სიახლეები
November 21, 2021
აშშ დიდი რაონებობით კრიპტოვალუტის კონფისკაციას გეგმავს.
- აშშ-ს საგადასახადო ორგანოები 2022 წლიდან მრავალი მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტო ვალუტის კონფისკაციის დაწყებას გეგმავენ.
- Bloomberg-ის თანახმად, აშშ-ს საგადასახადო ორგანო IRS-მა შესაძლოა მოახდინოს მილიარდობით დოლარის ღირებულების კრიპტო ვალუტის კონფისკაცია, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო თაღლითობასა და სხვა დანაშაულებებთან.
- IRS-ის ყოველწლიური “კრიმინალური გამოძიების” ხუთშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად , IRS-მ 2021-ის ფისკალური პერიოდში $3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტო ვალუტის კონფისკაცია მოახდინა, რაც წელს საგადასახადო ორგანოების მიერ ჩამორთმეული აქტივების 93%-ს შეადგენს.
- “მოველით, რომ აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება 2022 წელს, რადგან ვხედავთ, რომ მრავალი კრიპტო ვალუტა არის ჩართული დანაშაულში, ”- განაცხადა ჯიმ ლიმ, IRS-ის კრიმინალური გამოძიების ოფიცერმა.
- გასულ წელს, IRS-მა მილიარდობით დოლარის ღირებულების ვირტუალური ვალუტის კონფისკაცია მოახდინა, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულთან იყვნენ კავშირში. მათ შორისაა ჩამორთმეული $1 მილიარდი დოლარი, რომელიც მოიპარეს არალეგალური Silk Road ბირჟიდან. სამმართველომ ასევე გაასამართლა Microsoft Corp-ი რომლებიც იყენებდნენ კრიპტო ვალუტას კომპანიისგან მოპარული $10 მილიონი დოლარის დასამალად.
- სააგენტომ შეიძლება ასევე მიიღოს $80 მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსება, რომელიც დემოკრატებმა შესთავაზეს ბაიდენის Build Back Better გეგმის ფარგლებში, აღნიშნული შესაძლებელია ხუთშაბათს პალატის კენჭისყრით დამტკიცდეს.
- ლის განცხადებით,მის ქვედანაყოფს ესაჭიროება დამატებით თანხები, რათა სამუშაოდ აიყვანოს კიდევ 250-დან 300-მდე სპეციალური აგენტი და ინვესტირება მოახდინოს სისტემებში, რათა უკეთესად შეძლოს საკუთარი საქმიანობის განხორციელება კიბერდანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ.