STEPN-ის მიმოხილვა: პირამიდა თუ WEB 3-ის მომავალი?
უკანასკნელი თვის განმავლობაში, STEPN პროექტის Native Token-ი GMT Binance Launchpad-ის პლატფორმაზე წარმატებით განთავსების შემდგომ, ათობით ათასი პროცენტით გაიზარდა და შევიდა ტოპ 100-ში კაპიტალიზაციის მიხედვით. STEPN-მა გაუსწრო ისეთ ცნობილ პროექტებს, როგორიცაა Compound-ი, yearn.finance-ი, 1INCH-ი, Trust Wallet-ი და მრავალი სხვა.
STEPN-ის აპლიკაციამ აგრეთვე მოიპოვა ფართო პოპულარობა, ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 1500-დან 200000-მდე გაიზარდა 2022 წლის იანვრიდან.
მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანი STEPN-ს პირამიდული სქემას უწოდებს, რომელიც შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში დაიშალოს.
მართლა? შეიძლება თუ არა, რომ Sequoia Capital-ის, Solana Ventures-ისა და Binance-ის მიერ ინვესტირებული და მხარდაჭერილი კომპანია პირამიდული სქემა აღმოჩნდეს?
გთავაზობთ STEPN პროექტის დეტალურ ანალიზს, რომლის ფარგლებშიც ვუპასუხებთმთავარკითხვებს:
არის თუ არა ეს პირამიდული სქემა და თუ ასეა, როდის დაინგრევა?
STEPN - გახლავთ Solana ბლოკჩეინზე აგებული აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონეტები სიარულით ან სირბილით. პლატფორმის შემქმნელები მას ახასიათებენ, როგორც "Web3 „ცხოვრების ჯანსაღი სტილის“ აპლიკაციას GameFi-ი და SocialFi-ი ელემენტებით."
ფულის გამომუშავების იდეა შემდეგია: მომხმარებელი ყიდულობს სპორტულ ფეხსაცმელს (როდესაც ვახსენებთ „სპორტულ ფეხსაცმელს“, ვგულისხმობთ 1 - NFT-ის ყიდვას) და დადის/დარბის რეალურ ცხოვრებაში — ანუ, ირჩევს სარბენ ფეხსაცმელს, რთავს ვარჯიშის ფუნქციას და იწყებს სიარულს/სირბილს. STEPN-ის აპლიკაცია აკონტროლებს თქვენს ვარჯიშს რეალურ დროში GPS-ის, მობილური ინტერნეტისა და ამაჩქარებლის გამოყენებით და ითვლის გამომუშავებული მონეტის რაოდენობას რეალურ დროში.
STEPN ეკოსისტემის მიმოხილვა
სრული STEPN ეკოსისტემა და მასში წარმოდგენილი გამომუშავების მექანიზმი აგებულია ძირითადი ხუთი კომპონენტზე:
- NFT-ი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ან დამინთოთ (ანუ შექმნათ);
- Green Satoshi Token-ი (GST), რომელიც სიარულის ან სირბილის დროს გამომუშავდება.
- Green Metaverse Token-ი (GMT)
- ძვირადღირებული ქვები - რომელიც აუმჯობესებს sneakers-ის ძირითად მახასიათებლებს.
- ენერგია - რომელიც იხარჯება მონეტების მისაღებად.
NFT-სპორტული ფეხსაცმელი
STEPN-ის ფეხსაცმელი წარმოადგენს NFT ნიშანს, თითოეულ მათგანს განსხვავებული მახასიათებლები გააჩნია.
ყიდვის დროს სწორედ, ფეხსაცმლის მახასიათებლებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რადგან ეს განსაზღვრავს სიჩქარეს, რომლითაც უნდა იმოძრაოთ აქტიური ვარჯიშის რეჟიმში.
