სიახლეები
June 18, 2022

The Merge: Ethereum-ის ყველაზე დიდი განახლება

რამდენიმე თვე რჩება „ნანატრი“ The Merge განახლებამდე, აღნიშნული იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი Ethereum-ის განვითარებისათვის.

ცვლილება შეეხება არა მხოლოდ კონსენსუსის ალგორითმს, არამედ Ethereum-ი გახდება ეკოლოგიურად სუფთა და დეფლაციური, რაც დადებითად იმოქმედებს მის ფასზე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

  • მიმდინარეობს საბოლოო მზადება, რათა Ethereum-ი გადავიდეს Proof-of-Stake კონსენსუს ალგორითმზე, The Merge განახლების გააქტიურების საფუძველზე.
  • განახლება იმოქმედებს კრიპტოვალუტის ფუნდამენტურ თვისებებზე, გახდის მას დეფლაციურს და ბევრად უფრო ეკოლოგიურად სუფთას.
  • Ethereum-ის ფასზე ზემოქმედებას განახორციელებს დამოუკიდებლად ვალიდატორების რაოდენობა და On-chain აქტივობები.

შვიდწლიანი მოგზაურობა

Proof-of-Work-დან (PoW) Proof-of-Stake-ზე (PoS) გადასვლა გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული განახლება Ethereum-ის ისტორიაში. პროცესი, რომელიც შვიდი წელია მიმდინარეობდა, დასასრულს უახლოვდება.

უკვე განხორციელებულ განახლებას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ: Serenity, Casper, Shasper, Ethereum 2.0 და ბოლოს The Merge.

განახლება შეცვლის კონსენსუსის მექანიზმს, რომელიც განსაზღვრავს ტრანზაქციების დადასტურებისა და ბლოკების გაცემის პრინციპებს.

2014 წლიდან დეველოპერები იკვლევენ PoS-ის შესაძლებლობებს, როგორც Proof-of-Work სისტემების ალტერნატივას. ახალი ალგორითმის სიახლისა და არასაკმარისი ცოდნის გამო, Ethereum-ი 2015 წელს ამოქმედდა Proof-of-Work-ზე დაფუძნებული Ethash ტექნოლოგიის საფუძველზე.

იმავე წელს დეველოპერებმა წარმოადგინეს ამბიციური “Road Map” რომელშიც განვითარების ბოლო ეტაპს Serenity ეწოდა. აღნიშნულში წარმოდგენილ იქნა ვარაუდი Ethash-დან სტაბილურ PoS ალგორითმზე სრული გადასვლის შესახებ.

ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია Ethereum-ის ენერგოეფექტურობის გაზრდაა. დეველოპერები მოელიან, რომ შერწყმა ენერგიის ხარჯებს 99,9%-ზე მეტით შეამცირებს.

მაინერების ნაცვლად, ვალიდატორები შეასრულებენ ცენტრალურ როლს ქსელში, რომელთაგან თითოეული მოითხოვს 32 ETH გირაოს სახით მუშაობისთვის.

Galaxy Digital Research მკვლევარების აზრით, აღნიშნული განახლება არ შეცვლის მომხმარებლის ურთიერთქმედების ალგორითმებს dapp-ებთან.

ინფლაციიდან დეფლაციამდე

ამჟამად, Ethereum-ის ახალი ემისიის უმეტესი ნაწილი ტრადიციულ PoW ბლოკჩეინზე მიმდინარეობს - შესრულების დონეზე. მაინერები იღებენ 2 ETH-ს თითო მოპოვებული ბლოკისთვის, რაც 12000-ზე მეტი ETH-ია დღეში.

ETH-ის მცირე ნაწილი Beacon Chain-ზე გაიცემა. ამ PoS-ზე დაფუძნებულ ქსელს კონსენსუსის დონეს უწოდებენ.

Beacon Chain-ის (ასევე ცნობილი, როგორც Ethereum-ის მეორე ვერსიის ნულოვანი ფაზა) გაშვება 2020 წლის 1 დეკემბერს შედგა.

