TonCoin TON
2018 წლის იანვარში, Telegram-მა პირველად გააჟღერა გეგმები ბლოკჩეინის პლატფორმის გაშვების შესახებ, სახელწოდებით Telegram Open Network. პროექტს ჰქონდა ამბიციები შეექმნა უსასრულოდ მასშტაბური ბლოკჩეინი, რომელიც ინტეგრირდებოდა Telegram-თან.
რამდენიმე თვის შემდეგ, Telegram-მა დაიწყო $Gram(თავდაპირველად ასე ეწოდა TON-ს) ტოკენის კერძო გაყიდვები, რომელიც უნდა ყოფილიყო Telegram Open Network-ის მთავარი აქტივი. იმისათვის, რომ ყოფილიყვნენ რეგულაციებთან შესაბამისობაში და თავიდან აეცილებინათ ტოკენის ფასიან ქაღალდად კლასიფიკაცია, $Gram-ს მხოლოდ აკრედიტებულ ინვესტორებს სთავაზობდნენ. კერძო გაყიდვამ დიდი ინტერესი გამოიწვია და 2018 წლის აპრილისთვის Telegram-მა მთლიანობაში $1,7 მილიარდი შეაგროვა. ამან ის გახადა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ტოკენი და მეორე $EOS-ის საწყისი შეთავაზების შემდეგ .
მიუხედავად Telegram-ის ძალისხმევისა, აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) სერიოზული შეშფოთება გამოთქვა $Gram ტოკენის გაყიდვის შესახებ. 18 თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, Telegram-მა და SEC-მა ვერ მიაღწიეს საერთო წერტილს.
SEC-ის დავა Telegram Open Network-ის წინააღმდეგ სასიკვდილო დარტყმა იყო პროექტისთვის. მართლაც, Telegram-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა პაველ დუროვმა 2020 წლის მაისში განაცხადა, რომ Telegram შეწყვეტს აქტიურ მონაწილეობას Telegram Open Network-ში.
თუმცა, იყვნენ დეველოპერები, რომლებმაც დაინახეს პოტენციალი ტექნოლოგიაში, რომელიც Telegram-მა შეიმუშავა მისი ბლოკჩეინ პლატფორმისთვის. მას შემდეგ, რაც Telegram-მა ოფიციალურად დატოვა პროექტი, დეველოპერებმა ანატოლი მაკოსოვმა და EmelyanenkoK-მა გამოუშვეს Newton - საზოგადოება, რომელიც გააგრძელებდა პროექტს ღია კოდის პრინციპებით. მათი გეგმა იყო გაეგრძელებინა პროექტის განვითარება იმ ხედვის შესასრულებლად, რომელიც აღწერილი იყო Telegram-ის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებულ Whitepaper-ში. 2021 წლის მაისში ნიუტონს ეწოდა TON Foundation. ბლოკჩეინის მშობლიურ კრიპტოვალუტას კი ეწოდა Toncoin .
საინტერესოა, რომ Telegram-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პაველ დუროვმა 2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში წარმატებები უსურვა Toncoin-ს და ბედნიერია, რომ სხვა დეველოპერები აგრძელებენ მუშაობას, რომელიც Telegram-მა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ დუროვი აშკარად არის პროექტის ფანი, უნდა განვმარტოთ, რომ Toncoin დამოუკიდებლად ვითარდება Telegram-ისგან.
პროექტმა დიდი სტიმული მიიღო 2022 წლის იანვარში, როდესაც ანდრეი როგოზოვი შეუერთდა TON Foundation-ს . როგოზოვი ადრე რუსული სოციალური მედიის გიგანტის VK-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო (რომელიც თავდაპირველად დუროვმა დააარსა). როგოზოვი ჯერ კიდევ VK-შია, თუმცა ის გეგმავს მრჩევლის პოზიციაზე გადასვლას, რადგან ის იწყებს მუშაობას TON Foundation-თან.
