Ripple(XRP) vs SEC
Ripple SEC-ის წინააღმდეგ: შესაძლებელია თუ არა რომ სასამართლო პროცესი კრიპტოკომპანიის სასარგებლოდ დასრულდეს?
კრიპტოკომპანია Ripple, რომელიც ასევე წარმოადგენს კრიპტო ვალუტა XRP-ს ემინენტს, 31 აგვისტოს კვლავ შეხვდა აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიას (U.S. Securities and Exchange Company) წარმომადგენლებს სასამართლოში. სხდომის მიმდინარეობისას განსახილველი მთავარი საკითხი SEC -ის დელიკატური პროცესის პრივილეგიაზე (DPP) გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მოსამართლე სარა ნეტბერნის პოზიცია , იმ შემთხვევაში თუ ის მხარს დაუჭერს Ripple- ს , SEC იძულებული გახდება გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს გახმაურებულ საქმეში, მის შედეგს კი ყურადღებით აკვირდება სრული კრიპტო ინდუსტრია. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, გავიხსენოთ, Ripple-სა და SEC -ს შორის არსებული სამართალწარმოების ძირითადი ასპექტები და განვსაზღვროთ თუ რა სახით შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
როგორ დაიწყო Ripple-ს სასამართლო დავა SEC- თან?
გასული წლის 22 დეკემბერს აშშ- ს ფასიანი ქაღალდების კომისიამ ( SEC) ოფიციალურად დაადანაშაულა Ripple Labs Inc., ისევე როგორც მისი ხელმძღვანელობა , თანადამფუძნებელი კრის ლარსენი და აღმასრულებელი დირექტორი ბრედ გარლინგჰაუსი XRP -ის კრიპტო მონეტის საფარქვეშ ფასიანი ქაღალდების უკანონო გაყიდვაში, 1,3 $ მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფარგლებში.
კრიპტო ბაზრის მთავარმა ფინანსურმა მარეგულირებელმა განაცხადა, რომ 2013 წლიდან Ripple ყიდის XRP-ს ინვესტორებზე, რომლის საშუალებითაც უკანონოდ ზრდის კომპანიის კაპიტალს, ბიზნესის დასაფინანსებლად. უფრო მეტიც, SEC მიიჩნევს, რომ ლარსენმა და გარლინგჰაუსმა გაყიდეს დაახლოებით 600$ მილიონი დოლარის ღირებილების მონეტები საკუთარი მიზნებისათვის. აგრეთვე, რამდენიმე მილიარდის ღირებულების XRP, გადანაწილდა კომპანიის მხრიდან, როგორ გადახდის საშუალება თანამშრომლებისათვის. SEC მოითხოვს, რომ აუცილებელია სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება XRP - ის სამომავლო გაყიდვის აკრძალვის შესახებ, აგრეთვე, ჩამოართვას კომპანია Ripple- ს უკანონოდ მიღებული შემოსავლები , პროცენტის დამატებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური მარეგულირებლის აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ აღმოჩნდა ბლოკჩეინ- პროექტისათვის სან-ფრანცისკოდან. ოფიციალურ ბრალდებამდე, რამოდენიმე დღით ადრე, ბრედ გარლინგჰაუსმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან იცოდა ფინანსური მარეგულირებლის გეგმების შესახებ. Ripple - ს აღმასრულებელმა დირექტორმა SEC - ს სარჩელს შეტევა უწოდა არა მხოლოდ კრიპტო ინდუსტრიაზე, არამედ ყველა არსებულ ამერიკულ ინოვაციაზე და ასევე განაცხადა, რომ Ripple ბრძოლის გარეშე დანებებას არ აპირებს.
იმის მიუხედავად, რომ SEC- ის სარჩელის შედეგად ჯერ არ დადგენილა მარეგულირებლის სიმართლე, XRP- ის მოქმედებების შეფასებისას, სამართალწარმოების დაწყების შემდგომ, მრავალმა კრიპტო ბირჟამ მიიღო გადაწყვეტილება წაეშალათ აღნიშნული ციფრული აქტივი საკუთარი სიიდან. მაგალითად, 2020 წლის დეკემბრის თვეში აღნიშნული კრიპტო ვალუტით ვაჭრობა შეწყვიტეს ისეთმა სავაჭრო პლატფორმებმა როგორიცაა: OSL, Beaxy და CrossTower.
ამავდროულად, XRP-ის მისამართით მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ განაცხადა კრიპტო ფონდმა Bitwise Asset Management- მა. მათ გაყიდეს საკუთარი პოზიციები კრიპტო ვალუტაში და გამორიცხეს იგი Bitwise 10 კრიპტო ინდექსის ფონდიდად. კომპანიის მაგალითს ასევე მიყვა, სავაჭრო პლატფორმა Jump Trading და Galaxy Digital.