კონსენსუსის დონეზე გამოშვებული ETH-ის რაოდენობა მერყეობს ვალიდატორების რაოდენობისა და „დასტეიკებული“ მონეტების მოცულობით.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ემისიაზე, გახლავთ ტრანზაქციის საკომისიოს ნაწილის დაწვა, რაც დამოკიდებულია ქსელის გადატვირთულობაზე. ეს მექანიზმი (EIP-1559) გააქტიურდა ლონდონის Hard Fork-ის დროს, რის შემდეგაც 2,4 მილიონზე მეტი ETH დაიწვა.

ამჟამინდელი 12,7 მილიონი „დასტეიკებული“ ETH-ით, (ბაზრის მიწოდების დაახლოებით 10%) და ყოველდღიური დაწვის მაჩვენებლით 7900 ETH-ის ფარგლებში, ინფლაცია იქნება 2,1%. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი ემისიის წლიური მოცულობა დაახლოებით 5.4 მილიონი ETH-ი იქნება.

ქვემოთ აღნიშნულ სურათზე ნაჩვენებია დაწვის სიჩქარის თუ როგორ მოქმედებს დაწვის სიჩქარისა და დასტეიკებული ETH კონსენსუსის დონეზე განხორციელებული ცვლილებები Ethereum-ის ყოველდღიურ მიწოდებაზე.

The Merge-ის გააქტიურებით ემისიის მექანიზმი აღარ გაითვალისწინებს ფიქსირებულ ჯილდოს მაინერებისთვის თითო ბლოკის ფარგლებში. ვალიდატორებისთვის ჯილდოს სახით ETH-ის ოდენობა დინამიურად შეიცვლება, აღნიშნული პროცესი 6.4 წუთი-ს განმავლობაში გაგრძელდება.

ვთქვათ, რომ კონსენსუსის დონეზე ჩართულია - 11 მილიონი ETH. ზემოთ ნაჩვენებ სურათში ჩანს რომ ამ პარამეტრით, 1511 ETH გაიცემა დღეში.

თუ გავითვალისწინებთ მონეტების დაწვის მექნიზმს - მაგალითად, 4000 ETH დღეში - Ethereum-ი გახდება დეფლაციური. ამ პარამეტრებით მიწოდების მოცულობა შემცირდება 2489 ETH-ით დღეში ან 0,77%-ით წელიწადში.

დამწვარი ETH-ის მოცულობა პირდაპირ დამოკიდებულია On Chain აქტივობაზე, რომელიც, DeFi-სა და NFT-ის გარშემო აჟიოტაჟის დასრულების შემდეგ, მცირდება.

ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა გვიჩვენებს, რომ 2021 წლის მაისის პიკთან შედარებით, Ethereum ქსელში ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დღიური მაჩვენებელი 1 მილიონ ნიშნულზე დაბალია, რაც შესაბამისობაშია 2018 წლის დასაწყისის მაჩვენებლებთან.

„თუ მომხმარებლის მიერ Ethereum-ის მიღებადობა გაგრძელდება Merge-ის განახლებიდან მომდევნო თვეებსა და წლებში, Ethereum-ის მიწოდება კიდევ უფრო სწრაფად შემცირდება“, - განაცხადეს Galaxy Digital Research-ში.

შემდეგ, მათი თქმით, მეორე უდიდესი კრიპტოვალუტის ღირებულება კაპიტალიზაციის მიხედვით გაიზრდება, განსაკუთრებით ღირებულების შენარჩუნების კონტექსტში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, PoS ქსელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ არა ენერგო ინტენსიური მაინერები, არამედ ვალიდატორები, რომლებიც ბლოკავემ ქსელში მიწოდებას ETH-ის სახით. რაც უფრო მეტი მონეტაა დასტეიკებული, მით უფრო რთულია პოტენციური თავდამსხმელისთვის სისტემაზე კონტროლის მოპოვება და ტრანზაქციების ისტორიის შეცვლა.

Ethereum-ის კონსენსუსის დონე შექმნილია იმგვარად, რომ ვალიდატორის ჯილდოები ავტომატურად რეგულირდება დასტეიკებული Ethereum-ის მოცულობის მიხედვით.

ETH წლიური ემისია vs. ვალიდატორის წლიური შემოსავალი, Galaxy Digital Research-ის მონაცემები

როდესაც სტეიკინგში იზრდება ETH-ის რაოდენობა და ქსელში ბევრი აქტიური ვალიდატორია, ამ უკანასკნელის მომგებიანობა მცირდება.

