სიახლეები
November 23, 2021

Avalanche-ი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ტოპ-10 უმსხვილეს მონეტაში მოხვდა, გაუსწრო Doge-ს და Shiba-ს.

  • კრიპტო ვალუტა Avalanche-ი (AVAX) შევიდა ყველაზე მსხვილი მონეტების სიაში, მას შემდეგ რაც ყველა დროის მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.
  • მანამდე მონეტა AVAX-მა აჯობა meme ტოკენ Shiba-Inu-ს და საბაზრო კაპიტალიზაციის მხრივ მე-11 პოზიციაზე გადავიდა.
    - შემდგომ მონეტა შევიდა ტოპ- 10 კრიპტო ვალუტაში, გადაუსწრო Dogcoin-ს და დააბრუნა ის მე-11 ადგილზე.
  • Avalanche-ი Ethereum-ის მრავალი კონკურენტიდან ერთ-ერთია, რომელიც მომხმარებელს უფრო სწრაფ და იაფ ონლაინ ტრანზაქციის დამუშავებას სთავაზობს მნიშვნელოვანი დატვირთვის პირობებში.
  • კომპანია Deloitte-ი და პლატფორმა Close As You Go გამოიყენებს Avalanche blockchain ტექნოლოგიას საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს ფუნქციონირების, მისი სიჩქარისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
  • აღნიშნული პარტნიორობა, შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან ნაბიჯად, დეცენტრალიზებული ტექნოლოგიების დანერგვის გზაზე ტრადიციულ მართულ სტრუქტურებში.
  • Avalanche მონეტის საბაზრო კაპიტალი და ფასი თითქმის გაორმაგდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც მის წლიური ზრდის 3000%-ზე მიუთითებს.
  • მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კრიპტო ვალუტების უმეტესობა ძლიერ კორექციას განიცდის, AVAX -ი ზედიზედ მეოთხე დღეა ანახლებს მის რეკორდულ მაჩვენებელს.