პოლკადოტი DOT
პოლკადოტი (Polkadot) არის პროექტი, რომელიც შექმნილია ეთერიუმის თანადამფუძნებლის გევინ ვუდის მიერ, რათა უნივერსალურ ქსელში ერთმანეთისთვის დაეკავშირებინა სხვადასხვა ბლოკჩეინები. პროექტი იყენებს proof-of-stake (POS) მექანიზმს და თავის dot მონეტას.
პროექტი დაარსებულია Web3 Foundation-ის მიერ და ორიენტირებულია ინტერნეტის შემდეგ ეტაპზე, სახელწოდებით Web 3.0, რომელშიც მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
სანამ პროექტის დეტალებს ჩავუღრმავდებით, უნდა ვისაუბროთ ბლოკჩეინის მნიშვნელობის შესახებ. ეს ტექნოლოგია პოპულარობას იძენს ბიტკოინის გაჩენის შემდეგ და ახლა აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში. მსოფლიოში გაჩნდა დიდი რაოდენობით ბლოკჩეინები, რომლებიც ინახავს უსასრულო რაოდენობის მონაცემებს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა და ერთად მოქმედება.
მრავალი ბლოკჩეინიდან მონაცემების გაერთიანების ხელსაწყოს შექმნით დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან ახალი ეფექტური პროდუქტები. ასეთი კავშირის შექმნის მცდელობა უკვე რამდენჯერმე ყოფილა. ჩვენ ვსაუბრობთ ხიდებზე, რომლებიც აკავშირებენ ცალკეულ ბლოკჩეინს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ასობით და ათასობით სხვადასხვა ბლოკჩეინის დაკავშირება.
პოლკადოტის დეველოპერები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ შეუძლიათ შექმნან უნივერსალური და მოსახერხებელი გადაჭრა ამ საკითხისა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ყველა ბლოკჩეინის გაერთიანება ერთ სისტემაში.
რა არის პოლკადოტი?
პოლკადოტი არის ღია კოდის პროტოკოლი, რომელიც აკავშირებს განსხვავებულ ბლოკჩეინებს (parachain) საერთო ჯაჭვში (reley chain).
თავად ტექნოლოგია გვახსენებს იმას, რასაც აკეთებს ეთერიუმი სახელწოდებით "ETH 2.0", რომელი განახლებაც გამოჩნდება ეტაპობრივად 2021 წელს.
ამის გამო პოლკადოტი ხშირად შედარებულია ეთერიუმთან და მათი DOT და ETH სიმბოლოების ღირებულება ხშირად კორელაციაშია. ამრიგად, Eth- ის მაღალი საკომისიოების დროს DOT-ისღირებულება სწრაფად იზრდება, ხოლო ეთერიუმის განახლების გამოცხადების შემდეგ, რომელიც გადაიჭრება მაღალი საკომისიოს პრობლემა, DOT– ის ღირებულება მკვეთრად ეცემა.
თუმცა დავუბრუნდეთ დოტის ტექნოლოგიას. მოდით შევხედოთ ამ პროტოკოლის უპირატესობებს იმ ყველა პუნქტის თვალსაზრისით, რასაც ბლოკჩეინის პროექტები ამჟამად აწყდება.
პოლკადოტის უპირატესობები
ეთერიუმი ახლახანს წააწყდა პრობლემებს, როდესაც დავინახეთ ტრანზაქციების ნელი დამუშავება და მაღალი საკომისიოები, რომელიც ზოგჯერ აჭარბებდა 15 დოლარს თითო გადარიცხვაზე. პოლკადოტი მუშაობს მრავალ ბლოკჩეინთან, ამიტომაც ეს დატვირთვა შესაძლოა გადანაწილდეს ცალკეულ ქსელებში. ეს ელეგანტური გადაწყვეტა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მთავარი პრობლემა, რომელსაც ახლა ბლოკჩეინის ყველა დეველოპერი აწყდება.
პოლკადოტის ეკოსისტემაში შემავალ თითოეულ პროექტს შეუძლია შექმნას საკუთარი ბლოკჩეინი თავისი მოქნილი პარამეტრებით. ამავდროულად, პროექტებს მარტივად შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა, მიუხედავად მათი ბლოკჩეინის სტრუქტურისა.
ვინაიდან პოლკადოტი შექმნილია სხვადასხვა ბლოკჩეინის ურთიერთქმედების მიზნით, პროექტი განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს ამ საკითხზე. თუ ადრე ხიდების შექმნა იყო შრომატევადი პროექტი შესაძლო შეცდომებით, მაშინ პოლკადოტის შემდგომი განვითარება გაამარტივებს ახალი პროექტების შექმნას.
ცალკეული ბლოკჩეინები საერთო ქსელში ადვილად განახლებადია. პოლკადოტის ეკოსისტემაში პროექტებს არ სჭირდება ჰარდ ფორკი, რაც ზოგჯერ დიდ პრობლემად იქცევა ხოლმე სხვადასხვა პროექტებისათვის.
რისთვის არის DOT მონეტა?
DOT არის პოლკადოტის სისტემის მონეტა, რომელიც მუშაობს ETH-ის მსგავსად. მონეტა გამოიყენება პოლკადოტის პლატფორმის სამართავად, რაც მფლობელს საშუალებას აძლევს ხმა მისცეს პროექტის განვითარებას, საკომისიოს ოდენობის ჩათვლით. ასევე, მონეტა გამოიყენება კონსესუსით საკუთარ ქსელში, ვინაიდან პოლკადოტი იყენებს “nominated proof of stake“ მექანიზმს (უფრო ზუსტად, NPoS).
