STEPN
May 3, 2022

როგორ ცდილობს STEPN-ი მოძრაობის მონეტიზირებას

2021 წელს GameFi სექტორის Play-to-Yearn(P2E) პროექტები კრიპტო სავალუტო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა გახლდათ. მიმდინარე წლიდან, პოპულარობა ინოვაციურმა ბიზნეს-მოდელმა დაიმსახურა, რომელიც ცვლის წარმოდგენას ბლოკჩეინ აპლიკაციებზე, Move-to-Earn(M2E).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის თანახამად, ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედზე მეტი (1,4 მილარდი ადამიანი) განიცდის ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას. ექსპერტები თვლიან, რომ მსოფლიო მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესებით წელიწადში ხუთ მილიონამდე ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შეიძლება მოხდეს.

კონცეფცია M2E ან FitnessFi სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის აპლიკაციებში გაერთიანებას საშუალებას იძლევა. იდეა თავისთავად ახალი არ არის, შეგვიძლია გავიხსენოთ თამაშები Pokemon Go და Will Sports. თუმცა, ახალი თაობის აპლიკაციები იზიდავს მომხმარებლებს არა მხოლოდ გასართობი და სოციალური სარგებლით, არამედ ფინანსური სტიმულით.

M2E სეგმენტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი STEPN პროექტი გახლავთ, რომელიც ავსტრალიური სტუდიის Find Satoshi Lab-ის მიერ გახლავთ შექმნილი.

აღნიშნულ სტატიაში გაეცნობით აპლიკაციის მუშაობას, მის ხარვეზებს და მართლაც, შეუძლია თუ არა ყოველდღიურ ვარჯიშს მომხმარებლების ფინანსური კეთილდღეობის გაზრდა.

STEPN პროექტის უკან ნაკლებად ცნობილი და განვითარების მქონე გუნდი დგას, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ პროექტის კონსულტანტებს შორის გახლავთ Adidas-ის ვიცე პრეზიდენტი სკოტ დანლაპი. პროდუქტმა ასევე მოიზიდა დაფინანსება Binance, Alameda Research-ის და სხვა ინვესტორებისგან.

STEPN-ს საკმაოდ მაღალი საწყისი ბარიერი გააჩნია - პროექტში გასაწევრიანებლად საჭიროა 1200$-ზე მეტი ღირებულების NFT-ის შეძენა.

აპლიკაცია ნამდვილად გაძლევთ ფულის გამომუშავების საშუალებას, თუმცა არსებობს რისკები, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის ტოკენომიკასთან, გადაჭარბებულ ცენტრალიზაციასთან და Find Satoshi Lab-ის წინააღმდეგობრივ ქმედებებთან.

რა არის STEPN?

STEPN არის ფიტნეს აპლიკაცია, რომელიც აგებულია Solana blockchain-ზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ SPL მონეტები სირბილით და სიარულით. რაც უფრო მეტს მოძრაობს მომხმარებელი, მით მეტ ჯილდოს იღებს (მონეტების სახით).

უკანასკნელ განახლებაში STEPN-მა დაამატა BNB Chain ქსელის მხარდაჭერა. აღნიშნული დაემთხვა Asics-თან ერთობლივი კოლექციის გამოშვებას, რომელიც Binance-ის პლატფორმაზე გამოვიდა. აპლიკაციის უკან დგას ახლად შექმნილი სტუდია Find Satoshi Lab-ი, რომლის მიერ შექმნილ სხვა პროექტებში შედის მხოლოდ ციფრული საფულე Solwallet-ი, ამავდროულად, გუნდის ზოგიერთ წევრს გააჩნია მობილური აპლიკაციების განვითარების გამოცდილება.

თანადამფუძნებელი ჯერი ჰუანი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ვიდეო თამაშებისა და მარკეტინგის ინდუსტრიაში. ის ასევე არის Falafel Games-ის თანადამფუძნებელი, მობილური აპლიკაციის შემქმნელი.

Find Satoshi Lab-ის კიდევ ერთი თანადამფუძნებელი, Yaun Rong-ი, არის Algorand პროექტის ბიზნეს ელჩი და ინდუსტრიული ასოციაციების Blockchain Australia და სამხრეთ ავსტრალიის Blockchain ასოციაციის წარმომადგენელი. 2018 წელს მან დააარსა საკონსულტაციო კომპანია Crypto SA.

