სიახლეები
September 13, 2021

SkyBridge Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი სკამაჩური მიიჩნევს...

SkyBridge Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი სკამაჩური მიიჩნევს, რომ Algo, Cardano და Ethereum-ის ღირებულება გაიზრდება და განმარტავს რატომ:

SkyBridge Capital ფონდის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ბიტკოინმა დაიწყო სწრაფად ზრდა, მას შემდეგ, რაც ელ სალვადორმა გამოაცხადა კანონიერ გადახდის საშუალებად და შეიძინა 400 BTC. მიუხედავად ამისა, ბაზარზე იყო ბევრი ბერკეტირებული სახსრები, რამაც ხელი შეუწყო ბიტკოინის მკვეთრ ვარდნას.

თუმცა, სკამაჩური დარწმუნებულია, რომ ბიტკოინზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება. მან ასევე გაიხსენა, რომ ყოველდღიურად BTC-თან დაკავშირებით ბევრი დადებითი სიახლე ვრცელდება: ახალი საფულეები, უფრო მაღალი აქტიურობა ქსელში, BTC ETF-ის დამტკიცების მაღალი შანსები.

ფასის კლების მიუხედავად მას მაინც სჯერა, რომ ბიტკოინმა წლის ბოლომდე შესაძლებელია 100 000 დოლარს მიაღწიოს.

სკამაჩურის ასევე სჯერა, რომ აღნიშნულ მომენტში კრიპტო სივრცეში ბევრი დიდი სიახლე მიმდინარეობს. კერძოდ, სულ უფრო მეტად ხდება დეცენტრალიცებული პროგრამების ამოქმედება, ამრიგად, მან დასძინა, რომ პროექტები როგორიცაა Algo, Cardano და Ethereum გააგრძელებენ კვლავ ზრდას, რამდენადაც მნიშვნელოვნად იზრდება მათი რეალურ სამყაროში გამოყენების შესაძლებლობები ახლა და გრძელვადიან პერსპექტივაში.