Forbes-ის “30 Under 30“ სიაში 21 BTC-ს და ბლოქჩეინის ლიდერი მოხვდა.
2021 წელი ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც დიდი კრიპტო „ „გამოღვიძების“ წელი, რომელიც აღინიშნება რეკორდული ფასებით და თვალწარმტაცი შეფასებებით ბლოქჩეინის სტარტაპებისთვის, არამედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტალანტების ახალი ტალღით, რომელიც მუდმივად მზარდ ინდუსტრიაში მიედინება.
მიმდინარე წელს, Forbes-ის Under 30-ის გამოცემამ მიიღო ბლოქჩეინის თითქმის ორჯერ მეტი ლიდერი და ინოვატორი ვიდრე 2020-ში. მათ შორის მოხვდნენ დეველოპერები, მხატვრები, მედიის აღმასრულებლები და ვენჩურული კაპიტალის დამფუძნებლები, რომლებიც ქმნიან ახალ შეუცვლელ აქტივებს, აგრძელებენ კრიპტო ფილანტროპიას და არღვევენ გლობალურ ფინანსებს BTC-ს მიერ პოპულარიზებული ტექნოლოგიებით.
ძმები Bruch-ები მუშაობენ NFT-ების Amazon-ის შექმნაზე. ისინი აწარმოებენ ბაზარს ხალხისთვის, რომელთაც ეძლევათ შესაძლებლობა იყიდონ, გაყიდონ და ივაჭრონ დამკვიდრებული ბრენდების, სპორტული გუნდების, ფილმის პერსონაჟების, მულტფილმების და სხვა პოპულარული ძველი მედიის კონტენტის NFT-ებით. „იფიქრეთ ციფრულ კოლექციონერებზე“.
24 წლის მაქსმა და 28 წლის ზაკმა ცოტა ხნის წინ ითანამშრომლეს ViacomCBS-თან და მოაგროვეს $50 მილიონი დოლარი რაუნდში, რომელსაც მილიარდერი Stevie Cohen-ის “hedge fund”-ი ხელმძღვანელობდა, აღნიშნული ბაზარს $333 მილიარდ დოლარად აფასებდა.
Caruso გახლავთ საინვესტიციო პარტნიორი Paradigm-ში, აღნიშნული არის კრიპტოზე ფოკუსირებული კომპანია, რომელიც 2018 წელს დაარსდა. Caruso-ს დამსახურებაა ინვესტიციების განხორციელება ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Axie Infinity, AI Arena .
Caruso აგრეთვე მანქანათმცოდნეობის კვლევის ჯგუფის წევრი იყო Google-ში სადაც ინჟინერის პოზიცია ეკავა, მათი შესწავლის ძირითადი მიმართულება „მომხმარებლის ქცევა“ გალხდათ. პარალელურად, Caruso ნახევარ განაკვეთზე Bessemer Venture Partners-ში მუშაობდა, როგორც ინვესტორი, რომელიც ორიენტირებული იყო სასაზღვრო ტექნოლოგიებზე: კრიპტო, მანქანათმცოდნეობა და კვანტური გამოთვლები.
Madfes-ი Tribe Capital-ის ($1,5 მილიარდ დოლარად შეფასებული საწარმოს) პარტნიორი და კრიპტო ინიციატივებს ხელმძღვანელი გახლავთ.
ის აგრეთვე ხელმძღვანელობდა ინვესტიციების მიმართულებას Akash Networks-ში, Eternal Return-ში, Lit Protocol-ში, Mnemonic-ში, Titan-ში, Visor Finance-სა და WeMeta-ში. ეხმარებოდა კომპანიას სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც მოიცავს გრძელვადიან პოზიციებს Liquid მონეტებსა და ტოკენებში, ისევე როგორც უშუალო ჩართულობას DAO-ებსა და დეცენტრალიზებულ თემებში.
Madfes-მა კრიპტო პროექტებში განხორციელებული ინვესტიციის ფარგლებში $100 მილიონზე მეტი ღირებულების პორტფელი შექმნა.
-იმ თეზისის ფარგლებში, რომ კრიპტო მალე გახდება ლეგიტიმური აქტივების კლასის წევრი, Michael Ippolito-მ და Jason Yanowitz-მა შექმნეს Blockworks-ი, ახალი ამბების საიტი ციფრული აქტივების ინვესტორებისთვის, რომელსაც ისინი უწოდებენ "The Bloomberg of Crypto"-ს.
2018 წელს დაფუძნების შემდეგ, ისინი გაფართოვდნენ და დაიწყეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტო პოდკასტის ქსელის, ასევე გლობალური კონფერენციებისა და ყოველდღიური გაზეთების გაშვება. მიმდინარე წელს $10 მილიონი დოლარის შემოსავალს ელიან.
Emily Yang-მა საკუთარი ცხოვრება სამუდამოდ მიუძღვნა NFT-ებს. მიმდინარე წლის დასაწყისში $525,000 დოლარად გაყიდა DeFi ანიმაცია და მიღებული შემოსავლით შექმნა „Stand With Asians Community Fund“-ი AAPI-ს მხარდასაჭერად.
