November 20, 2022

ENJINSTARTER - შემდეგი თაობის LaunchPad


რა არის ENJINSTARTER?

Enjinstarter არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ბლოკჩეინის Launchpad, რომელიც ორიენტირებულია Gamefi/Metaverse/NFT/Music/Move2Earn პროექტებზე.

Enjinstarter-ის პარტნიორები არიან Gaming სტუდიები, ქსელები(მაგალითად Enjin), ინფლუსერები, სადისტრიბუციო ცენტრები, კრიპტო ბირჟები, სათამაშო გილდიები და ვენჩურული კომპანიები.

Enjinstarter საშუალებას აძლევს თამაშის დეველოპერებს და შემქმნელებს გამოიყენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგია, რათა გადაიტანონ და გააერთიანონ თავიანთი NFT-ები ნებისმიერი ჯაჭვიდან Efinity-ში. Efinity არის Enjinstarter-ის საკუთრების პლატფორმა(proprietary platform), რომელიც მიზნად ისახავს თამაშის დეველოპერებს დაეხმაროს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მეშვეობით კაპიტალის მოზიდვის კამპანიების განხორციელებაში.

Launchpad გაეშვა 2021 წლის 4 ოქტომბერს და მას შემდეგ დაასრულა 30+ IDO, მათ შორის რამდენიმე წარმატებული პროექტი და შესაბამისად დიდი ROI მაგალითად:

• The Kill Box - 53X
• PathDAO - 28X
• Defina - 24X

Enjin-ის JumpNet-ზე აგებული EnjinStarter საშუალებას აძლევს კონტენტის შემქმნელებსა და მოთამაშეებს მოაწყონ კაპიტალის მოზიდვის კამპანიები. ასევე, პლატფორმა საშუალებას აძლევს მათ შექმნან ძლიერი საზოგადოებები და მხარდაჭერის სისტემები ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით.

ვინ არიან Enjinstarter-ის დამფუძნებლები?

Enjinstarter ამოქმედდა გამოცდილი ბლოკჩეინის დეველოპერებისა და მეწარმეების მრავალფეროვანი გუნდის მიერ. Prakash Somosundram , პლატფორმის CEO, ადრე მუშაობდა ბლოკჩეინთან და ფინტექთან დაკავშირებული რამდენიმე პროექტის მრჩევლად, როგორიცაა iBG Finance, CGX.io და BCMG Genesis Bitcoin Fund. კომპანიის CTO - Alvin Tang არის გამოცდილი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, რომელიც Enjinstarter-მდე დააარსა და ხელმძღვანელობდა სინგაპურში დაფუძნებულ პროგრამულ კომპანიას 14 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

Enjinstarter ასევე სარგებლობს რამდენიმე მძიმე წონის მხარდაჭერით ბლოკჩეინის სათამაშო სივრცეში. მის ანგელოზ ინვესტორებს შორის არიან Gabby Dizon, YGG-ის თანადამფუძნებელი , Maxim Blagov და Witek Radomski, Enjin-ის CEO და CTO, ასევე მრავალი მაღალი დონის ვენჩურული კაპიტალის ფონდები.

რა ქმნის ENJINSTARER-Ს განსაკუთრებულს?

Enjin-თან პარტნიორობით, Enjinstarter-ს აქვს კარგი შესაძლებლობა, დაეხმაროს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ თამაშებსა და აპებს გამოიყენონ Enjin-ის ტექნოლოგია და ინფრასტრუქტურა, რაც, თავის მხრივ, ზრდის მათ ზრდას. ეს მოიცავს მათი შვილობილი პროექტების მშენებლობას Gas-Free Jumpnet ბლოკჩეინზე, ასევე Efinity-ზე - პოლკადოტზე დაფუძნებულ NFT პარაჩეინზე. Enjinstarter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Prakash Somosundram-მა განაცხადა, რომ პროექტი იზიარებს Enjin-ის ხედვას ბლოკჩეინ თამაშებისა და მეტავერსიის შესახებ და დიდი პატივია წვლილი შეიტანოს Enjin-ის ამბიციურ საგზაო რუკაში.

Enjinstarter-მა უკვე წარმატებით განახორციელა რამდენიმე პროექტი. მაგალითად: Pixelverse - შემდეგი თაობის NFT მეტავერსი თამაშებისთვის, ქომუნითებისთვის და შემქმნელებისთვის.

ტოკენომიკა

$EJS-ის მთლიანი მიწოდება ხუთი მილიარდია. განაწილება ასეთია:

• Seed რაუნდი - 10%
• კერძო გაყიდვა 1 -13%
• კერძო გაყიდვა 2 - 3%
• საჯარო გაყიდვა - 1%
• ENJINSTARTER გუნდი - 15%
• სტრატეგიული - 10%
• კომპანიის რეზერვი - 20%
• ჯილდოები(Reward) - 20%
• ეკოსისტემის ფონდი - 8%

$EJS შეიძლება გამოყენებულ იქნას Enjinstarter-ის მიერ ინკუბირებული პროექტების ინვესტიციებისა და განვითარების დასაჩქარებლად.


სტატისტიკა

• საბაზრო კაპიტალი - $4,464,456
• ვაჭრობის მოცულობა - 126,500
• საბაზრო რანგი - 3409-ე ადგილი

დასკვნა

ENJINSTARTER არის ერთ-ერთი ინოვაციური და ახალი თაობის პროექტი, რომელიც გვთავაზობს მაღალი დონის, მრავალფეროვან ეკოსისტემას, რომელსაც ზურგს უმაგრებს გამოცდილი, გავლენიანი და დიდი კომპანიები, ვენჩურული ფონდები და ადამიანები.