთ ყველაზე ცნობილი DeFi აგრეგატორები: Zerion, Zapper, 1inch da Dextools.

Zerion

ყველაზე ცნობილი და ძველი DeFi აგრეგატორი. სერვისი უზრუნველყოფს ლიკვიდურობას დიდი DEX-ებიდან, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გაცვალონ და გადარიცხონ მონეტები მხოლოდ ერთი ტრანზაქციის ფარგლებში. ეს არის სწრაფი, მოსახერხებელი და საშუალებას იძლევა თავი აარიდოთ დამატებითი საკომისიოების გადახდას.

Zerion-ის interface.

მომხმარებლებისათვის ასევე ხელმისაწვდომის შემდეგი ფუნქციები:

  • საკუთარი გარიგებების კონტროლი ყველა საფულეში
  • DeFi-ს აქტივების ყიდვა და გაცვლა DEX-ის საშუალებით, ამ მომენტისთვის ყველაზე ხელსაყრელი განაკვეთით.
  • Bancor, Uniswap და Curve-ს Liquidity pool-ში მონაწილეობა Zerion-ის გავლით.
  • Stable Coin-ების დეპონირება და მათი შენახვის ფარგლებში პროცენტის გამომუშავება.
  • Lending (კრედიტი)
  • Airdrop-ებში მონაწილეობა

Zapper

Balancer, Curve და Uniswap liquidity Pool-ის DeFi აგრეგატორი. აღნიშნული სერვისის უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით მდგომარეობს - ინვესტიციის განხორციელების ავტომატიზაციაში. მომხმარებელი აკავშირებს საფულებს, ხოლო ალოგირითმი თვითონ ირჩევს ყველაზე მომგებიან ტარიფს. Zerion-ისგან განსხვავებით, Zapper-ს ჯერჯერობით არ აქვს წვდომა საკრედიტო პროტოკოლებზე.

Zapper-ის მომხმარებლის პირადი ანგარიში.

ძირითადი ფუნქცია:

  • ერთი Interface მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
  • მონეტების გაცვლის შესაძლებლობა 20 დეცენტრალიზებულ ბირჟაზე.
  • მონაწილეობა liquidity pool-სა და Yield Farming-ში.
  • Stablecoin-ების დეპონირების შესაძლებლობა.

DEXTools

DexTools (DEXT) – BSC-ს Ethereum-ის და Poligon-ის ქსელებიდან მონეტების ამომცნობი, ტრეიდერებისათვის განკუთვნილი ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც აწვდის მონაცემებს ყველა DEX da DeFi ბაზრებს. სერვისს იყენებს 5 მილიონზე მეტი ადამიანი.

ამავდროულად, დეცენტრალიზებული ბირჟის Uniswap-ის მომხმარებელთა 10% იყენებს DexTools. ამრიგად, სერვისის დახმარებით რეალური დროის რეჟიმში მონიტორინგი გაუწიონ Uniswap-ზე ახალი მონეტების დამატების მიმდინარეობას. ანალოგიური ფუნქცია ხელმისაწვდომია, აგრეთვე სხვა DEX-ებისათვის.

DexT-ის ძირითადი ფუნქცია საშუალებას იძლევა განახორციელოთ:

  • Pool- explorer-ის დახმარებით DEX-ზე ლიკვიდურობის მონიტორინგი.
  • მონაცემების მიღება DeFi-ს პროტოკოლების ქსელის სტატისტიკის შესახებ.
  • სავაჭრო წყვილების მონიტორინგ DeFi-ს ბაზარზე
  •  დაკვირვება ტრეიდერების და ვეშაპების (დიდი მოვაჭრეები) მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე
  • DeFi-აქტივების მხარდამჭერი სხვადასხვა საფულის მონიტორინგი
  • ერთი ინტერფეისით ვაჭრობის შესაძლებლობა ერთდროულად სხვადასხვა DEX-ზე.

DexTools-ს გააჩნია უფასო საბაზისო დონე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს Uniswap-ის ძირითად ანალიტიკას და სხვადასხვა ვარიანტის ფასიან ხელმოწერებს, რაც იძლევა წვდომის საშუალებას DEX-სთვის განკუთვნილ ძირითად სავაჭრო ინსტრუმენტებზე.

Dextools-ის მთავარი გვერდი.

1inch.io

1inch.io - DEX - პლატფორმების აგრეგატორი, რომელიც ერთდროულად მუშაობის საშუალებას იძლევა იმუშაოთ ათობით უმსხვილეს დეცენტრალიზებულ ბირჟაზე ერთი სერვისის დახმარებით. 1inch -ი მხარს უჭერს DEX-ს Ethereum-ის Binance Smart Contract, Polygon და Optimism-ის ქსელების ბაზაზე.