რიპლის პასუხი:
29 დეკემბერს Ripple-მა ოფიციალური პასუხი გასცა SEC- ის ბრალდებებს , სადაც მათ დაუსაბუთებელი უწოდა, და ასევე ხაზი გაუსვა, რომ მარეგულირებლის პრეტენზიები პოლიტიკურად მოტივირებულია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ფინანსური მარეგულირებლის ქმედებებმა ზიანი მიაყენა , “ უთვალავ უდანაშაულო XRP - ის მონეტის მფლობელს”, რომელთაც არანაირი საერთო არ აქვთ თვით პროექტთან.
კომპანიამ დარწმუნებით თქვა, რომ SEC - ის პოზიცია გავლენას ვერ მოახდენს მათ საქმიანობაზე, ასევე გამოხატეს სრული მზადყოფნა ითანამშრომლონ ფინანსურ მარეგულირებელთან.
გასული წლის ბოლოს, ამან გამოიწვია XRP- ის შეთავაზებების თითქმის 50% ით ზრდა.
Ripple-ს ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე უმსხვილესმა ამერიკულმა რეგულირებადმა კრიპტო ვალუტის ბირჟამ Coinbase-მა შეწყვიტა XRP- ის მხარდაჭერა, რამაც გამოიწვია კრიპტო ვალუტის ღირებულების 0,17 ცენტამდე დაცემა.
წინასასამართლო სხდომები Ripple- ის და SEC- ის საქმეში 2021 წლის თებერვალს იყო ჩანიშნული. 15 თებერვლამდე მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გადაეგზავნათ სასარჩელო მოთხოვნის უკან წაღების ან აღიარების შესახებ, თუმცა, როგორც ახლა, მაშინ არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეს არ სურდათ დათმობებზე წასვლა. ამავდროულად გარლინგჰაუსმა დაწერა საკუთარ Twitter- ზე, რომ კომპანია უშედეგოდ ცდილობდა SEC - თან შეთანხმებას.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში შედიოდა, მსხვილი კომპანიები განაგრძობდნენ უარის თქმას Ripple- თან თანამშრომბლობაზე. მაგალითად, მარტის თვეში ფულადი გადარიცხვების სერვისმა MoneyGram შეწყვიტა თანამშრომლობა ბლოკჩეინ- წამოწყებასთან, რაც შემდგომ აიხსნა კრიპტო ვალუტების რეგულირების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობით.
თუმცა, უკვე მიმდინარე წლის აპრილის თვეში მოსამართლემ მიიღო პირველი დადებითი გადაწყვეტილება Ripple-ს მხარდამჭერებისთვის , მან უფლება მისცა კომპანიას SEC - ის შიდა გამოყენების დოკუმენტებზე წვდომაზე. კომპანია იმედოვნებდა, რომ მოიპოვებდა მტკიცებულებებს, სადაც წარსულში მარეგულირებელი ორგანო აღნიშნავდა XRP- ს, როგორც ციფრულ ვალუტას და არა ფასიან ქაღალდს. ამ მოვლენის ფონზე, ალტკოინის ფასი პირველას სამი წლის მანძილზე 1.1$ დოლარამდე გაიზარდა.
კომპანიაში უკვე დაიწყეს ფიქრი, თუ რას გააკეთებენ ფინანსურ მარეგულირებელთან სასამართლოში გამარჯვების შემდეგ. ამასობაში, SBIGroup- ის ფინანსურმა დირექტორმა იოსიტაკა კიტაომ განაცხადა ერთ- ერთ ინტერვიუში, რომ ბლოკჩეინ-პროექტი რომელიც მისი ორგანიზაციის პარტნიორია, გეგმავს გახდეს საჯარო კომპანია სასამართლოში პროცესის დასრულდების შემდგომ.
ამავდროულად, Ripple-მა გამაცხადა, ახალი თანამშრომლების აყვანის შესახებ. კერძოდ, აშშ-ს ყოფილი მთავარი ხაზინადარი, როზა გუმატატაო რიოსი, შეუერთდა კომპანიის დირექტორთა საბჭოს. ასევე, ფინანსური დირექტორის თანამდებობა დაიკავა, GreenDot- ის ყოფილმა თანამშრომელმა კრისტინა კემპბელმა.
Ripple-ს შანსები მოიგოს საქმე SEC- ის წინააღმდეგ.
ვლისის შუა რიცხვებში, ამერიკულმა სასამართლომ უარყო SEC- ის შუამდგომლობა, SEC - ის კორპორატიული ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის უილიამ ჰინმანის ჩვენების არ მიცემის შესაძლებლობის შესახებ, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. აღნიშნული პირი, 2018 წელს ამტკიცებდა, რომ ეთერიუმი, შეუძლებელია ჩაითვალოს ფასიან ქაღალდად.