როგორ მუშაობს TON Blockchain?
მოდით გადავხედოთ რეალურად რას გვთავაზობს Toncoin და რაზე მუშაობს მისი დეველოპერების საზოგადოება.
TON Blockchain არის Proof-of-Stake ბლოკჩეინის პლატფორმა, რომელიც იყენებს სკალირების რამდენიმე ტექნოლოგიას, რათა გადაჭრას მასშტაბურობის პრობლემა.
TON ბლოკჩეინი რეალურად ფუნქციონირებს, როგორც ბლოკჩეინის კოლექცია. არსებობს მასტერჩეინი(MasterChain), რომელიც შეიცავს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ქსელის ფუნქციონირებისთვის. ეს მოიცავს ძირითადი პროტოკოლის პარამეტრებს, ვალიდატორების აქტიურ კომპლექტს, სამუშაო ჯაჭვების აქტიურ კომპლექტს, ასევე ბლოკების ჰეშებს, რომლებიც წარმოებული იქნა Workchains-ის და shardchains-ის მიერ.
ჭკვიანი კონტრაქტები(Smart Contracts) და ტრანზაქციები TON Blockchain ქსელში ხორციელდება სამუშაო ქსელებით(WorkChains). Workchain-ები უნდა აკმაყოფილებდნენ საბაზისო კრიტერიუმებს, რომლებიც საჭიროა სხვა სამუშაო ჯაჭვებთან ურთიერთთანამშრომლობისთვის, რომლებიც ქმნიან TON Blockchain-ს. თეორიულად, TON Blockchain-ის არქიტექტურა საშუალებას აძლევს მას მხარი დაუჭიროს 4 მილიარდზე მეტ workchain-ს. TON Blockchain ასევე ახორციელებს sharding-ს(მონაცემთა ბაზის დაყოფის ტიპი, რომელიც ჰყოფს დიდ მონაცემთა ბაზებს პატარა, სწრაფ, უფრო ადვილად მართვად ნაწილებად). Workchains ჯერ არ არის დანერგილი TON Blockchain-ში, თუმცა მათი განვითარება მიმდინარეობს.
TON Blockchain-ში Proof-of-Stake კონსენსუსი ხორციელდება ვალიდატორის კვანძებით. მიუხედავად იმისა, რომ ვალიდატორად გახდომა ყველასთვის ხელმისაწვდომია, ის მოითხოვს ტონკოინის დიდ რაოდენობას(600 000 $TON). ToinCoin-ის მფლობელებს შეუძლიათ იყვნენ ნომინატორები და თავიანთი მონეტები გადასცენ ვალიდატორს, რათა დაეხმარონ მათ საჭირო თანხის მიღწევაში. რა თქმა უნდა, ნომინატორებს უფლება აქვთ მიიღონ ჯილდოს ნაწილი, რომელიც შეგროვებულია ვალიდატორის მიერ, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ, ასე რომ, ეს წარმოადგენს გზას ნომინატორებისთვის, რომ პასიურად გაზარდონ თავიანთი $TON მონეტების რაოდენობა. Toncoin-ის მფლობელებს ასევე შეუძლიათ თავიანთი მონეტების დელეგირება oracle კვანძების ოპერატორებზე, რომლებიც ზედამხედველობენ TonCoin-ის სხვა ბლოკჩეინებთან გადაკავშირებას(bridging).
TON Blockchain ეკოსისტემა
TON Payments არის გადახდების პლატფორმა, რომელიც შთაგონებულია Lightning Network-ით. TON Payments-ის მთავარი იდეა არის ტრანზაქციების უზრუნველყოფა, რომლებიც საკმარისად ეფექტურია მიკროგადახდების სიცოცხლისუნარიანობისთვის. TON-ის ბლოკჩეინზე დანახარჯებისა და დატვირთვის შესამცირებლად, გადახდები ხდება ჯაჭვის გარეშე, მაგრამ მონაწილეთა საბოლოო ნაშთები საბოლოოდ სრულდება ბლოკჩეინზე.