აღნიშნული აგრეგატორის მომხმარებლები, რომელთა საერთო რაოდენობა 650 000-ს აღწევს, აქვთ წვდომა საუკეთესო გარიგებებსა და აქტივების გაცვლის შესაძლებლობებზე სხვადასხვა პლატფორმებზე. ასე, რომ 1inch პოულობს და უზრუნველყოფს წვდომას საუკეთესო საპროცენტო განაკვეთებზე, აგრეთვე მომხმარებლებს აძლევს ფულის გამომუშავების შესაძლებლობას სესხების გაცემით და Liquidity pool-ში მონაწილეობით.

1inch-ის მთავარი მონეტა გამოიყენება, სხვა მონეტების გაცვლის და პროექტის მენეჯმენტის საკითხებზე კენჭისყრისას. გასული წლის დეკემბერში მონეტის „დალისტვის“ შემდეგ აქტივის ფასმა 3x გააკეთა და 1$-3$ გახდა. მაისში, ფასების დიდი ზრდის შემდგომ მონეტის ფასმა - 7.58 $-ს მიაღწია.

საფულის მიმაგრება 1inch-ზე.

Launchpad

Launchpad- პლატფორმა, რომელიც გამოიყენება მონეტების გაყიდვისათვის და დამწყები კრიპტო პროექტებისათვის კაპიტალის გაზრდის მიზნით. აღნიშნული პლატფორმები გახდა ICO-ს შემცვლელი IDO-ებში შესვლისთვის (პირველადი შეთავაზებები DEX-ზე) და IEO - Initial Exchange offering (პირველადი განთავსება ბირჟის მიერ). აღნიშნული პლათფორმების გუნდები ირჩევენ პერსპექტიულ პროექტებს და ახორციელებენ საკუთარი მონეტების გაყიდვებს, რაც საშუალებას იძლევა ამოვიცნოთ „თაღნითური პროექტები“.

დაფინანსების ასეთ მოდელებში, სახსრები გროვდება Smart Contract-ების liquidity pool-ის დახმარებით. ბევრ ცნობილ ცენტრალიზებულ ბირჟას გააჩნია საკუთარი launchpad, მაგალითად Binance, ასევე დეცენტრალიცებული პლატფორმა როგორიცაა Uniswap. განვიხილოთ კრიპტო ბაზარზე არსებული ყველაზე ცნობილი Launchpad-ები.

Binance Launchpad

Binance Launchpad - პლატფორმა პროექტების გაშვებისთვის და Binance Exchange-სთვის დაფინასების მოძიებისთვის. ეს უმსხვილესი Launchpad პლატფორმაა. მონეტების გაყიდვების შორის : Axie infinity, Sandbox, BitTorrent, Pancakeswap და Kava.

მიმდინარე მონეტების გაყიდვა Binance Launchpad-ზე.

CoinList

ცნობილი launchpad, რომელიც საშუალებას იძლევა მონაწილეობა მიიღოთ ICO-სა და მონეტების პროექტების გაყიდვაში. სხვა Launchpad-ების განსხვავებით CoinList გამოირჩევა პროექტების ფრთხილი შერჩევით, რომლებმაც ინვესტორებს შესანიშნავი შემოსავალი მოუტანეს. მაგალითისთვის CoinList-ზე მიმდინარეობდა ისეთი მონეტების გაყიდვა, როგორიცაა Solana, Kadena, Algorand, Filecoin, Origin Protocol და Celo. Token-Sale-ის დროს შეძენილი მონეტების გადაცვლა შესაძლებელია CoinList-ზე.

პროექტები, რომლებმაც Token-Sale განახორციელეს CoinList-ზე.

Poolz

Poolz-გახლავთ სრულად დეცენტრალიზებული Launchpad, რომელიც მუშაობს Ethereum-ის ქსელის ბაზაზე. დეველოპერები იმედოვნებენ, რომ მომავალში მიაღწევენ იმ საფეხურს, რომ შეძლებენ განახორციელონ Token Sale ნებისმიერი ქსელის მეშვეობით. პლატფორმა აგრეთვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად, OTC და NFT ვაჭრობისთვის.

ამავდროულად, პლატფორმას გააჩნია საკუთარი მონეტა Poolz, რომელიც საშუალებას იძლევა მიიღოთ ჯილდო liquidity pool-ის და მონეტის საფულეში შენახვის გამო. აგრეთვე, იძლევა ხმის მიცემის უფლებას პროექტის მენეჯმენტის განხორციელების ფარგლებში.

Poolz-ის მთავარი გვერდი.

DuckDao

Blockchain Startup-ების მსხვილი Launchpad და ინკუბატორი. ეხმარება საინტერესო პროექტებს დაწყებასა და განვითარებაში. მუშაობას ახორციელებს სამ ქსელზე: Ethereum, BSC და Polkadot. უმსხვილეს მხარდაჭერილ პროექტებს შორის: Geeq, DeFiPie და Fyooz- მონეტების რაოდენობა გაიზარდა 10-ჯერ გაიზარდა.

პროექტი აქტიურად ავითარებს Community-ს, რომელთაც ურიგებს საკუთარ მონეტას DuckDaoDime (DDIM). რაც უფრო მეტია მონეტა, მით უფრო მაღალია საზოგადოების დონე, ასევე მომხმარებლები მონეტების ნაწილს Token Sale-ებიდან იღებენ.

აღნიშნული სურათი მოიცავს DuckDao-ზე განხორციელებულ მონეტების გაყიდვის მაგალითს.

N3rd.finance

N3rd.finance - დეცენტრალიზებული Launchpad, რომელიც საშუალებას აძლევს Ethereum-სა და BSC-ს ბაზაზე დაფუძნებულ პროექტებს განახორციელონ მონეტების გაყიდვა. მომავალში, Launchpad, აგრეთვე გეგმავს დაამატოს მხარდაჭერა პროექტებისთვის, რომლებიც დაფუძნებულია Solana-ს, Cardano-ს და Casper-ის ქსელებზე.

მონეტების გაყიდვასთან ერთად, N3rd.finance-ის მომხმარებლებს აგრეთვე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ Staking-სა დაYield Farming-ში.

სურათზე ნაჩვენებია მომავალი Token Sale-ები, რომლებიც N3rd.finance –ზე განხორციელდება.

BSCPad

დეცენტრალიზებული Launchpad, რომელიც მოქმედებს Binance Smart Chain-ზე და განკუთვნილია IDO-ს ( (Initial Dex Offering) განსახორციელებლად . Binance Launchpad-ის განსხვავებით, სადაც ინვესტორებს Token Sale-ში მონაწილეობისათვის BNB სჭირდებათ, აქ მსგავსი მოთხოვნა არ არის. აღნიშნულ პლატფორმაზე ასევე შესაძლებელია განხორციელდეს Staking.

სურათზე ნაჩვენებია მომავალი Token Sale-ები, რომლებიც განხორციელდება BSCPad-ზე.

ETHPad

დეცენტრალიზებული და დეფლაციური პლატფორმა IDO, განხორციელებული EIP-1559 Ethereum– ზე. დეფლაციური მექანიზმი ნიშნავს იმას, რომ ETHPad იღებს 10% საკომისიოს , მონეტების სრული გაყიდვიდან, საიდანაც 2,5% იწვება, ხოლო 7.5% გადაეცემათ Miner-ებს. მომავალში იგეგმება ახალი, დეფლაციური მექანიზმების დამატება. პლატფორმა შექმნილია იმავე დეველოპერის მიერ, რაც BSCPad – კომპანია BlueZilla.

იმის გარდა, რომ შესაძლებელია ინვესტიცია განხორციელდეს სხვადასხვა IDO-ში, ETHPad მომხმარებელს ასევე სთავაზობს სტარტაპ-ინკუბატორს - პროგრამა რომლის მიზანიც იქნება პერსპექტიული პროექტების დახმარება განვითარებაში.

ETHPad-ის საწყისი გვერდი.

DaoPad

DaoPad არის Dao Maker-ის Launchpad. Dao Maker-ი გახლავთ დამწყები ინვესტორებისთვის სარისკო კაპიტალის საინვესტიციო პლატფორმა. ამ უკანასკნელმა ჩაუშვა ისეთი პროექტები, როგორიცაა: My Neighbor Alice, Orion Protocol, Seascape Network, Infinity Pad, ხოლო DaoPad-ზე განხორციელდა აღნიშნული პროექტების მონეტების გაყიდვა, აგრეთვე განთავსებულია პროექტები მონეტების, როგორიცაა Gamestarter, Opolous, Game Fever.

სურათზე ნაჩვენებია DaoPad-ზე მომავალი, განსახორციელებელი Token Sale-ები.

DeFiDrop

Launchpad და სტარტაპ-ინკუბატორი, სპეციალიზირებული DeFi-პროექტებსა და ანონიმურ ჯფუბზე. DROP-ს ის პლატფორმის მონეტა, გამოიყენება მონეტების გაცვლის, მართვის და Staking-ისთვის.

სურათზე ნაჩვენებია ის მონეტები, რომელთა გაყიდვაც უკვე განხორციელდა DeFiDrop-ზე.

TrustPad

TrustPad-ი გახლავთ, დეცენტრალიზებული Launchpad. TPAD მონეტების მფლობელები ახორციელებენ პრიორიტეტულ წვდომას, პერსპექტიულ პროექტებზე, აგრეთვე შეუძლიათ განახორციელონ Staking.

სურათზე ჩანს ის მონეტები, რომელთა გაყიდვა უკვე განხორციელდა TrustPad-ზე.

გისურვებთ წარმატებებს.

Coiners