Flow
Flow არის 1 დონის (L1) ბლოკჩეინი, რომელიც სპეციალიზირებულია NFT-ში ბლოკჩეინის არამომხმარებელთა აუდიტორიისათვის. იგი შექმნეს იმავე ადამიანებმა, რომლებმაც ეთერიუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკოლექციო თამაში, CryptoKitties. მას შემდეგ ამ გუნდმა ასევე გამოუშვა კიდევ ერთი ძალიან წარმატებული კრიპტოვალუტის დაგროვების აპლიკაცია.
ძირითადი ბრენდების კომბინირება წარმოადგენს Flow-ის ბაზარზე გასვლის სტრატეგიის ცენტრალურ ნაწილს. კომპანია ამჟამად გეგმავს პროდუქციის გამოშვებას რამდენიმე ცნობილი ბრენდის, მათ შორის კრიკეტზე ორიენტირებული ბაზრისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ Flow-ის ეკოსისტემა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არასაკმარისადაა განვითარებული, ჩვენ გვჯერა, რომ მას აქვს სიცოცხლისუნარიანი, გრძელვადიან პერსპექტივაში ღირებული იდეა და სწორად განვითარების შემთხვევაში იგი გახდება მეტად მნიშვნელოვანი პროექტი ეთერიუმის მხარდამხარ.
მონეტების მაქსიმალური რაოდენობა:
ამჟამად მიმოქცევაში: 311,855,353.
შესავალი
ეთერიუმის “მკვლელების” საქმე დღეს უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე, რადგან მისი ფასი $5000-ს უახლოვდება. მაღალი ფასი და შემცირებული მიწოდება ხალხს ალტერნატიული ვარიანტის მოძებნას აიძულებს გაზის მაღალი ღირებულების გამო.
Solana და Avalanche-მ ამ პრობლემას ეთერიუმზე პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფის (dApps) უფრო სწრაფი, იაფი ვარიანტების შეთავაზებით უპასუხეს. მათ უერთდებიან ეთერიუმის ეკოსისტემის ისეთი პროექტები როგორიც არის მაგალითად Aave - თავიანთი პროგრამული უზრუნველყოფის განსათავსებლად. თუმცა ეს მეტად რთული კონკურენციაა. მომხმარებლების თვალსაზრისით ახალი L1 და L2 აგებული პროექტებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს - ისინი სთავაზობენ DeFi-ს და NFT-ებს დაბალ ფასად.
ენა "Normie"
Flow არის ინჟინრების იდეა, რომლებმაც შექმნეს ფართოდ გამოყენებული NFT ტოკენის სტანდარტი და პირველი მართლაც პოპულარული თამაში ეთერიუმზე. ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ მათი პროექტი ფოკუსირებულია NFT-ებსა და თამაშებზე. თუმცა სხვა L1-ებისგან განსხვავებით, Flow ძირითად მიზნად ისახავს კრიპტოს არამომხმარებელთა აუდიტორიას. ეს პროექტის მარკეტინგული სტრატეგიიდან და მომხმარებლის გამოცდილებისადმი მიდგომიდან ჩანს.
პლატფორმის პირველი წარმატებული აპლიკაცია, NBA Top Shot შეიქმნა კალათბურთის მოყვარულებისათვის. საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ არცერთ სხვა ბლოკჩეინს არ გაუწევია კონკურენცია ამ აუდიტორიასთან. ეთერიუმთან შეჯიბრზე უარის თქმით და სრულიად განსხვავებულ დემოგრაფიაზე ფოკუსირებით Flow ქმნის სიცოცხლისუნარიან, გრძელვადიან სტრატეგიას.
მომხმარებელთა დიდი რაოდენობა Flow-ზე შემოვა არა კრიპტოვალუტის ან დიდების, არამედ იმის გამო, რომ ეს მათ საშუალებას მისცემს დაუკავშირდნენ ცნობილ ბრენდებს, რომლებიც მოსწონთ.
კრიკეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია. 2018 წლის გამოკითხვის თანახმად მსოფლიოში მილიარდზე მეტი კრიკეტის გულშემატკივარია. NBA Top Shot-ის მსგავსი, თუმცა კრიკეტზე ორიენტირებული აპლიკაციით Faze, Flow ამ დიდი აუდიტორიის ნაწილად იქცევა.