Find Satoshi Lab-ის კონსულტანტებს შორის ასევე გახლავთ სკოტ დანლაპი, Adidas-ის ციფრული მიმართილების ხელმძღვანელი -, რომელიც ხშირად აზიარებს STEPN აპლიკაციაში განხორციელებულ საკუთარ მიღწევებს.

აპრილში, STEPN-ის Smart Contract-ებს ჩაუტარდა აუდიტი Verilog Intelligence-ს მიერ. ამ უკანასკნელმა, ასევე შეამოწმა WOOFi დეცენტრალიზებული გადამცვლელის კოდის ბაზა, ისევე როგორც რიგი სხვა ნაკლებად ცნობილი პროექტები.

Verilog Intelligence-ის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ცენტრალიზაციის რისკებთან დაკავშირებული რამდენიმე არაკრიტიკული საკითხი, ზოგადად დაადასტურა პროდუქტის სანდოობა.

STEPN პროექტის დამუშავება 2021 წლის აგვისტოდან იღებს სათავეს, თუმცა აპლიკაცია მცირე დროის განმავლობაში გამოიმუშავებს შემოსავალს. Find Satoshi Lab-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, რომ პროდუქტმა გამოიმუშავა 192,635 SOL-ზე მეტი (26,81 მილიონი აშშ დოლარი) NFT ბაზრის საკომისიოებს და ჰონორარებში 2022 წლის პირველ კვარტალში.

პროდუქტში ინვესტიცია განხორციელდა Binance-ის, Sequoia Capital India-ს და Alameda Research-ის მიერ, უნდა ითქვას რომ მისი ორივე მონეტის ღირებულება გასული თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

პროექტის გუნდის თქმით, აპრილში აპლიკაციამ ყოველდღიურ 300 000 აქტიურ მომხმარებელს მიაღწია.

168,400-ზე მეტმა მომხმარებელმა შეიტანა SOL-ზე დაფუძნებული დეპოზიტი STEPN-თან დაკავშირებულ მისამართებზე.

მოძრაობის ტოკენომიკა

STEPN-ის ტოკენომიკა ეფუძნება ორ აქტივს - Stepn (GMT) და Green Satoshi Token (GST). პირველი გახლავთ მენეჯმენტის მეორე კი პროექტის შიდა ვალუტა.

GST შეუზღუდავია. მომხმარებლები გამოიმუშავებენ მონეტას აპლიკაციასთან დაკავშირებული განხორციელებული აქტივობიდან გამომდინარე. 20 აპრილს დეველოპერებმა შეცვალეს ტექნიკური დოკუმენტაცია და გასცეს 60 მილიონი მონეტა დეცენტრალიზებული GST Pool-ების უზრუნველსაყოფად.

20 მილიონი GST Solana-ს ქსელზე და 20 მილიონი GST დაფუძნებული BNB Chain-ზე, რომელიც განთავსებულია Liquidity Pool-ებში Orca, Raydium და PancakeSwap-ი;

10 მილიონი GST (Solana) და 10 მილიონი GST (BNB Chain) ჩაკეტილია Binance-ის ბირჟაზე ჯვარედინი ხიდის Smart Contract-ებში.

Premining-ის დროს მოპოვებული GST-ს მოწოდება შეზღუდულია 6 მილიარდი მონეტით. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ აღნიშნული აქტივის გამომუშავება თუმცა, ამ შესაძლებლობაზე წვდომა მომხმარებელს მხოლოდ NFT-ს 30 დონემდე განვითარების შედეგად ეძლევა.

M2E( Move-to-Yearn) მოდელის მიღმა გამოყოფილია მონეტების 30%, ამავე რაოდენობის აქტივია მიმართული ეკოსისტემისა და პროექტის განვითარების საჭიროებებზე. კერძო გაყიდვის დროს GMT-ის 16%-ზე მეტი გაიყიდა, კიდევ 7% განთავსდა Binance Launchpad პლატფორმაზე. დარჩენილი მონეტები დაბლოკილია დეველოპერებისა და კონსულტანტებისთვის.