- Walker- სიჩქარე 1-დან 6 კმ/სთ-მდე (უმჯობესია შეინარჩუნოთ საშუალო დიაპაზონი 3-4 კმ/სთ);
- Jogger - სიჩქარე 4–10 კმ/სთ (ოპტიმალურად 7 კმ/სთ);
- Runner – 8-20 კმ/სთ (ოპტიმალურად 12კმ/სთ);
- Trainer - შესაძლებელია სიჩქარის შენარჩუნება ნებისმიერ დიაპაზონში 1 კმ-დან 20 კმ -მდე, აღნიშნულ ფეხსაცმელი ყველაზე მაღალი ღირებულებით გამოირჩევა.
უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო მაღალია ფეხსაცმლის ხარისხი, მით მეტი ქულა ენიჭება თითოეულ დონეზე. მათი გამოყენება შესაძლებელია ატრიბუტების გასაუმჯობესებლად - რაც მოგვიანებით იქნება განხილული. ასე რომ, Common - ფეხსაცმელი იძლევა 4 ქულას თითო დონეზე, ხოლო Uncommon – 6-ს.
ამ დროისთვის აპლიკაციაში ხელმისაწვდომია სამი დონის ფეხსაცმელი. Epic და Legendary ჯერ არა.
შემდეგი რასაც უნდა მიექცეს ყურადღება გახლავთ ფეხსაცმლის ატრიბუტები:
ეფექტიანობა - გავლენას ახდენს ყოველი ვარჯიშის შედეგად დარიცხული GST მონეტის რაოდენობაზე.
იღბალი - გავლენას ახდენს ვარდნის სიხშირესა და ძვირფასი ქვების ხარისხზე.
კომფორტი - გავლენას ახდენს სირბილის/სიარულის შედეგად გამომუშავებული GMT მონეტების რაოდენობაზე ( იხსნება 30-ე დონეზე, რომელიც ჯერ არ არსებობს).
გამძლეობა- გავლენას ახდენს სპორტული ფეხსაცმლის სიჩქარეზე.
ყოველი ახალი დონე იძლევა ახალ ქულებს, რომლებიც შეიძლება დაიხარჯოს სასურველ ატრიბუტებზე. ასევე, ქვების ჩასმის „სოკეტები“ იხსნება გარკვეულ დონეზე. გარდა ამისა, მე-5 დონეზე, დამატებით განბლოკილია ახალი შესაძლებლობა - ახალი სპორტული ფეხსაცმლის შექმნა ორი სხვა წყვილი ფეხსაცმლის კომბინაციით. მე-10 დონე ხსნის მისი დაქირავების შესაძლებლობას, მაგრამ ეს ფუნქცია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, 30-ე დონე ხსნის GMT-ის გამომუშავების შესაძლებლობას, თუმცა ჯერჯერობით ეს ფუნქციაც არ გახლავთ ხელმისაწვდომი.
ყურადღება გაამახვილეთ ზემოთ აღნიშნულ სურათზე, თითოეულ ფეხსაცმელზე არის ინდიკატორი სახელწოდებით Mint - აღნიშნული გახლავთ ფეხსაცმელების გამოყენებით Mint რაოდენობა. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო ძვირია ყოველი მომდევნო წუთი.
მონეტა-GST
GST მონეტა გამომუშავდება სიარულით ან სირბილით. მას გააჩნია განუსაზღვრელი ემისია, რომელიც წვის მექანიზმით კონტროლდება. მაგალითად, ყოველი მოძრაობის შემდეგ, ფეხსაცმლის გამძლეობა ოდნავ იკლებს. მათ გამოსასწორებლად, თქვენ უნდა გამოიყენოთ GST მონეტა. GST ასევე საჭიროა დონის ამაღლების დროს და დასამინტად. ამრიგად, GST-ის ემისია და ფასი პირდაპირ დამოკიდებულია მომხმარებლის აქტივობაზე:
- რაც უფრო მეტს დადიხართ და ხარჯავთ ენერგიას, შესაბამისად გამოიმუშავებთ უფრო დიდი რაოდენობით მონეტას. მომხმარებლებს შეუძლიათ გაყიდონ მონეტები, შესაბამისად მოახდინონ ზეგავლენა აქტივის ღირებულებაზე.