ახლა, იმ შემთხვევაში თუ ფინანსური მარეგულირებელი არ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, Ripple-ს შეეძლება გამოიყენოს ჰინმანის ჩვენება თავის სასარგებლოდ.
მაგალითად, კომპანია შეძლებს დაავალდებულოს ყოფილი თანამდებობის პირი, რომ მან ახსნას საკუთარი სიტყვები ETH-ის შესახებ და გამოიყენოს ეს ინფორმაცია XRP- ის სასარგებლოდ.
Ripple-ს კიდევ ერთი “კოზირი” ფინანსურ მარგულირებელთან მიმართებით იყო პეტიცია, რომელშიც კომპანიის წარმომადგენლები მოითხოვდნენ SEC-ის ბრალდებების დასრულებას გამოუცხადებლობის და დაუსაბუთებლობის ჭრილში. ბლოკჩეინ-პროექტის ინიცირების დამცველებმა და სასამართლოში წარმომადგენელმა იურისტებმა განმარტეს, რომ მარეგულირებლის პოზიცია მხოლოდ კრიპტო ვალუტების ირგვლივ არსებული გაურკვევლობის ანარეკლია. ასევე, კომისიამ ვერ დაამტკიცა, რომ ბრალდებულები ინფორმირებულნი იყვნენ გაყიდვების დაწყებამდე XRP ტოკენების რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ.
კომპანიის ადვოკატი ჯეიმს ფილანი მუშაობს SEC ის თანამშრომლების XRP -ის თანამშრომლებთან გარიგების არსებობის გამჟღავნებასთან დაკავშირებით. სასამართლოში შეტანილ იქნა შუამდგომლობა Ripple- ს სახელით და დაკმაყოფილების შემთხვევაში , SEC იძულებული იქნება გაამჟავნოს მარეგულირებლის შიდა პოლიტიკა, კრიპტო ვალუტით ვაჭრობასთან დაკავშირებით. ასე რომ, იმ შემთხვევაში თუ SEC - ის თანამშრომლებს თავისუფლად შეეძლოთ XRP- ით და სხვა კრიპტო მონეტებით ვაჭრობა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ , მარეგულირებელი ორგანო მათ არ განიხილავდა როგორც ფასიან ქაღალდებს. კომისიაში მოქმედებს დიდი ხნის წესი, რომელიც კრძალავს მსგავსი აქტივებით ვაჭრონას. სასამართლომ SEC- ს 3 სექტემბრამდე მისცა დრო რომ ეპასუხა ამ შუამდგომლობისათვის.
კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი სხდომა გაიმართა 31 აგვისტოს, რომლის ფარგლებშიც მოსამართლე ნეტბერნს, SEC- ის დელიკატური პროცესის პრივილეგიის ( DPP) შესახებ უნდა ემსჯელა. აღნიშნული პრივილეგია მარეგულირებელს ანიჭებს უფლებამოსილებას არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, დოკუმენტები ან ჩვენებები, რომლებიც შეიძლება კონფიდენციალურად ჩაითვალოს.
აღნიშნული უფლებით სარგებლობა SEC- ს მიანიჭებს უფლებამოსილებას არ უპასუხოს Ripple-ს მოთხოვნას იმის შესახებ თვლის თუ არა მარეგულირებელი ორგანო, რომ Ethereum არის ფასიანი ქაღალდი, რამდენადაც XRP მიეკუთვნება იმავე აქტივების კლასს, რომელსაც Eth, აღნიშნული ინფორმაცია იქნება გადამწყვეტი აღნიშნული საქმის მათ სასარგებლოდ დასასრულებლად.
Ripple-სა და SEC-ს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესის მნიშვნელობა კრიპტო ბაზრისთვის.
Ripple- სა და SEC-ს შორის არსებული სასამართლო პროცესი არ არის პრეცენდენტული მხოლოდ, კრიპტო კომპანიისთვის. მას აქვს დიდი მნიშვმელობა, მთლიანი კრიპტო ინვესტორებისათვის. რამდენადაც, თუ SEC სასამართლოში დაამტკიცებს, რომ XRP წარმოადგენს ფასიან ქაღალდს, მარეგულირებელ ორგანოს შეეძლება მსგავსი ბრალდებები წაუყენოს პრაქტიკულად არსებულ, ნებისმიერ ბლოკჩეინ-პროექტს, რომელმაც მოიპოვა სახსრები ICO( მონეტების საწყისი შეთავაზება) დროს.
ამავე დროს,თუ სან- ფრანცისკოს კომპანიის უდანაშაულობა დადასტურდება ის უზრუნველყოფს “ დამოკლეს მახვილის” მოხსნას უამრავი ბლოკჩეინ პროექტისათვის.