რეცეპტი მარტივია: გაყიდეთ კრიკეტის თემატური ვიდეოები და სურათები NFTs ფორმატში. ამან ძალიან კარგად იმუშავა NBA Top Shot-ისათვის. თუმცა ეს მხოლოდ პირველი ნაწილია იმისა, თუ რატომ მუშაობს Flow ასე კარგად.
მეორე ნაწილი არის მომხმარებლის ადაპტაცია. ბევრისათვის ტრადიციული ვებ და მობილური აპლიკაციების გამოყენებაც კი შეიძლება გამოწვევად იქცეს. 10-დან 8 მომხმარებელი წაშლის აპებს, რადგან ვერ მიხვდებიან თუ როგორ გამოიყენონ ისინი. სწორედ ამიტომ დეველოპერები დიდ ყურადღებას აქცევენ პროცესის რაც შეიძლება გამარტივებას.
ბლოკჩეინებს აქვთ დაკავშირების პრობლემები მათი თანდაყოლილი სისრულის გამო. როგორც წესი, L1-ით დასაწყებად აუცილებელია საფულე. შემდეგ თქვენ უნდა ჩაიწეროთ ორიგინალური ფრაზა. შემდეგ თქვენ უნდა ჩაწეროთ იგივე ფრაზა საფულეში, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენ ნამდვილად შეინახეთ სიტყვების სწორი კომბინაცია. და ბოლოს თქვენ უნდა შეიტანოთ თანხები თქვენს საფულეში, გადაიხადოთ პოტენციურად მნიშვნელოვანი საკომისიო და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ საბოლოოდ დაიწყოთ სერვისების გამოყენება.
Flow-ის დეველოპერებს ესმით ეს, რის გამოც მათ აქვთ ინტეგრირებული ადვილად გამოსაყენებელი ვებ საფულე, სახელწოდებით Blocto, რომელზე დარეგისტრირებაც მხოლოდ ელექტრონული ფოსტით არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ Blocto საფასურად სწირავს საკუთარ დეცენტრალიზაციას ახალი მომხმარებლების გამო, ის მაინც საშუალებას აძლევს უფრო მოწინავე მომხმარებლებს ჰქონდეთ ტრადიციულად "სრული" მმართველობა, როგორსაც ისინი მიეჩვივნენ სხვა L1-ებისგან.
Blocto-ს გარდა Flow-ს აქვს ინტეგრაცია ციფრული გადახდის ტრადიციულ პროვაიდერებთან. შედეგად მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ NFT საკრედიტო ან სადებეტო ბარათების გამოყენებით, რადგან ისინი ყიდულობენ სხვა პროდუქტებს ონლაინ რეჟიმში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ცენტრალიზაციის წერტილი, რომელიც თეორიულად მიუღებელია კრიპტოვალუტაში, ის ეხმარება ახალ მომხმარებლებს ტექნიკური პრობლემების გარეშე შეასრულონ ოპერაციები.
Flow შეიძლება იყოს საუკეთესო გზა ტრადიციული ბრენდების NFT-ებად და თამაშებად ქცევისათვის. ბრენდირებული აპლიკაციების საშუალებით ბრენდებისა და მომხმარებლების ჩართულობის გარდა Flow კიდევ უფრო აფართოებს თავის მზარდ ეკოსისტემას, რაც თავის მხრივ მეტად გააფართოვებს პროექტის მომხმარებელთა რიცხვს. ბოლო მონაცემების თანახმად Flow-ზე 600-ზე მეტი გუნდი მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ NFT-ები და თამაშები რჩება ყველაზე პოპულარულ მიმართულებებად Flow-ს დეველოპერებს შორის, ნელნელა აქ DeFi პროექტებიც იწყებს გაშვებას.
Flow-ის უნიკალურობა და ბაზარზე მიმართება აისახება მის მიდგომაში ეკოსისტემის განვითარებისადმი და Dapper Collectives-ის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში, სადაც პროექტის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ გუნდი შეეცდება დაეხმაროს ტრადიციულ web2 აპლიკაციებს გახდეს DAO.
DAO-ზე გადასვლა შესაძლოა სტარტაპის ადრეულ ეტაპებზე განხორციელდეს და მისმა ტოკენმა პროექტი დამატებითი კაპიტალით უზრუნველყოს სხვადასხვა ოპერაციების დასაფინანსებლად. Flow ეძებს თავის აუდიტორიას კრიპტოვალუტის სივრცის გარეთ. ზოგადად DAO იქმნება არსებულ პროდუქტში მენეჯმენტის ტოკენის შეყვანით და მისი გავრცელებით უკვე არსებულ მომხმარებლებზე.
Flow-ის სტრატეგია არის web2 მონაწილებისათვის ბლოკჩეინის უპირატესობების ჩვენება. სოლანას გუნდის მსგავსად Flow-ს გუნდს ესმის, რომ სინამდვილეში ეთერიუმის ძალის უმეტესი ნაწილი მისი საზოგადოებისა და ეკოსისტემის ქსელური ეფექტებიდან მოდის. სწორედ ამიტომ ცდილობს იგი დეველოპერების მოზიდვას და ჯერჯერობით შედეგები იმედისმომცემია.
2021 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე გუნდმა უმასპინძლა ჰაკათონს, რომელმაც 3500-ზე მეტი მონაწილე მიიზიდა. შედარებისთვის ბოლო L1 ჰაკათონის ლიდერმა, სოლანამ, დაახლოებით 5800 მონაწილე მიიზიდა, თუმცა ფლოუს საპრიზო ფონდი 10-ჯერ ნაკლები იყო ვიდრე სოლანასი. 2021 წლის 16 ნოემბერს Flow-ს მიმოქცევაში არსებული რაოდენობა გაიზარდა 72-დან 315 მილიონამდე. ეს პროცესი სავარაუდოდ ახლო პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედებს ტოკენის ფასზე.
დამატებითი ფაქტორი იყო ის, რომ პროექტის ადრეულ ეტაპზე CoinList-ზე ბევრი ტოკენი იყო შეძენილი 0,40 დოლარზე ნაკლებ ფასად. გამოშვების დროს ფასმა 12 დოლარს გადააჭარბა. ეს არის 30x მოგება.
მიუხედავად იმისა, რომ FLOW-მ განიცადა გადაყიდვა, ფასი სწრაფადვე დაბრუნდა CoinList-ის ფასზე 10-ჯერ ზემოთ. ეს მეტად გამამხნევებელია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად გაიზარდა მიწოდება. ამავდროულად გამოთვლებით წლიური ინფლაცია დაახლოებით 100% უნდა შეადგინოს.
რისკები
Flow-ს მთავარი რისკი ის არის, რომ მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიისა და ძალისხმევისა, პროექტი მაინც ვერ მოიპოვებს მნიშვნელოვან გამოყენებას NBA Top Shot-ის გარეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ეკოსისტემა აქტიურად ვითარდება, ის მაინც მცირეა და სხვა აპლიკაციებს თითქმის არ ჰყავს მომხმარებელი. L1-ებს შორის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდია ლიკვიდობის მოპოვების პროგრამების შემუშავება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის Flow-ს შესაძლო გზა, ეს არ არის ყველაზე ლოგიკური ვარიანტი იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი ორიენტირებულია NFT-ებზე და თამაშებზე.
დასკვნა
Flow არ არის უბრალოდ ეთერიუმის კიდევ ერთი “მკვლელი”, როგორც L1-ების უმეტესობა, იგი არ ცდილობს მხოლოდ სწრაფი და იაფი ტრანზაქციების შეთავაზებას კრიპტო ენთუზიასტებისათვის. ამის ნაცვლად პროექტი ყურადღებას ამახვილებს ბლოკჩეინის არამომხმარებელთა აუდიტორიაზე. ძირითადი ბრენდების ირგვლივ პროდუქტების შექმნით Flow ხდება სიცოცხლისუნარიანი იმ ადამიანებისათვის, რომელთაც შესაძლოა სურდათ NFT, თუმცა კომპლექსური ტექნოლოგიის გამო გადაიფიქრეს მათი შეძენა. განვითარების ბრენდები და მზარდი ეკოსისტემა კარგად არის განლაგებული მასშტაბურობისათვის. მთლიანობაში, Flow ერთ-ერთია იმ რამოდენიმე L1-დან, რომელსაც მნიშვნელოვანი სპეციალიზაცია და არატრივიალური ბაზარზე გასვლის სტრატეგია გააჩნია.