STEPN-ის მექანიზმი გულისხმობს მონეტების დაწვას: მათი ამოღება მიმოქცევიდან ხდება NFT-ების შეკეთებით და განახლებით, Mystery Box-ის გახსნით, სპორტულ ფეხსაცმელების Mint-ით, ასევე Gem-ების გაუმჯობესებით და მათ მიღმა არსებული სლოტების განბლოკვით.

ოქროს ღირებულების ნაბიჯი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, STEPN-ში გასაწევრიანებლად მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს აპლიკაციაში და შეიძინოს NFT-სპორტული ფეხსაცმელი.

რეგისტრაციისთვის უნდა მიიღოთ აქტივაციის კოდი. ამ უკანასკნელის მიღება შესაძლებელია ყოველდღიურად პროექტის ოფიციალური საზოგადოებების მხრიდან მისი გაზიარება ასევე შესაძლებელია STEPN-ის უკვე არსებული მომხმარებლების მიერ, რომლებმაც აპლიკაციაში მიაღწია გარკვეულ პროგრესს.

NFT-ს შეძენა შეიძლება განხორციელდეს აპლიკაციის შიდა ბაზრის მეშვეობით ან Magic Eden და Binance NFT პლატფორმებზე.

პროექტში შესვლის ბარიერი საკმაოდ მაღალია: მიმდინარე დროს, ყველაზე იაფი NFT-ი, რომლის შეძენაც შესაძლებელია აპლიკაციაში, ღირს 11,59 SOL Magic Eden-ზე ფასები უფრო მაღალია - ისინი იწყება 12 SOL-დან. BNB Chain ქსელში ერთობლივი NFT-ების ყიდვა რამდენჯერმე ძვირი დაჯდება.

STEPN ანგარიშის შექმნისას გაითვალისწინეთ, რომ ეს არის აპლიკაცია ცენტრალიზაციის საკმაოდ მაღალი ხარისხით.

საფულის რეგისტრაციის შემდეგ გაიცემა Seed-ფრაზა, რომელიც აუცილებელია აღდგენისთვის და ასევე წარმოდგენილია საჯარო მისამართი, თუმცა მომხმარებლებისათვის დახურული გასაღებები არ იხსნება.

სასურველი დატვირთვის დონის მიხედვით, შესაძლებელია ოთხი ტიპის სპორტული ფეხსაცმელიდან მოხდეს ერთ-ერთის არჩევა.

Walker (1-6 კმ/სთ) - დახარჯული ენერგიის თითოეულ ერთეულზე შესაძლებელია 4 GST-ს გამომუშავება;

Jogger (4-10 კმ/სთ) - 5 GST ენერგია ერთეულზე;

Runner (8-20 კმ/სთ) – 6 GST ენერგია ერთეულზე;

Trainer (1-20 კმ/სთ) - მომხმარებლის მიერ არჩეული ტემპიდან გამომდინარე, შესაძლებელია 4 GST-დან 6,25 GST-მდე ენერგია ერთეულზე.

STEPN-ში ოთხი ატრიბუტია, რომელთაგან თითოეული გარკვეულწილად მოქმედებს სათამაშო პროცესზე.

Efficiency- (ეფექტურობა) გავლენას ახდენს მიღებული GST-ის ოდენობაზე. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით მეტ მონეტას გამოიმუშავებს მომხმარებელი დახარჯული ენერგიის ერთეულზე. ატრიბუტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაწყო მომგებიანობის გაანგარიშების ფარგლებში.

Comfort - ამჟამად არ გამოიყენება. ინდიკატორი დამუშავების პროცესშია, ამის შესახებ პროექტის White Paper-შია ნახსენები.

Resilience - განსაზღვრავს NFT-ის სიძლიერის დონეს. მომხმარებლის მოძრაობის კვალდაკვალ, მცირდება ფეხსაცმლის გამძლეობა , მისი შეკეთება GST-ის დახმარებით ხორციელდება. მაღალი მაჩვენებელი ამცირებს ცვეთას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

მაღალი ცვეთის მაჩვენებლის შემთხვევაში, NFT-ები იღებენ ჯარიმას თუ გამძლეობა ეცემა 50%-მდე, ეფექტურობა ეცემა 90%-მდე, თუ 20%-მდე ეცემა, ეფექტურობა 10%-მდე მცირდება.