საპირისპირო სიტუაციაში, როდესაც სტეიკინგში მცირე რაოდენობის ვალიდიატორი და მონეტაა, შემოსავლიანობა იზრდება, რათა წაახალისოს მათი უფრო აქტიური მონაწილეობა ქსელში.

06/08/2022 მდგომარეობით, ქსელში გახლავთ 399,554 ვალიდატორი.

იმ ანგარიშების რაოდენობის ზრდის დინამიკა, რომლებმაც განახორციელეს 32 ETH Ethereum-ის დეპონირება 2.0 დეპოზიტის კონტრაქტში. მონაცემები: Glassnode.

ალგორითმულად ცვალებადი ემისიის მაჩვენებელი უზრუნველყოფს იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ETH არის დასტეიკებული, ვალიდატორები ყოველთვის საკმარისად მოტივირებულნი არიან იმუშაონ.

„თუმცა, მსგავსი დინამიური მიდგომა ითვალისწინებს გარკვეულ სირთულეებს, როდესაც საქმე ეხება Ethereum-ის მონეტარული პოლიტიკის გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზირებას“, - ხაზგასმით აღნიშნეს Galaxy Digital Research ექსპერტებმა.

სტეიკინგში ETH-ის რაოდენობისა და დამწვარი მონეტების რაოდენობის გარდა, ანალიტიკოსებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ნაკლებად მნიშვნელოვანი ინდიკატორები: ონლაინ ვალიდატორები.

ზემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ETH მიწოდების პროგნოზირებულ შემცირებას the Merge-ს გააქტიურების შემდეგ. Ultra Sound Money სერვისის თანახმად, წელიწადში 2,9 მილიონი ETH-ის დაწვა ხორციელდება (ანუ დაახლოებით 8000 ETH დღეში, რაც საშუალოა EIP-1559-ის გააქტიურების შემდეგ), მიმოქცევაში არსებული მონეტების რაოდენობა წელიწადში 2%-ით შემცირდება.

შემოსავლის სტრუქტურაზე ასევე სხვა ფაქტორები იმოქმედება:

  • პრიორიტეტზე გადასახადები, რომლებსაც ამჟამად იღებენ Ethereum მაინერები, The Merge-ს გააქტიურების შემდეგ აქტიურ ვალიდატორებად იქნებიან წარმოდგენილნი. Coin Metrics-ის მიხედვით, მათი ჯამური ოდენობა დღეში 1000 ETH-ზე ოდნავ მეტია და დაახლოებით იგივეა ვალიდატორების ყოველდღიური შემოსავალი. შესაბამისად, ამ უკანასკნელის შემოსავალი გაორმაგდება.
  • ამის გარდა ვალიდატორები მიიღებენ Maximum Extractable Value (MEV)-ს. Flashbots-ის მკვლევარის ალექს ობადიამის გამოთვლით, რომ MEV-მა შეიძლება გაზარდოს მათი შემოსავალი 75%-ით.

ლიკვიდური სტეკინგი და ცენტრალიზაციის რისკები

Beacon Chain-ის მზარდი წილი Staking-as-a-Service (SaaS) მოდელზე მოქმედ პლატფორმებზე ისახება. ამ სეგმენტში უდავო ლიდერია ლიკვიდური სტეიკინგის სერვისი Lido.

ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა აჩვენებს, რომ დიდ ბირჟებს ასევე გააჩნიათ მნიშვნელოვანი წონა: Kraken, Binance და Huobi.

SaaS პროვაიდერების პოპულარობა მეტწილად განპირობებულია იმით, რომ ასეთი პლატფორმები მნიშვნელოვნად ამარტივებს და ახდენს სტეიკინგის დემოკრატიზაციას დელეგირების შესაძლებლობის ფარგლებში. მომხმარებლებს არ დასჭირდებათ 32 ETH ფლობა - შესაძლებელი იქნება მცირე რაოდენობით გამოყენება, ასევე არ იქნება საჭირო ღრმა ტექნიკური ცოდნა.

ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა აჩვენებს, რომ Lido დიდი მაჩვენებლით უსწრებს კონკურენტებს თავის სეგმენტში.

Bankless-ის თანადამფუძნებელი რაიან შონ ადამსი ვარაუდობს, რომ დროთა განმავლობაში, ETH გახდება მუდმივი ინტერნეტ ობლიგაციების მსგავსი, რომელთა მფლობელები ერთდროულად იქნებიან კრედიტორები და ქსელის მფლობელები. ამრიგად, ETH , როგორც ძირითადი აქტივი, სულ უფრო და უფრო ნაკლებად იქნება ჩართული Dapps-ებში.

SaaS პროვაიდერებისგან საინტერესო ვარიანტების ფართო სპექტრის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ მათი პოპულარობის შემდგომ ზრდას და, შესაბამისად, მართვის ქვეშ მყოფი აქტივების (TVL) ღირებულების ზრდას.

სეგმენტში შეიმჩნევა დეცენტრალიზაციის ტენდენცია. მაგალითად, Lido ახორციელებს განაწილებული ვალიდატორის ტექნოლოგიას. უფრო ახალი სერვისი, Rocketpool, თანდათან იძენს იმპულსს და პოზიციონირებს როგორც დეცენტრალიზებული სტეიკინგ პლატფორმა.

როდის გააქტიურდება Merge?

მიმდინარეობს The Merge-ის ტესტირება: 8 ივნისს Ethereum-ის დეველოპერების მიერ განხორციელდება Ropsten-ის ქსელის PoS-ზე გადასვლა. მომავალი რამოდენიმე კვირის განმავლობაში ასევე იგეგმება სატესტო ქსელების Goerli и Sepoila-ს გადასვლა.

2022 წლის მაისში, ერთ-ერთმა წამყვანმა დეველოპერმა, პრესტონ ვან ლოონმა, გამოაცხადა, რომ Mainnet გადასვლა PoS-ზე მოხდება აგვისტოში. ვიტალიკ ბუტერინმა ასევე დაასახელა ზაფხულის ბოლო თვეს ყველაზე სავარაუდო თარიღად, თუმცა მისი თქმით შესაძლებელია განხორციელდეს ღონისძიების გადადება სექტემბერ-ოქტომბერში "პოტენციური რისკების" შემთხვევაში.

Messari-ის კონსერვატიული სცენარების მიხედვით, The Merge სრულად ნოემბერ-დეკემბერში გააქტიურდება.

სამომავლო განვითარება

The Merge-s გააქტიურების შემდეგ, შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენა Shanghai Hard Fork-ი გახდება. ის შექმნილია ქსელის მასშტაბურობის გასაზრდელად, დადებული თანხების გატანის ხელმისაწვდომობისთვის და Ethereum ვირტუალური მანქანის (EVM) განახლებისთვის.

მარტში, ვიტალიკ ბუტერინმა ახალი იდეის - Proto-danksharding-ის შესახებ. მონაცემთა ვალიდაციის შესაძლებლობა, რომელიც ფოკუსირებულია ტრანზაქციებზე, რომლებიც ატარებენ ე.წ ბლობებს, რომლებიც არ შეიძლება შესრულდეს EVM-ის მიერ.

დასკვნის სახით შესაძლებელია ითქვას, რომ ოპტიმისტური პროგნოზების მიხედვით, The Merge-ის გააქტიურება მოსალოდნელია აგვისტოში. თუმცა, Merge პროცესის ტექნიკური სირთულის გათვალისწინებით და დეველოპერების ტენდენციის გათვალისწინებით, ეს ღონისძიება შესაძლოა გვიან შემოდგომამდე გადაიდოს.

საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში Ethereum შეიძლება გახდეს უფრო მიმზიდველი საინვესტიციო კრიპტოვალუტა. პირველ რიგში, პროექტი დაამტკიცებს მის ანტიმყიფეობას. მეორეც, აქტივი გახდება ეკოლოგიური კეთილგანწყობის ტენდენციასთან შესაბამისი.

The Merge - არ გახლავთ Ethereum-ის უკანასკნელი განახლება. აღნიშნული ხელს შეუწყობს სკალირების პრობლემის გადაჭრას, სადაც დიდ როლს თამაშობს Rollups.