Yang-მა უკვე $700 000 დოლარზე მეტი შესწირა ფონდებს, მან აგრეთვე დააარსა PleasrDAO, NFT კოლექცია საქველმოქმედო მიზნებისთვის, აღნიშნული მოიცავს $5,5 მილიონ დოლარად შეფასებულ Edward Snowden-ის NFT-ის, მისი გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი შემოწირულობის სახით პრესის თავისუფლებისთვის ბრძოლას მოხმარდება.
Alex Wilson-მა და Pat Duffy-მ კრიპტო ფილანტროპიის ახალი ინდუსტრიის შესაქმნელად 2018 წელს დაარსეს „The Giving Block”-ი. აღნიშნულმა კომპანიამ, შექმნა კრიპტო ფონდების მოზიდვის ყველაზე სრულყოფილი გადაწყვეტა და გახდა კრიპტო ფილანტროპიის წამყვანი პროდუქტი. მას იყენებს 700-ზე მეტი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელთაც, ერთობლივად, კრიპტო შემოწირულობების ფარგლებში $100 მილიონ დოლარზე მერი მოაგროვეს.
2021 წლის აგვისტოში Alameda-ს დამფუძნებელმა, მილიარდერმა Sam bankman-fried-მა კომპანიაში მომუშავე ტრეიდერები აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობაზე დანიშნა, მან კი ფოკუსირება FTX ბირჟაზე მოახდინა.
კომპანია დამატებითი შემოსავლის ინვესტიციას ბლოქჩეინ პლატფორმებში ახორციელებს, როგორიცაა Uniswap-ი და Compound-ი, ისინი აკავშირებენ კრედიტორებს და მსესხებლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, Alamada, აქტივის მიხედვით გამოიმუშავებს, დამატებით 7%-დან 50%-მდე.
როგორც აღმასრულებელი დირექტორიები, Allison-ი და Trabucco ერთად აკონტროლებენ ყველა ოპერაციას Alameda-ში, თანამშრომლებენ ორგანიზაციის სტრატეგიის შესასრულებლად, ფოკუსს ახდენენ სავაჭრო მაგიდის მართვაზე, აგრეთვე ზედამხედველობენ როგორც შიდა, ასევე გარე ოპერაციებს. მათი მთავარი მიზანი კომპანიის გაფართოება და განვითარებაა საუკეთესო კლასის ტექნოლოგიების და ტრადიციულ ფინანსურ სექტორში პოტენციური ბიზნესის განვითარებით გზით.
Allex Atallah-ი გახლდათ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, ის მუშაობდა Palantir-ში და ორ სტარტაპში. 2018 წელს მან საკუთარი კომპანია OpenSea-ი დაარსა.
OpenSea-ი არის ყველაზე დიდი Markerplace-ი სადაც მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება შეიძინონ და გაყიდონ შეუცვლელი ტოკენები (NFT). მიმდინარე წლის ივლისში, როდესაც კომპანიამ $330 მილიონი დოლარის NFT-ი ტრანზაქციები დაამუშავა, მოიზიდა $100 მილიონი დაფინანსება- 1,5 მილიარდი დოლარის შეფასებით. ბოლო სამი თვის განმავლობაში OpenSea-ს ყოველთვიური მოცულობის მაჩვენებელი $3 მილიარდ დოლარს აღწევს.
2020 წლის სექტემბერში დაარსებული კომპანია, Slingshot-ი წარმოადგენს მომხმარებლისთვის მოსახერხებელი პორტალს,რომლის დახმარებით შესაძლებელია DeFi სავაჭრო პლატფორმებზე მოხვედრა, მათ შორის არის Uniswap-ი.
მინესოტას უნივერსიტეტის, კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით სწავლის დასრულების შემდგომ , Bembry-მ დაარსა Toshint Capital-ი, Crypro Hedge-ი, აგრეთვე მიიღო მონაწილეობა Coinbase-ის მიერ 2019 წლის დეკემბერში შეძენილი Astro Wallet-ის მშენებლობაში.
2017 წელს, Coinbase-სა და Uber-ში მუშაობის შემდეგ, Juliano-მ დაარსა dYdX-ი, კრიპტო დერივატივებით ვაჭრობის პლატფორმა, რომელიც ემსახურება პროფესიონალ ტრეიდერებს აშშ-ს ფარგლებს გარეთ.
კომპანიის ყოველდღიური ვაჭრობის საშუალო მოცულობა, დაახლოებით $2 მილიარდ დოლარს შეადგენს (აღნიშნული მაჩვენებელი Coinbase-ს შემთხვევაში - $5 მილიარდი დოლარია).
2021 წლის პირველ ნახევარში სტარტაპმა (რომელიც 19 ადამიანს აერთიანებს) $75 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიის წევრები, წლის დასასრულს $125 მილიონი დოლარის შემოსავალს ვარაუდობენ, $80 მილიონი დოლარის წმინდა მოგებით.