უახლესი განახლების შედეგად STEPN-ში, სპორტული ფეხსაცმლის განახლების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. 30 დონემდე მისასვლელად, თქვენ უნდა დახარჯოთ 600 GST და 229 GMT (3,500 დოლარზე მეტი მიმდინარე კურსით).

შესაძლებელია თუ არა STEPN-ში თანხის გამომუშავება?

STEPN-ის სათამაშო პროცესი საკმაოდ მარტივია: მოძრაობის დროს მომხმარებელი უნდა ეცადოს შეინარჩუნოს სიჩქარე მწვანე სექტორის მიერ მითითებულ დიაპაზონში. ამისათვის ის ჯულდოს სახით იღება GST მონეტებს (ან,30 დონეზე GMT-ს).

მოთამაშის მოქმედებები შეზღუდულია ენერგიის რაოდენობით. საბაზისო მაჩვენებელი შეადგენს 2 ენერგიას, თუმცა შესაძლებელია ამ მაჩვენებლის გაზრდა დამატებითი NFT-ების შეძენით ან უფრო მაღალი ხარისხის სპორტული ფეხსაცმელი შეძენით ვიდრე Common-ია.

ყოველ ექვს საათში ხდება მაქსიმალური ენერგიის 25% აღდგენა.

ჩვენი გუნდი ფლობს NFT-ს და ერთიკვირიანი ტესტირების განმავლობაში, მეხუთე დონეზე, Walker-ის კლასის ფეხსაცმლიდ მეშვეობით (Common) ყოველ 2 ერთეულ ენერგიაზე, დაახლოებით 8 GST -ის გამომუშავება ხდებოდა. (37$ გაცვლითი კურსით სტატიის შექმნის დროს).

უფრო მაღალი ხარისხის NFT-ებისთვის ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება, თუმცა შესაბამისად მაღალი იქნება მათი ღირებულება.

თეორიულად, საწყისი ინვესტიცია $1389 (11.42 SOL სპორტული ფეხსაცმლის შესაძენად + 20 GST ტუმბოსთვის) შეიძლება 50 დღის განმავლობაში დაგიბრუნდეთ. ეს ითვალისწინებს სპორტულ ფეხსაცმლის შეკეთების ღირებულებას (1,6 GST - 1,8 GST ერთ ფეხით), თუმცა არ ითვალისწინებს GST კურსის რყევებს - მარტის ბოლოდან მონეტა მერყეობს $5,50 დიაპაზონში. 3,88 დოლარი, CoinGecko-ს მიხედვით.

გარდა ამისა, პროექტის გადატუმბვისა და მზარდი პოპულარობის წყალობით, NFT-მ თავად დაამატა ფასი, ასე რომ შესაძლებელი გახდა დამატებითი მოგების მოპოვება.

საკმარისი რაოდენობის კრიპტოვალუტის დაგროვების შემდეგ, შეგიძლიათ შეიძინოთ სხვა სპორტული ფეხსაცმელი და Mint-ს დახმარებით მიიღოთ მესამე. ეს გაზრდის ენერგიის რაოდენობას და, შესაბამისად, შემოსავალს. გარდა ამისა, შეიძლება NFT-ს უბრალოდ გაყიდვა.

სამომავლოდ, დეველოპერები გვპირდებიან, რომ დაამატებენ NFT-ს გაქირავების ფუნქციას, რაც ნიშნავს, რომ სპორტული ფეხსაცმლის მფლობელები პასიური შემოსავლის მიღებას შეძლებენ.

ერთი შეხედვით, როგორც უკვე წინა სტატიაშიც აღვნიშნეთ STEPN-ში ინვესტიცია მიმზიდველად გამოიყურება - არსებობს პოტენციური შესაძლებლობა, მიიღოთ მნიშვნელოვანი შემოსავალიყოველდღიური მოძრაობის ფარგლებში. თუმცა, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე, ღირს გაეცნოთ იმ ხარვეზებს, რომლებიც პროექტში ასევე არსებობს.