- GST მონეტის გამოყენება ასევე შესაძლებელია დონის ასამაღლებლად, მის შესაკეთებლად ან დასამინტად. აღნიშნული დადებითად მოქმედებს მონეტის ემისიაზე შესაბამისად მის ღირებულებაზე.
აღნიშნული მონეტა გამოიყენება პროექტის სამართავად. სწორედ ის იყიდებოდა Binance Launchpad-ზე Token sale-ს ფარგლებში. GMT-ს გააჩნია განსაზღვრული 6 მილიარდიანი ემისია, ამ მომენტისათვის მიმოქცევაშია 600 მილიონი GMT. ღირებულებაზე მსჯელობის შედეგად შესაძლებელია ითქვას, რომ მასზე დიდი მოთხოვნა წარმოებს.
GMT მონეტა ჯერჯერობით არ გამოიყენება STEPN აპლიკაციაში, თუმცა დეველოპერები განიხილავენ რომ მომავალში დაამატებენ ამ მონეტის გამომუშავების შესაძლებლობას ფეხით ან სირბილით მაგრამ ამას დასჭირდება 30 დონის სპორტული ფეხსაცმელი. ამავდროულად, "კომფორტის" ატრიბუტი გავლენას ახდენს GMT შემოსავლის განაკვეთზე.
ზოგიერთი მომხმარებელი უკვე ემზადება მომავალი დამატებითი ფუნქციებისათვის და სპეციალურად GMT-ის გამომუშავებისათვის (ზრდის ფეხსაცმლის კომფორტს).
ძვირფასი ქვები
ძვირფასი ქვები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაზარდონ საბაზისო ატრიბუტები. თითოეულს გააჩნია 4 სოკეტი- რომელშიც შესაძლებელია გარკვეული ქვების ჩასმა. მაგალითად ეფექტურობის გასაზრდელად შესაძლებელია შესაბამისი ქვების ჩადება. ამასთანავე ქვები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა დონის. მაგალითად ეფექტიანობის მესამე დონის ქვა - მაჩვენებელს 20 ქულით ზრდის, ასევე იძლევა 160% საბაზისო ატრიბუტებში.
ენერგია
ფულის გამომუშავებისათვის სიარულით ან სირბილით, საჭიროა ენერგია. აღნიშნული ისახება მომხმარებლის ანგარიშზე ფეხსაცმლის რაოდენობის გაზრდისთვის. ერთ წყვილ ფეხსაცმელზე მომხმარებელს ეძლევა 2 ენერგია, 3-ზე - უკვე 4, ხოლო 9 წყვილ ფეხსაცმელზე (ანუ 9 NFT-ზე) შეგიძლიათ მიიღოთ 9 ენერგია. რაც მეტია ენერგია მით მეტია მიღებული შემოსავალი.
- Uncommon ფეხსაცმლის ფლობა დამატებით ერთ ენერგიას იძლევა.
- Rare –2 ენერგია
- Epic – 3 ენერგია
- Legendary – 4 ენერგია
ხუთ წუთიანი ვარჯიშის დროს იხარჯება 1 ენერგია. ანუ თუ თქვენ გაქვთ 9 ენერგია, თქვენ უნდა იაროთ ან ირბინოთ ყოველდღე 45 წუთის განმავლობაში, რომ მაქსიმალური მოგება მიიღოთ.
როგორ ხდება გამომუშავება?
ამ ეტაპზე STEPN-ში ფულის გამომუშავების სამი გზა არსებობს:
დავიწყოთ პირველის განხილვით. სიარული ან სირბილი STEPN-ის საფუძველია. შემოსავლის დასაწყებად, თქვენ უნდა შეიძინოთ მინიმუმ ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი. ჩვეულებრივ ფეხსაცმლისვის-ისთვის გეძლევათ 2 ენერგია, რომლებიც ივსება ყოველ 24 საათში (მაქსიმალური ენერგიის 25% ყოველ 6 საათში). ანუ უნდა იყიდოთ ფეხსაცმელი და დღეში 2 ენერგია დახარჯოთ (10 წუთი სიარული ან სირბილით).