$22.5 მილიონი დოლარის შეგროვების შემდეგ, რათა დახმარებოდა The Graph-ს ღია კოდის ინსტრუმენტის შექმნაში, რომელიც საშუალებას აძლევს Ethereum-ის დეველოპერებს გაიგონ, თუ როგორ გამოიყენება მათი პროდუქტები, Tegan Kline-მა დააარსა Edge & Node, რათა დახმარებოდა პროექტს განეხორციელებინა მონეტიზაცია.
Edge & Node თავდაპირველად დაფინანსდა GRT ტოკენის 8%-იანი წილით, რომელიც დღეს დაახლოებით $648 მილიონს უდრის. Kline-ი ასევე ხელმძღვანელობდა Edge & Node-ის ინვესტიციებს The Graph-ის იდენრტურ პროექტებში . მან კარიერა საინვესტიციო ბანკ BAML-ში დაიწყო. ბლოქჩეინის არმოჩენამდე აგრეთვე მუშაობდა Barclay-ს გაყიდვებში. მოგვიანებით კი, 2018 წელს შეუერთდა Ethereum VPN Orchid-ის გუნდს.
დაბადებული რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ ვოლგოგრადში, Elena გახლავთ Iron Fish-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - საკიუთარი კომპანიის დაარსებამდე მუშაობდა Microsoft-სა და Airbnb-ში.
Iron Fish-ი გახლავთ Layer 1 ბლოქჩეინი. აღნიშნული უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის უძლიერეს გარანტიებს ყოველ განხორციელებულ ტრანზაქციაზე. zk SNARKs-ის და დაშიფვრის უმაღლესი სტანდარტების გამოყენებით, Iron Fish-ი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას განახორციელონ სრული კონტროლი და მიიღონ ინფორმაცია განხორციელებული ტრანზაქციების დეტალებზე.
TRM Labs უზრუნველყოფს სასამართლო ანალიზს IRS-ისთვის და ათობით სხვა კომპანიისთვის. TRM საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ რისკები და განახორციელონ შესაბამისობა ფინანსურ ინსტიტუტებთან, კრიპტო ვალუტის, ბიზნესისა და სამთავრობო უწყებების გლობალური საზოგადოებისათვის.
ლიცენზიების გადახდის საშუალებით კომპანია იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს დადგენა თუ საიდან მოვიდა აქტივი, ვის ეკუთვნის იგი და შეაფასოს ამ მფლობელის რისკი, ფირმა გასული წლის შემდეგ 700%-ით გაიზარდა და წელს რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალი გამოიმუშავა.
Rahul Raina TRM Labs-ის თანადამფუძნებელი დაიბადა ნიუ დელიში, ინდოეთი, დაამთავრა მიჩიგანის უნივერსიტეტი ბიზნესისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით. აღნიშნული კომპანია მან 2018 წლის აპრილში დაარსა.
Audius-ს საშუალებას აძლევს მუსიკოსებს, შექმნან საკუთარი ბიზნეს მოდელები კრიპტოგრაფიის გამოყენებით, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლევენ აკონტროლოს საკუთარი შემოსავლები, და აღკვეთონ მათი თვითნებური ხელყოფის სავარაუდო შესაძლებლობები.
მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა ჯერ არ გახლავთ მონეტიზირებული 100,000-მა მუსიკოსმა უკვე ატვირთა საკუთარი სიმღერა პლატფორმაზე და გასულ თვეში 6 მილიონამდე მსმენელი დაფიქსირდა სისტემაში.
მოსალოდნელია კომპანიის სამომავლო ზრდა, მას შემდეგ რაც აგვისტოში აპლიკაცია TikTok-ის მიერ გაკეთდა განცხადება, რომლის ფარგლებშიც Audius-ის მომხმარებელ მუსიკოსებს საშუალება მიეცემათ პირდაპირ გააზიარონ მუსიკა საიტზე.
Stanford-ის უნივერსიტეტის, „დედამიწის სისტემის” საბაკალავრო კურსის დასრულების შემდგომ, Snyder-ი მუშაობდა Emmy-ს გამარჯვებულ დოკუმენტურ ფილმ „Mission Blue“-ზე, ქალი ოკეანოგრაფის შესახებ.
2018 წელს კი, Snyder-მა დაარსა 21Shares-ი, რათა აეშენებინა კრიპტო-ინვესტირების დახვეწილი ტექნოლოგია, რომელსაც დედამისი გამოიყენებდა. ახლა $700 მილიონ დოლარად შეფასებული კომპანია, იხდის 2%-იან მენეჯმენტის საფასურს 4 ქვეყანაში 15 ETP-სთვის.
აღნიშნულ სიაში ასევე მოხვდნენ, Fidelity Digital Assets-ის პროდუქტ მენეჯმენტის დირექტორი, 29 წლის Ben Spiegelman-ი და 28 წლის TaxBit-ის თანადამფუძნებელი Justin Woodward-ი.