მონეტების მაქსიმალური რაოდენობა 1 მილიარდი DOT ტოკენია, საიდანაც ამჟამად მიმოქცევაშია 918 მილიონი. იგი ასევე გამოიყენება ახალი ჯაჭვების შესაქმნელად, რაც ნიშნავს, რომ ის საჭიროა ყველა პროექტისთვის, რომელიც შედის პოლკადოტის ეკოსისტემაში.
DOT მონეტის კურსი
მათემატიკური მოდელის მიხედვით, DOT ტოკენის ღირებულება სწრაფად გაიზრდება. 2021 წლის შუა რიცხვებისთვის მას შეუძლია მიაღწიოს 150 დოლარს, ხოლო წლის ბოლოსთვის 367 დოლარს გადააჭარბოს. 2022 წელს ზრდის ტემპი შენელდება და წლის ბოლომდე შესაძლოა 492 დოლარს მიუახლოვდეს. მომდევნო წლებში ფასი შეიძლება მერყეობდეს 467$ - 538$ შორის.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მათემატიკური მოდელები არ მუშაობს კრიპტოვალუტის ინდუსტრიაზე, იდეოლოგიური ლიდერების მაღალი გავლენის, სამართლებრივი პრობლემების და ბაზრის ზოგადი არასტაბილურობის გამო.
ყოველ შემთხვევაში, DOT მონეტებით შეგიძლიათ ეფექტურად ივაჭროთ, შეინახოთ მომავლისთვის (HODL!) ან მიიღოთ პასიური შემოსავალი Binance Earn-ის მეშვეობით.
ეკოსისტემა
პოლკადოტის ეკოსისტემის მთლიანი კაპიტალი ამ მომენტში შეფასებულია 49,87 მილიარდ დოლარად. ყველაზე დიდი პროექტები, გარდა თავად Polkadot-ისა, არის Chainlink (LINK), Kusama (KSM), Reef (REEF), Polkastarter (POLS), Litentry (LIT), Akropolis (AKRO), Ocean Protocol (OCEAN) და სხვა.
Kusama(ksm) შეიქმნა იმავე გუნდის მიერ, როგორც საცდელი პროექტი. დაბალი საკომისიოს გამო, Kusama გამოიყენება დეველოპერების მიერ მათი პროექტების შესამოწმებლად პილკადოტში შესვლამდე, ხოლო ზოგიერთი პროდუქტი რჩება კუსამაში. ამ პროექტის KSM ტოკენი არის TOP40-ში კაპიტალიზაციის თვალსაზრისით ყველა კრიპტოვალუტას შორის.
Polkastarter (POLS) არის დეცენტრალიზებული ფონდების მოძიების პლატფორმა DOT ეკოსისტემის პროექტების დაფინანსებისათვის. POLS მონეტები გამოიყენება ახალ პროექტზე წინასწარი წვდომის მისაღებად, სანამ ფართო აუდიტორია არ გაიგებს მათ შესახებ.
Akropolis (AKRO) არის DeFi პროდუქტების განვითარების პროექტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი საკუთარი უნიკალური პროდუქტი დადასტურებულ პროტოკოლზე. შექმნილნი არიან ანასტასია ანდრიანოვა და ეკატერინა კურბანოვა. თავდაპირველად პროექტი შეიქმნა საპენსიო ფონდის პრობლემის გადასაჭრელად, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა დაეგროვებინათ თანხები, თუმცა 2020 წლის აგვისტოში პროექტმა შეიცვალა მიმართულება.
ChainLink (LINK) არის მონაცემთა დაცვის პლატფორმა რთული სმარტ კონტრაქტებისათვის. გამოიყენება ისეთი დიდი კომპანიების მიერ, როგორიცაა Google, Binance და Gartner.
პოლკადოტის პროექტის შემქმნელები
პროექტის შემქმნელები
Polkadot-ის ლიდერია დოქტორი გევინ ვუდი, Web3 Foundation-ის დირექტორი, Ethereum-ის თანადამფუძნებელი, Parity Technologies-ის შემქმნელი და Solidity პროგრამირების ენის შემქმნელი, რომელსაც ეფუძნება სმარტ კონტრაქტები. ასევე პროექტის დამფუძნებლები არიან რობერტ ჰაბერმაიერი და პიტერ ჩაბანი. რობერტ ჰაბერმაიერი ცნობილია, როგორც პიტერ ტიელის სახელობის სტიპენდიის მიმღები. რობერტი მუშაობს ბლოკჩეინზე და კრიპტოგრაფიაზე. პიტერ ჩაბანი არის Web3 Foundation-ის ტექნოლოგიების დირექტორი და მუშაობს ფინტექ პროექტებზე.
სად ვიყიდოთ DOT ტოკენი?
პოლკადოტი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პროექტად თანამედროვე კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში, რის გამოც მისი DOT ტოკენი დაფასებულია საზოგადოების მიერ. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დოტი ყველა ძირითად ბირჟაზე, მათ შორის Binance, Kraken, Poloniex და სხვა. მთლიანი კაპიტალიზაციის თვალსაზრისით, Polkadot იბრძვის TOP5 კრიპტოვალუტაში შესვლისთვის Cardano (ADA) და Tether (USDT) ერთად.