რამდენის გამომუშავება შეგიძლიათ ამ გზით? ბევრი რამ არის დამოკიდებული თქვენს მიერ შეძენილი სპორტული ფეხსაცმლის მახასიათებლებზე და GST-ის ღირებულებაზე. ფეხსაცმლის ყიდვის დროს დამწყებებს ურჩევენ ყურადღება მიაქციონ მხოლოდ ორ ინდიკატორს: ეფექტურობას და გამძლეობას. თუ მომხმარებელი გეგმავს მხოლოდ ერთი ფეხსაცმლის შეძენას, მაშინ მას ექნება 2 ენერგია. ამ შემთხვევაში იღბალი არ არის მნიშვნელოვანი. ასევე კომფორტი არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ჯერ GMT-ის მიღების ფუნქცია დამატებული არ არის . მიუხედავად ამისა, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ფეხსაცმელი მომავლის გათვლით - მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება თვითნებურად უნდა მიიღოთ.
მაგალითისთვის ავიღოთ, საკმაოდ კარგი მაჩვენებლების მქონე სპორტული ფეხსაცმელი (სტატისტიკის თვალსაზრისით) და გამოვთვალოთ დღიური შემოსავალი, იმ პირობით, რომ ის უკვე მეხუთე დონეზე იქნება:
წმინდა მოგება დღეში გახლავთ დაახლოებით 7,81 GST ($38 მიმდინარე კურსით). და ასეთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი შიდა NFT სავაჭრო პლატფორმაზე ეღირება დაახლოებით 12–14 SOL ($1,200–1,500). ანუ, ფეხსაცმლის ღირებულების გამომუშავება დაახლოებით ერთი თვეში არის შესაძლებელია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში შემოსავალზე პირდაპირ გავლენას ახდენს GST-ის ფასი.
ფეხსაცმლის დახმარებით შემოსავლიანობის ზრდის ორი გზა არსებობს:
სტატისტიკის ზრდისათვის საჭიროა შესაბამისი დონის ზრდა. ფეხსაცმლის მე-9 დონემდე ზრდის შემთხვევაში, ყოველდღიურად მიღებული შემოსავალი იქნება შემდეგი:
ორი წყვილი ფეხსაცმლის შეძენის შემთხვევში ენერგია - 4 მდე გაიზრდება. შესაბამისად შემოსავალი გაორმაგდება რამდენადაც ვარჯიშის დრო ახლა უკვე 20 წუთს გაუტოლდება.
თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად განსაზღვროთ პარამეტრები და პოტენციური მომგებიანობა კალკულატორით - https://stepn.guide/. აღნიშნული გახლავთ არაოფიციალური კალკულატორი - შექმნილი STEPN საზოგადოების მიერ, თუმცა ციფრები საკმაოდ ზუსტია.
ძვირფასი ქვები შემოსავლის ცალკე სახეობა გახლავთ. ისინი ზარდახშიდან ამოდიან, ზარდახშა კი გეძლევათ ვარჯიშის შედეგად. იღბლის გაუმჯობესების შედეგად იზრდება შესაძლებლობა უფრო მაღალი ხარისხის ზარდახშის მიღების ალბათობა და სიხშირე. პირველი დონის ზარდახშოს გარანტირებული მიღებისთვის საჭიროა გქონდეთ 14 იღბალი და 5 ენერგია. ამისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ 3 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი (4 ენერგია იქნება) და ჩართოთ ვარჯიში ენერგიის დატენვამდე 10 წუთით ადრე. მაგალითად, თუ ის დამუხტულია თბილისის დროით 16:00 საათზე, მაშინ ვარჯიში უნდა დაიწყოთ დაახლოებით 15:50 საათზე. სანამ 1 ენერგია დაირიცხება, უკვე დაიხარჯება 2 ენერგია. შესაბამისად ვარჯიშის მიმდინარეობისას მოიხსნება 5 ენერგია და მიიღებთ ზარდახშას.