ზემოთ თქმულის საპასუხოდ, შესაძლებელია ვთქვათ რომ STEPN ბეტა ტესტირების ეტაპზეა - რაც შესაბამის პრობლემებს იწვევს. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც აპლიკაცია არასწორად კითხულობს მოძრაობის სიჩქარეს და უარს ამბობს მონეტების დარიცხვაზე. შეცდომას მაშინაც კი ფიქსირდება, როცა ყველა საჭირო პირობა დაკმაყოფილებულია, ან მომხმარებლები უბრალოდ ვერ იღებენ ავტორიზაციას „ქსელის გადატვირთულობის“ გამო.

უკანასკნელი განახლების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა პრეტენზიები თანხების გადარიცხვისას მონეტების დაკარგვის შესახებ. დეველოპერებმა ახსნეს სიტუაცია, როგორც შეცდომა და მოაგვარეს პრობლემა. თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ ეს აღარ განმეორდება.

როგორც ზემოთ აღინიშნა, STEP-ი არის ცენტრალიზებული აპლიკაცია. მომხმარებელს არ შეუძლია NFT-ის შენახვა ცალკეულ საფულეზე, შესაბამისად, დაბლოკვის ან სხვა ინციდენტების შემთხვევაში, მომხმარებელი რისკავს მის აქტივს.

მთელი თავისი სიმარტივით, STEPN-ს რთული და არაგამჭვირვალე ჯილდოს მიღების სისტემა გააჩნია. მომხმარებლის შემოსავალი GST-ში გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

N- ენერგიის მოხმარება;

PSE და PSEC - ფეხსაცმლის ეფექტურობის და მომხმარებლის ეფექტურობის კოეფიციენტი (ძვირფასი ქვების და სხვა გამაძლიერებლების ჩათვლით) შესაბამისად;

X - საშუალო სიჩქარე;

Y- NFT-ს გამძლეობის მაჩვენებელი

Randbetween (Parameter1, Parameter 2) - ფუნქცია, რომელიც ირჩევს შემთხვევით დადგენილ მნიშვნელობას სისტემის მიერ დადგენილ დიაპაზონში.

System value - აპლიკაციის დეველოპერების მიერ დადგენილი მნიშვნელობა.

ამ ფორმულაში ყურადღება უნდა მიექცეს ორ ცვლადს - randbetween (Parameter1, Parameter2) და System value-ს. პირველის მნიშვნელობა უცნობია და არსად არ არის დაკონკრეტებული. მეორის ღირებულება, ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად, დეველოპერებს შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი შეხედულებისამებრ.

სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ პროექტის გუნდს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მომხმარებელთა შემოსავალზე არა გამჭვირვალე ქმედებებით, როგორიცაა მონეტების შიდა აქციების რაოდენობის გაზრდა, და სისტემის პარამეტრების კულისებს მიღმა რეგულირებით.

Ethereum-ის დამფუძნებლის ვიტალიკ ბუტერინის თქმით, კრიპტოვალუტის მთავარი მიზანია „ განახორციელოს ისეთი რამ, რასაც მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება რეალურ სამყაროში“.

M2E მოდელი შეესაბამება ამ იდეოლოგიას და ჯდება Web 3.0-ის კონცეფციაში. პროექტი, როგორიცაა STEP-ი, შეიძლება გახდეს გამოწვევა მათთვის, ვინც უმოძრაო ცხოვრების წესს მიყვება და აიძულოს მათ მიყვნენ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

M2E-ში შემოთავაზებული ფინანსური სტიმული ნამდვილად მუშაობს. ხალხი საუკუნეების მანძილზე ხარჯავდა ფულს ექიმებზე, ახლა კი ფაქტიურად შესაძლებელია შემოსავლის მიღება ჯანსაღი ცხოვრების წესის გამო.

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეგმენტი განვითარდება თავად კონცეფციასთან ერთად. ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ მრავალ პროექტს, რომლებიც უზრუნველყოფს მომხმარებლის კიდევ უფრო საინტერესო გამოცდილებას.

მეტი ინფორმაციის მისაღებად შემოგვიერთდი Telegram - ში