ETH 2.0 - ის გაშვების მზადების პროცესში, ეთერიუმის დეველოპერებმა სატესტო ქსელი Kintsugi აამოქმედეს.
- · Kintsugi-ის გაშვება მიჩნეულია ერთ-ერთ ბოლო ნაბიჯად ETH 2.0-ის გაშვებამდე.
- · სატესტო ქსელი განკუთვნილია, შემდგომი პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირებისათვის და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
- · Proof-of-Stake უზრუნველყოფს ტრანზაქციების უფრო სწრაფ, იაფი და ნაკლებად ენერგო ინტენსიურ მიმდინარეობას.
Ethereum Foundation-მა- ორგანიზაცია, რომელიც დგას Ethereum-ის განვითარების უკან, დაანონსა პირველი, საჯარო, სატესტო ქსელის Kintsugi-ს გაშვების შესახებ, რომელიც შექმნილია რათა დატესტოს კრიპტოვალუტის სხვა კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლის მიმდინარეობა - Proof-of-Stake.
აღნიშნული, „ უფრო ხანგრძლივი მოქმედების ვადის მქონე, საჯარო სატესტო ქსელი“, გახდება ერთ-ერთი ბოლო ეტაპი Ethereum 2.0-ის გაშვებამდე.
Ethereum-ის დეველოპერთა კოორდინატორის ტიმ ბეიკოს განცხადებით: „ ჩვენ ვურჩევთ პროექტების უმრავლესობას, დაიწყონ ტესტირება და პროტოტიპების შექმნა Kintsugi-ზე, რამდენადაც უმოკლეს ვადებში მოხდეს ყველა პოტენციური ხარვეზის გამოვლენა“.
აქამდე უკვე ამოქმედდა ოთხი სატესტო ქსელი, თუმცა ყველა ორიენტირებული იყო მხოლოდ დეველოპერებზე. Kintsugi-ს შემთხვევაში მათთვის თითქმის არაფერი შეიცვლება.
„ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, სამომხმარებლო სერვისები მუშაობდნენ შერწყმის ახალი ფაზების განხორციელებაზე - ახლა ისინი მუშაობენ ახალ სატესტო ქსელ -Kintsugi-ზე.“
Ethereum 2.0-ზე სრული გადასხვა 2022 წელს იგეგმება, თუმცა Kintsugi-ს სატესტო ქსელი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს შეაფასონ განახლება.
Kintsugi- იაპონური ტერმინი, აღმნიშვნელი ოქროსი რომელიც გამოიყენება დაზიანებული საგნების შესაკეთებლად, ზიანის დამალვის მცდელობის გარეშე. ამ სიტყვით გამოხატავენ გამჭვირვალობას რაიმე ღირებულის აღსაწერად.
მიუხედავად იმისა, რომ Ethereum-ის ქსელი არ არის გატეხილი, თუმცა ინოვაციური დეცენტრალიზებული აპლიკაციების, NFT-ების და ასევე ბლოქჩეინის თამაშების მასიური გამოყენების გამო, მიმდინარე ტრანზაქციების ღირებულება „აშინებს“ მომხმარებლებს. ტრანზაქციების დასასრულებლად იქნება ეს (აქტივებით თუ NFT-თ ვაჭრობა) მომხმარებელნი იძულებულნი არიან გადაიხადონ ძალიან მაღალი საკომისიო.
Ethereum 2.0 მუშავდება აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. ქსელი გადავა Proof-of-work კონსენსუსის ალგორითმიდან, სადაც მაინერები ადასტურებენ ტრანზაქციებს, Proof-of-work ალგორითმზე, სადაც მომხმარებლები მხარს უჭერენ ქსელის მუშაობას, პროტოკოლში არსებული სახსრების ნაწილის დაბლოკვით.
განახლების შემდეგ, როგორც კი სატესტო ქსელი ჩაითვლება სტაბილურად, დაიწყება Ethereum-ის მთავარი ქსელის გადასვლა Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე.