NFT
September 12, 2021

მის სამყარო ტაილანდ- 2021 გახდება პირველი NFT სილამაზის კონკურსი მსოფლიოში.

კონკურსი ტარდება Bitkub Capital Group Holdings-თან თანამშრომლობით(ტაილანდური კრიპტო ვალუტის ბირჟა), რომლის მიზანსაც წარმოადგენს უფსკრულის შევსება “არატექნიკურ მომხმარებლებსა “ და ბლოკჩეინს შორის.

განცხადების თანახმად, Covid-19 პანდემიის შემდგომ, “მის სამყარო ტაილანდ-2021 მიზნად ისახავს აღადგინოს საკუთარი როლი, როგორც იმედისა და ნდობის შუქურა გარშემო მყოფთათვის, ასევე აღადგინოს და განამტკიცოს
რწმენა მისი კონცეფციის მიხედვით.

კონკურსის გამარჯვებული წარადგენს საკუთარ ქვეყანას კონკურსზე” მის სამყარო 2021”, ეილატში, ისრაელი.

Bitkub Group უზრუნველყოფს კონკურსანტების Bitkub Academy-ზე წვდომას, კრიპტო ვალუტების და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის შესასწავლად. ამასთანავე, Bitkub დაამატებს NFT საკოლექციო ბარათებს თითოეული კონკურსანტისათვის. პრიზის ნაწილში გამარჯვებული მიიღებს ციფრულ აქტივებს საჩუქრად.

Bitkub-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, Topp Jirayut Srupsrisopa - მ განაცხადა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა “ ემთხვევა ჩვენს მტკიცე რწმენას, რომ სურვილი შესაძლებელია იყოს მამოძრავებელი ძალა, რომელიც ცვლის როგორც ადამიანის ცხოვრებას, ასევე მსოფლიოს უკეთესობისაკენ”, მათ შორის Bitkub-ს. გუნდი მიიჩნევს, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია რევოლუციას მოახდენს მსოფლიოში.

მის სამყარო ტალანდის გვირგვინი, ასევე გამოვა შეზღუდული რაოდენობით NFT სახით, “ Morning Moon Village”-ზე , Bitkub-Chain-ის პირველ ბლოკჩეინ-თამაშში.