სიახლეები
September 23, 2021

SEC- ის თავმჯდომარემ კვლავ გააკრიტიკა კრიპტო ვალუტები.

• გერი გენსლერის აზრით, კრიპტო ვალუტები მაღალი სპეკულაციური კლასის აქტივებს განეკუთვნება.

• SEC-ის თავმჯდომარე თვლის, რომ მონეტების დიდი ნაწილი ფასიან ქაღალდებს მიეკუთვნება და სამომავლოდ დაექვემდებარება რეგულირებას.

• გენსლერმა განაცხადა, რომ კერძო ფულს მომავალი არ გააჩნია.

Washington Post-თან ინტერვიუს დროს აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის თავმჯდომარე სხვა საკითხების განხილვასთან ერთად კრიპტო ბაზრის რეგულირებას და სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხო.

ამასთანავე, გერი გენსლერმა ისაუბრა ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელობის შესახებ და განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგია ( ბლოკჩეინი) ძალიან საინტერესოა. ის უბიძგებს მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს განახორციელონ გადახდის სისტემის ფუნქციური გადახედვა და გამართვა.

დამატებითი განხილვის დროს თუ რომელი მონეტები ხვდება , SEC-ის ინტერესის სფეროში, გენსლერმა არ დააკონკრეტა პრინციპები, რომელთან დახმარებითაც განსაზღვრავს კომისია, ითვლება თუ არა აქტივი ფასიან ქაღალდად, თუმცა აღნიშნა რომ მონეტების უმრავლესობა ერთიანდება ამ კატეგორიაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბირჟა, რომელიც ახორციელებს ოპერაციებს ფასიან ქაღალდებთან და მონეტებთან დაკავშირებით, ვალდებული იქნენა გაიაროს რეგისტრაცია რეგულატორთან.

გენსლერის თქმით, “ SEC-ს გააჩნია ფართო უფლებამოსილება ფასიანი ქაღალდების განსაზღვრისას. ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ ნებისმიერი აქტივი ამ კატეგორიაში, მათ შორის მონეტების უმრავლესობა, რომელთან გააჩნიათ საინვესტიციო ხელშეკრულების ნიშნების, აქტივების და ობლიგაციების მახასიათებლები. მნიშვნელოვანია იმ სავაჭრო პლატფორმების მოწესრიგება, სადაც ხდება აღნიშნული აქტივებით ვაჭრობა”