ბიტკოინის ფასის ისტორია
ბიტკოინის ფასი დაარსების დღიდან 12 წლის მანძილზე მეტად გაიზარდა. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ფასი სტაბილურად იზრდებოდა, რაც წელიწადში დაახლოებით 100% - 200% შეადგენს. მათ ვინც ადრე იყიდა და შეინახა ბიტკოინი, როგორც წესი ფენომენალური მოგება მიიღო. რა თქმა უნდა წარსული პერფორმანსი არ მიუთითებს აუცილებელ მომავალ შედეგებზე.
აქ ჩვენ გადავხედავთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის ისტორიას ფასების ზრდის სამი ტალღის თვალსაზრისით, შევეხებით ტექნოლოგიის ზოგად ისტორიას, ვნახავთ თუ სად არის ფასი ახლა და რა შეიძლება იყოს მომავალში.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს სიამოვნებს ბიტკოინის ფასის ისტორიის შედარება წარსულ სპეკულაციურ ისეთ მოვლენებგან როგორიცაა Beanie Babies ან tulip bulbs, სპეკულაცია მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია ბიტკოინის ფასის ნებისმიერ მოცემულობაში. გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც.
წლების განმავლობაში, საკმაოდ საიმედო სქემა ჩამოყალიბდა ბიტკოინის ფასების ისტორიის ფონზე. ყოველ ოთხ წელიწადში, ქსელი განიცდის ცვლილებას სახელწოდებით „განახევრება“(halving), სადაც მაინერების დამაჯილდოვებელი ახალი კრიპტო მონეტების მიწოდება განახევრდება. ეს აქამდე სამჯერ მოხდა. ბიტკოინის პირველი განახევრება იყო 2012, მეორე 2016 და მესამე კი 2020 წელს.
ბიტკოინმა ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია ყოველი განახევრების მოვლენის შემდეგ დაახლოებით ერთ წელიწადში. შემდეგ განახევრებიდან დაახლოებით 18 თვის თავზე ბეარ ბაზარი დადგა. კონსოლიდაციის პერიოდის შემდეგ ფასი კვლავ ავიდა მაღლა, შემდეგი განახევრების მოლოდინში რამაც დაიწყო ბიტკოინის ახალი ბულ მარკეტი.
ბიტკოინის ფასი 2009 წელს: დასაწყისი
2008 წლის 31 ოქტომბერს ანონიმურმა პირმა ან ჯგუფმა, რომელიც ცნობილია როგორც სატოში ნაკამოტო, გამოაქვეყნა ბიტკოინის თეთრი ფურცელი (whitepaper). ამ ნაშრომმა წარმოადგინა peer-to-peer ციფრული ფულადი სახსრების სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო განაწილებული წიგნის ტექნოლოგიის ახალ ფორმაზე, სახელად ბლოკჩეინი.
2009 წლის 3 იანვარს, ბიტკოინის ქსელი გააქტიურდა გენეზის ბლოკის მაინინგით, რამაც საშუალება მისცა ტრანზაქციების პირველ ჯგუფს დაეწყო ბლოკჩეინი. ეს ბლოკი შეიცავდა ტექსტურ ჩანაწერს, რომელიც ეწერა: „კანცლერი ბანკებისათვის მეორე დახმარების ზღვარზეა“(“Chancellor on Brink of Second Bailout for Banks.”). ეს ფრაზა მოხსენიებულია The London Times-ის სტატიაში 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შესახებ, როდესაც კომერციულმა ბანკებმა მიიღეს ტრილიონობით დახმარება ცენტრალური ბანკებისა და მთავრობებისაგან.
ამ და სხვა მიზეზების გამო ბევრი ეჭვობს, რომ ნაკამოტომ ბიტკოინი ნაწილობრივ მაინც იმ წლების მოვლენების საპასუხოდ შექმნა. ბიტკოინი არის დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, რომელიც გაიგზავნება Peer-to-peer ქსელის საშუალებით, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს და ორგანიზაციებს გვერდი აუარონ მემკვიდრეობით ფინანსურ ინსტიტუტებს.
ბიტკოინი ასევე არის პირველი მწირი ციფრული აქტივი, ფიქსირებული მიწოდების ლიმიტით 21 მილიონი. ამ მიზეზის გამო ზოგი მას "ციფრულ ოქროს" უწოდებს. ოქროს მსგავსად ბიტკოინებიც უნდა იყოს „მოპოვებული“ და არ შეიძლება შეიქმნას ჰაერიდან, როგორც მაგალითად ფიატი. მაინინგი მოიცავს რთული მათემატიკური ამოცანების გადაჭრას მოწინავე კომპიუტერების გამოყენებით. კომპიუტერები, რომლებიც ამ საქმეს აკეთებენ, ჯილდოს სახით იღებენ ახლად მოჭრილ მონეტებს.