შესაძლებელია, როგორც მიღებული ძვირფასი ქვების გაყიდვა ასევე მისი გამოყენება დონის ასამაღლებლად.
Mint- ასევე საინტერესო საშუალება გახლავთ ფულის გამომუშავების. Mint-სთვის საჭიროა ორი წყვილი ფეხსაცმლის ფლობა (2 სხვადასხვა NFT) რომელთა შერწყმაც იძლევა ყუთს, რომელიც შეგიძლიათ გახსნათ და მიიღოთ მესამე წყვილი ფეხსაცმელი, რომელიც შესაძლებელია როგორც გამოიყენოთ ასევე გაყიდოთ.
Mint - ის ღირებულება განისაზღვრება მინთის რაოდენობითა და მისი ხარისხით.
მაგალითად, თუ თქვენ დამინთავთ ორ წყვილ ნაცრისფერ ფეხსაცმელს ნულოვანი მინთით, ოპერაციის ღირებულება იქნება 200 GST. და თუ ორი წყვილს ორი მინთით მაშინ ფასი გაიზრდება 300 GST-მდე.
დამინთვის შემდეგ ჩნდება ყუთი, რომელიც შეიძლება გაიყიდოს ან გაიხსნას. ნაცრისფერი ყუთის გახსნისას არის 3% შანსი მიიღოთ უფრო მაღალი დონის მწვანე სპორტული ფეხსაცმელი. და კიდევ არის შანსი, რომ ერთი წუთის შემდეგ ორი ყუთი ერთდროულად ამოვარდეს. ორი ყუთის ჩამოვარდნის ალბათობა მაღალი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ რაც უფრო მეტი მინთი ფეხსაცმელზე მით უფრო იზტდება ეს შანსი.
გახლავთ თუ არა ყოველივე აღნიშნული პირამიდა?
მაშ ასე შევაჯამოთ შუალედური შედეგები, მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება:
- სიარულის ან სირბილის საფუძველზე გამოიმუშავოს მონეტა GST.
- დამინთოს და გაყიდოს ფეხსაცმელი და მიიღოს Solana.
- გაყიდოს ძვირფასი ქვა და მიიღოს Solana.
მომხმარებელთა სრული გამომუშავების მაჩვენებელი ყალიბდება მხოლოდ ახალი ხალხის შემოდინების გზით. ანუ სპორტული ფეხსაცმლის დამინთვა და შემდგომ მისი გაყიდვა როდესაც არიან მომხმარებლები, რომლებიც მზად არიან იყიდონ ისინი მაღალ ფასად. ხოლო სპორტულ ფეხსაცმელზე მოთხოვნა ძირითადად ახალი მომხმარებლების შემოდინების გამო ყალიბდება. როგორც კი ხალხის შემოდინების მაჩვენებელი დაიწყებს კლებას სპორტული ფეხსაცმელების ფასიც დაიწყებს ვარდნას და დამინთვა - გახდება წამგებიანი.
იგივე ეხება GST მონეტის გამომუშავებას. ახლა მისი ფასი იზრდება, რადგან უამრავი ადამიანია, ვინც ყიდულობს მონეტას სპორტულ ფეხსაცმლის გასაუმჯობესებლად ან დასამინთად. თუ დამინთვა არამომგებიანი გახდება და სპორტულ ფეხსაცმელების განახლების სტიმული დაიკლებს მაშინ GST-ის შეძენის მაჩვენებელიც დაიკლებს შესაბამისად მისი ფასიც დაიწყებს კლებას.
ერთი შეხედვით, აღნიშნული ჰგავს კლასიკურ პირამიდას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის რაღაც მომენტში დაინგრევა? დასკვნების გაკეთებისას ნუ იჩქარებთ.
