სიახლეები
September 8, 2021

SEC ემუქრება Coinbase-ს რომ უჩივლებს ერთ-ერთ მაღალი ინტერესის მქონე კრიპტო პროდუქტის გამო.

SEC იუწყება, რომ უჩივლებს Coinbase-ს. აღნიშნული ფაქტი, სავარაუდოდ დააზარალებს იმ მომხმარებლებს, რომლებიც კომპანიის დაგეგმილ სესხის შეთავაზებას განიხილავდნენ, როგორც მნიშვნელოვან და პრაქტიკულ საშუალებას 4% -ის მოსაპოვებლად.

რომ შევაჯამოთ:
- Coinbase-მა პირველად ივნისში განაცხადა ახალი 4%-იანი შემნახველი პროდუქტის შესახებ Stablecoin-ებზე.
- მოულოდნელად, SEC-მა აღნიშნა, რომ ის უჩივლებდა Coinbase-ს იმ შემთხვევაში, თუ ის გააგრძელებდა აღნიშნული პროექტის განვითარებას.
- Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გააკრიტიკა SEC twitter-ზე.

ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის განცხადებით, ის უჩივლებდა Coinbase-ს თუ აღნიშნული გააგრძელებდა ახალი პროდუქტის “Lend”-ის განვითარებას, რომელიც Stablecoin-ის მფლობელებს გადაუხდიდა 4% მათი დანაზოგისათვის. SEC-ის აღნიშნული გადაწყვეტილება არის საფრთხის შემცველი Coinbase-სთვის და შესაძლებელია ასევე აღმოჩნდეს საფრთხის შემცველი იმ ფირმებისთვის, რომლებიც გვთავაზობენ მაღალ სარგებლიან კრიპტო პროდუქტებზე.

Coinbase-ის მთავარმა იურიდიულმა ოფიცერმა,პოლ გრეველმა, სამშაბათს ღამით განაცხადა SEC-ის მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ; ბლოგ პოსტში გრეველმა აღწერა, SEC -თან მიმდინარე ექვს თვიანი მოლაპარაკებების შესახებ, თუმცა მოულოდნელად სააგენტომ გააკეთა განცხადება და გააფრთხილა Coinbase, რომ თუ ის გააგრძელებდა აღნიშნული პროექტების განვითარებას მაშინ სასამართლოში უჩივლებდა მას.

Coinbase ახალი პროექტით, კრიპტო ვალუტის მფლობელებს სთავაზობდა გაცილებით მაღალ პროცენტს, ვიდრე ჩვეულებრივ ბანკებში და დაჰპირდა “ სიმშვიდის” გარანტიას. “Lend” პროექტი საკამათო არ აღმოჩნდა მისი გამოცხადების დროს. აღნიშნული ვრცელდებოდა მხოლოდ USDC Stablecoin- ებზე. აქვე ცნობილია BlockFi-ს შესახებ, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში აცხადებდა - 8% მდე დაბრუნების შესახებ სხვადადხვა კრიპტო ვალუტაზე.

SEC-ის სამართლებრივი მუქარის საპასუხოდ, Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა, შეაჯამა სააგენტოს მოქმედებები Twitter-ზე, სადაც განმარტა, რომ SEC-ს “ ვერ გახდა გამჭვირვალე კრიპტო ვალუტის პოლიტიკის მიმართ” მას ურჩევნია გამოიყენოს ” დახურულ კარს მიღმა დაშინების ტაქტიკა”.

არმსტრონგის აზრით , SEC - მა ვერ შეძლო საკუთარი პოლიტიკის თანაბრად და კანონიერად აღსრულება, რამდენადაც სხვა კომპანიები თვეების განმავლონაში ოპერირებდნენ სააგენტოს თამხმობის გარეშე. მან ასევე მიანიშნა, რომ Coinbase-ს შეუძლია აირჩიოს SEC-თან საბრძოლველად სასამართლოს გზა, თუმცა აღნიშნა რომ ეს არის “ უკანასკნელი საშუალება”.