ყველას, ვინც ოდესმე გამოუყენებია ბლოკჩეინი, იცნობს ერთი შეხედვით შემთხვევითი სიმბოლოების გრძელ სტრიქონებს, რომლებიც ქმნიან კრიპტოვალუტის საფულის მისამართებს. ამ მისამართების დამახსოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია. TON DNS წყვეტს ამ საკითხს TON ბლოკჩეინზე არსებული ანგარიშების და ჭკვიანი კონტრაქტების ადამიანებისთვის გასაგებ და წაკითხვად სახელების შეთავაზებით. ეს ხდის TON Blockchain-ს ბევრად უფრო მოსახერხებელს მომხმარებლისთვის.
TON Storage არის ფაილების შენახვის განაწილებული სერვისი, სადაც ფაილები ინახება ქსელის გარეთ, ხოლო ფაილების ჰეში ბლოკჩეინზე. TON Storage-ის არქიტექტურა შთაგონებულია ტორენტით და შექმნილია ფაილების უსაფრთხო და მუდმივი შენახვისათვის.
TON Proxy განკუთვნილია ონლაინ კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად TON Blockchain-ის მომხმარებლებისთვის. ის საშუალებას აძლევს დეცენტრალიზებულ VPN-ებს და TOR-ის მსგავს ქსელებს გააძლიერონ მომხმარებლების კონფიდენციალურობა TON Blockchain-ზე. TON DNS-თან და TON Blockchain-თან ერთად, TON Proxy შეიძლება გამოყენებულ იქნას ცენზურაზე მდგრადი დეცენტრალიზებული აპლიკაციების გამოსაყენებლად.
TON Services საშუალებას აძლევს დეველოპერებს გაუშვან აპლიკაციები და ჭკვიანი კონტრაქტები, რომლებიც იყენებენ TON Blockchain-ს. ეს სერვისები დაკომპლექტებულია მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინტერფეისებით DApp-ებთან და ჭკვიან კონტრაქტებთან ურთიერთობისთვის.
TonCoin-ის როლი Ton ბლოკჩეინში
TON Blockchain-ის მთავარი აქტივი $TON თამაშობს მთავარ როლს ვალიდატორების წახალისებაში, რათა შეინარჩუნონ ქსელი და არ იმოქმედონ პროექტის ინტერესების საწინააღმდეგოდ. $TON ასევე გამოიყენება როგორც ხმის მიცემის ინსტრუმენტი TON პროტოკოლში ცვლილებების დასამტკიცებლად. $TON ასევე არის მთავარი ეკონომიკური ერთეული TON Blockchain ეკოსისტემაში, რადგან ის გამოიყენება გადახდის საშუალებად ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებისთვის, როგორიცაა TON Storage და TON Proxy.
მიუხედავად იმისა, რომ თავად Toncoin-ის ბლოკჩეინი აღწევს კონსენსუსს Proof-of-Stake-ის მეშვეობით, TON Foundation იყენებს Proof-of-Work მექანიზმს, რათა 5 მილიარდი ტონკოინის საწყისი მიწოდება მაქსიმალურად სამართლიანად გაანაწილოს. ეს ტონკოინები ინახება ჭკვიანი კონტრაქტებით, სახელწოდებით Givers და ნაწილდება მაინერებზე.
ტოკენომიკა
ამჟამად 1.22 მილიარდი $TON არის მიმოქცევაში. ტოკენის მაქსიმალური მიწოდება 5 მილიარდია. TON- ის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 0.6%-ია.
სად შეიძლება ვიყიდო TonCoin($TON)?
Huobi Global, FTX, KuCoin, Uniswap (V3), Gate.io, OKX, LBank, MEXC, EXMO, CoinEx, Biswap, BitMart, Nomiswap, BitoPro, ACE, DigiFinex, Tidex, Unocoin, Bit.com, BingX, and HitBTC