კლასიკური პირამიდული სქემები მყისიერად წყვეტს არსებობას, რაც ინვესტორების დიდ უმრავლესობას ტოვებს 0-ზე. თუმცა მათ შემთხვევაში პროექტის არსი ერთ რამეში მდგომარეობს - ფულის გადანაწილებაში. STEPN-ის შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ არა პირამიდაზე, არამედ P2E თამაშზე, რაც ნიშნავს, რომ არსებობს დამატებითი ცვლადები.
ტოკენომიკა გახლავთ მათემატიკა და წახალისება, რომელიც მოიცავს აქტივის მექანიკას, მისი გამოყენების შემთხვევებიდან დაწყებული შემცირების მექანიზმების მიწოდებამდე. კარგი ტოკენომიკა პირდაპირ გავლენას ახდენს პროექტის ხანგრძლივობასა და წარმატებაზე. ამის გარეშე, მონეტის ინფლაცია სპირალურად გაიზრდება და საბოლოოდ დაიკლებს ფასს. კარგი ტოკენომიკისთვის, მოთამაშეებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ სტიმული, შეინახონ ან დახარჯონ მონეტები. მონეტების დახარჯვის ვარიანტები ასევე უნდა იყოს მრავალფეროვანი.
STEPN-ის შემთხვევაში, ეს ვარიანტებია ახალი ფეხსაცმლის ყიდვა ენერგიის გასაზრდელად, ფეხსაცმლის გაუმჯობესება და მათი შეკეთება, დამინთვა, ძვირფასი ქვების გაუმჯობესება, ახალი განყოფილებების გახსნა.
STEPN-ზე საუბრისას, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული APP მიზნად ისახავს მომხმარებლების წახალისებას ჯანსაღი ცხოვრების წესითვის ამავე დროს ისინი დაჯილდოვდებიან იმისთვის, რასაც აკეთებენ ყოველდღე. გარდა ამისა, P2E თამაშები, მათ შორის STEPN APP აერთიანებს ადამიანებს საერთო სოციალურ ჯგუფში. უფრო მეტიც, მალე ამოქმედდება Carbon Removal Credit ფუნქცია - აქტივების შეძენა გარემოზე ნახშირბადის უარყოფითი ზემოქმედების შემცირების სპეციალური პროგრამის ფარგლებში. შედეგად, მომხმარებლები შეძლებენ არა მხოლოდ შემოსავლის მიღებას, არამედ გარემოს გაუმჯობესებას.
დასკვნის სახით შესაძლებელია ითქვას, რომ STEPN-ის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია დეველოპერების ქმედებებზე - რამდენად კომპეტენტურად შეძლებენ ტოკენომიკის რეგულირებას და რა სიახლეებს შემატებენ APP-ს რომ მუდმივად შეინარჩუნონ ინტერესი მომხმარებელთა მხრიდან.
STEPN-ის მომავალი
STEPN გახლავთ განვითარების ადრეულ სტადიაზე. დეველოპერები გეგმავენ დაამატონ ფეხსაცმლის გაქირავების, მარათონების, ლიდერების გრაფა, პრიზები, ფონური რეჟიმი, ქულების გადატვირთვის შესაძლებლობა, ფეხსაცმლის-ის პერსონალიზაცია, 30-ე დონე, GMT-ის გამომუშავების შესაძლებლობა და სხვა საინტერესო ფუნქციები.
ასევე მოსალოდნელია, რომ აპლიკაციას დაემატება BNB Chain და Ethereum მხარდაჭერა. ეს კარგია, რადგან ახლა მომხმარებლები ხშირად უჩივიან სოლანას ქსელში რამდენიმე საათის განმავლობაში გაყინულ ტრანზაქციებს. მეორე მხრივ, უნდა ითქვას რომ სოლანას ქსელს გაცილებით დაბალი საკომისიო აქვს.
ასე რომ, STEPN-ის პოტენციალი უზარმაზარია. აპლიკაცია ახალია და მას განვითარების დიდი გზა აქვს გასავლელი მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, როგორ ყალიბდება შემოსავლიანობა და რომ აღნიშნული რესურსი არ არის შეუზღუდავი.
მეტი ინფორმაციის მისაღებად შემოგვიერთდი Telegram - ში