ბიტკოინის ვადები და ბიტკოინის ფასების ისტორია დიდწილად ვითარდება განახევრების მოვლენის გარშემო, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება.
ბიტკოინის ფასი 2011 წელს: აფეთქება #1
ბიტკოინის ფასი 2011 წელს: 1$ – 30$
ბიტკოინის ფასი 2009 წელს ძლივს აღემატებოდა ნულს. ბიტკოინის რეალური მიღება დაახლოებით ორი წლის შემდეგ დაიწყო და ბიტკოინის ფასის მნიშვნელოვანი ზრდაც პირველად მოხდა.
2011 წელს Electronic Frontier Foundation -მა (EFF) BTC მიიღო შემოწირულობების ფორმით რამოდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა სწრაფადვე შეცვალა ეს გადაწყვეტილება, ვირტუალური ვალუტების სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობის გამო.
2011 წლის თებერვალში BTC გახდა 1.00$, ამ დროს მან პირველად მიაღწია პარიტეტს აშშ დოლართან. თვეების შემდეგ BTC-ის ფასი უკვე 10 დოლარი იყო და ამის შემდეგ სწრაფადვე აიწია 30 დოლარამდე Mt. Gox-ის ბირჟაზე. ბიტკოინი 100-ჯერ გაიზარდა ვიდრე იყო იმავე წლის საწყისი ფასი, დაახლოებით 0.30$.
წლის ბოლოსათვის ბიტკოინის ფასი 5 დოლარზე ნაკლები იყო. ზუსტად ვერავინ იტყვის რატომ გაუფასურდა იგი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტექნოლოგია ასე ახალი იყო. მაგრამ რეკორდული მწვერვალებიდან 80%-90%-იანი კორექციის ნიმუში კვლავ განმეორდება, მაშინაც კი, როცა ბიტკოინის ლიკვიდობა გაცილებით მეტი იქნება.
ბიტკოინის ფასი 2013 წელს: გადამწყვეტი წელი
ბიტკოინის ფასი 2013 წელს: 13$- $1,100$
2013 წელს EFF-მა კვლავ დაიწყო ბიტკოინის მიღება და ეს იყო ყველაზე ძლიერი წელი ბიტკოინის ფასების ისტორიაში პროცენტული მოგების თვალსაზრისით. კრიპტოვალუტამ 6600%-იანი ზრდა დააფიქსირა. წლის დასაწყისში 13 დოლარიდან დაწყებული ბიტკოინის ფასი აპრილში თითქმის 250 დოლარამდე გაიზარდა, სანამ 50%-იანი კორექცია მოვიდა. ფასი კონსოლიდირებული იყო დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში იმავე წლის ნოემბერსა და დეკემბერში მორიგ ისტორიულ რალიმდე, როდესაც ფასმა პიკს მიაღწია 1,100$-მდე. ამ კურსზე ბიტკოინის საბაზრო კაპიტალმა არსებობის მანძილზე პირველად 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მსოფლიოში პირველი ბიტკოინის ბანკომატიც მაშინ დამონტაჟდა ვანკუვერში, რომელიც ხალხს საშუალებას აძლევდა ნაღდი ფულის კრიპტოდ გარდაექმნა. მას შემდეგ სამ წელზე მეტი გავიდა სანამ ბიტკოინის ფასი კვლავ $1000-ს მიაღწევდა. ბიტკოინის ფასი 2013 წელს დაეცა მინუს 85%-მდე მისი რეკორდული პიკიდან.
ბიტკოინის ფასი 2017 წელს: აფეთქება #2
ბიტკოინის ფასი 2017 წელს: 1,100$ – 20,000$
ბიტკოინის ფასმა 2017 წელს იანვარში 1100 დოლარის ზღვარი დაარღვია, რაც იმ დროისათვის აქტივის ახალი რეკორდული მაჩვენებელი იყო. დეკემბრისათვის ფასი თითქმის 20000$-მდე გაიზარდა, ეს არის 20-ჯერ ზრდა 12 თვეზე ნაკლებ დროში.
2013 წლის ფასების ზრდის მსგავსად 2017 წლის რალი განახევრებიდან ერთი წლის შემდეგ მოხდა. ამ დროისთვის განსხვავებული იყო ის, რომ ფართო საზოგადოებამ უფრო მეტად გაიცნო კრიპტოვალუტა. საინფორმაციო გამოშვებებმა დაიწყეს ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების შესახებ ისტორიების გაშუქება. ფასების ეს ზრდა დიდწილად განაპირობეს საცალო ინვესტორებმა, რომლებიც პირველად შევიდნენ ბაზარზე.
ბიტკოინის შესახებ მოსაზრებები მერყეობდა: დაწყებული ფიქრიდან, რომ ეს იყო თაღლითობა, დამთავრებული რწმენით, რომ ეს იყო ყველაზე დიდი რამ რასაც ოდესმე უარსებია. მორწმუნეთათვის ეს იყო შესაძლებლობა ესწავლათ ბიტკოინში ინვესტირება.
2021 წლის აგვისტოში ბიტკოინის ფასი 46000$-ის ფარგლებში მერყეობდა. ეს არის დაახლოებით 23%-ით ნაკლები ცოტა ხნით ადრე ასული 60000$-დან.
ბიტკოინის ჰაშ რეითი, ფაქტორი, რომელზეც გარკვეული მოლოდინი იყო დამყარებული ფასის ცვლილებისათვის, შემცირდა ცოტა ხნის წინ. ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩინეთმა აიძულა თავისი მოქალაქეები დაეხურათ ბიტკოინის მაინინგის ფერმები. ქვეყანა ადრე მოიცავდა ქსელის მაინინგ კვანძების მნიშვნელოვან ნაწილს. შედეგად, ამ კომპიუტერებს მოუწიათ ოფლაინში გადასვლა, სანამ მათი ოპერატორები ეძებენ უფრო მეგობრულ იურისდიქციას, სადაც ამ ბიზნესის კეთება იქნება შესაძლებელი. ბევრი თვლის, რომ მაინინგის სიმძლავრის ეს შემცირება არის ბიტკოინის ფასზე მოქმედი (რომელიც ჯერ კიდევ 200%-ზე მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო) მთავარი ფაქტორი. პოლიტიკოსები და მარეგულირებლები ასევე გამოვიდნენ ანტიკრიპტოვალუტის რიტორიკით 2021 წელს და ხელი შეუწყვეს იმ ზოგად გარემოს, რომელსაც კრიპტო დამცველები მოიხსენიებენ ტერმინით FUD (შიში, გაურკვევლობა, ეჭვი).
ბიტკოინის ფასის ისტორიის ნებისმიერი განხილვა არასრული იქნება “მარაგიდან ნაკადის მოდელის” (Stock-to-Flow) ხსენების გარეშე. ეს არის ანონიმური ტრეიდერის მიერ შექმნილი მოდელი, რომელიც ცნობილია როგორც "გეგმა B".
არსებობს მრავალი განსხვავებული შეფასების მოდელი აქციებისათვის - დივიდენდის დისქაუნთის მოდელი, დისქაუნთირებული ფულადი ნაკადების მოდელი და სხვა. Stock-to-flow აპირებს შეაფასოს ისეთი მწირი საქონლის ფასი, როგორიცაა ბიტკოინი.
ძირითადი იდეა არის ის, რომ იმის გამო, რომ ბიტკოინების ახალი მიწოდება ონლაინ რეჟიმში რჩება და მცირდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ფასი შესაბამისად რეაგირებს გარკვეულ დიაპაზონში, თუ ვივარაუდებთ, რომ მოთხოვნა მუდმივი დარჩება ან იზრდება.
ჯერჯერობით “მარაგიდან ნაკადამდე მოდელი” წარმოუდგენლად ზუსტი აღმოჩნდა ყველა მოკლე დროში, გარდა რამოდენიმე შემთხვევისა. სტატიის წერის დროს ბიტკოინის ფასი რჩება იქ, სადაც მოდელი ამბობს, რომ უნდა იყოს. ეს მხოლოდ ორჯერ მოხდა - ერთხელ 2015 წელს და კიდევ ერთხელ 2018 წლის ბოლოს 2019 წლის დასაწყისში.
თუ ბიტკოინი განაგრძობს ზრდას იმ ტემპის თუნდაც მცირე ნაწილით, რაც მას აქვს ბოლო 12 წლის განმავლობაში, გრძელვადიანი კრიპტო ინვესტორების მოგება გადააჭარბებს სხვა აქტივების კლასებს. თუ მარაგიდან ნაკადის მოდელი ზუსტი დარჩება, მაშინ ბიტკოინი უახლოეს მომავალში აუცილებლად მიაღწევს და გადალახავს 100,000$ ნიშნულს.