ალტკოინები
September 19, 2021

სოლანა (SOL)

Blockchain

სოლანა არის კრიპტოვალუტა, რომელიც მუშაობს ახალი თაობის ბლოკჩეინით, მონეტა იყენებს უნიკალურ კონსენსუსის მექანიზმს, სახელწოდებით ისტორიის დადასტურება (PoH). მისი სახელი ითარგმნება როგორც "ისტორიის დამტკიცების ალგორითმი". რაც საშუალებას გაძლევთ ზუსტად განსაზღვროთ როდის მოხდა კონკრეტული მოვლენა ან ტრანზაქცია.

უმარტივესი ახსნა, თუ როგორ მუშაობს POH არის შემდეგი მაგალითი: თუ თქვენ გადაუღებთ ფოტოს ახალად გამოსულ გაზეთს, შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ ეს ფოტო გადაღებულია გაზეთის დაბეჭდვის შემდეგ. POH– ის პრინციპი იგივეა: ისტორიის მტკიცებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ისტორიული ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ მოვლენა მოხდა დროის კონკრეტულ მომენტში.

Staking

SOL კრიპტოვალუტა საშუალებას აძლევს მის მფლობელებს გამოიმუშაონ სარგებელი სტეიკინგზე - მიიღონ შემოსავალი ქსელის მხარდასაჭერად, უბრალოდ მათ ანგარიშზე მონეტების შენახვისა და მათი დახარჯვის გარეშე. SOL ასევე აძლევს უფლებას მის მფლობელს მონაწილეობა მიიღონ პროექტის მენეჯმენტში.

რა არის ეს კრიპტოვალუტა, როგორ მუშაობს იგი?


სოლანას ქსელს აქვს ძალიან მაღალი გამტარობა. ბლოკჩეინს შეუძლია განახორციელოს 710 000 მდე ტრანზაქცია წამში (შედარებისთვის, VISA მხარს უჭერს მხოლოდ 65 ათას ოპერაციას წამში). ამავდროულად, საკომისიოები ქსელში მინიმალურია, ხოლო კრიპტოვალუტა მთლიანად დეცენტრალიზებული. 2021 წლის მოცემულობიღ სოლანას ქსელში განხორციელებული ტრანზაქციის საფასური შეადგენს დაახლოებით 1 აშშ დოლარს ყოველ 100,000 აშშ დოლარის გადარიცხვაზე. სოლანას განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს გადარიცხვების სიჩქარის კიდევ უფრო გაზრდას საკომისიოს გაზრდის გარეშე.

სწორედ ზევით აღნიშნული ისტორიის დამტკიცების ალგორითმი (POH) აძლევს შესაძლებლობას პროექტს უზრუნველყოს დიდი რაოდენობის ტრანზაქციების მხარდაჭერა. ტექნოლოგიის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ქსელების უმეტესობა კარგავენ დიდი რაოდენობით დროსა და რესურსებს ქსელის კვანძებს შორის მომხდარი ტრანზაქციების სინქრონიზაციისათვის. SOL – ის შემქმნელებმა შექმნეს ცენტრალიზებული საათი, რომლის საშუალებითაც ყველა კვანძის შემოწმება შესაძლებელია რესურსების ხარჯვის გარეშე.

ასევე, სოლანას მაღალი გამტარუნარიანობა უზრუნველყოფილია პროტოკოლი TURBINE - ის პროტოკოლით . მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული ნოდი (კვანძი) არ აგზავნის ინფორმაციას მთლიან ქსელში, არამედ აზიარებს მონაცემებს ასე ვთქვათ მხოლოდ მეზობლებთან და ისინი, თავის მხრივ მათ მეზობლებთან. სმარტ კონტრაქტები გაშვებას იწყებენ პროტოკოლი - SEALEVEL - ის გამოყენებით, რაც ასევე უზრუნველყოფს ოპერაციების მაღალ სიჩქარეს.

SOL- ის დაფუძნების ისტორია


კრიპტოვალუტა სოლანა გამოჩნდა 2017 წლის ბოლოს. შექმნის იდეა და შემდეგ მისი რეალიზება განხორციელებული იყო Qualcomm- ის, Intel- ისა და Dropbox- ის ყოფილი ინჟინრების მიერ. პროექტის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გახდა წარმოშობით რუსი ანატოლი იაკოვენკო. ასევე შექმნისთვის დიდი წვლილი შეიტანეს გრეგ ფიჯერალდმა, სტივენ აკრიჯმა და რაჯ გოკალმა.

დღევანდელ დღეს სოლანას გუნდი 20 ზე მეტი სპეციალისტისგან შედგება.

სოლანას პროექტის მახასიათებლები


SOL– ის განვითარების პროცესმა განვლო უპრეცედენტო გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ეკოსისტემები ქმიდნენ ახალი დონეებს მათ ბლოკჩეინებში, სოლანამ შეიმუშავა ერთი დონე. ეს დონე ამცირებს ეკოსისტემაში შესვლის ღირებულებას და უზრუნველყოფს ოპერაციის სიმარტივეს. გარდა ამისა, ეს მიდგომა საშუალებას აძლევს სოლანას შეინარჩუნოს თავსებადობა სხვა ასე ვთქვათ თანატოლ სისტემენთან, მათ შორის ეთერიუმზე დაფუძნებულ სისტემებთან.

სოლანას ბლოკჩეინი ძალიან მიმზიდველია დეველოპერებისთვის. უპირველეს ყოვლისა სისტემა თავად გაძლევთ საშუალებას დაწეროთ პროგრამები მის შიგნით და არა მესამე მხარის რესურსებზე, რაც უზრუნველყოფს თანმიმდევრულობას და განვითარების სიმარტივეს. მეორეც, სისტემა იყენებს ძალიან პოპულარულ პროგრამირების ენას - RUST - ს. რის შედეგადაც, დეველოპერებს არ სჭირდებათ დამატებითი ცოდნა SOL– ში სამუშაოდ.

სოლანას პროექტის როლი და SOL კრიპტოვალუტა


სოლანას ეკოსისტემა მჭიდროდ არის ინტეგრირებული თანამედროვე კრიპტო სამყაროში. მაგალითად, Tether (USDT)– მა გამოუშვა სტეიბლქოინი - USDT სოლანას ბლოკჩეინზე. გარდა ამისა, SOL კრიპტოვალუტა მჭიდრო კავშირშია SERUM პროტოკოლთან. მაგალითად, ბიორჟა SERUM - მა გამოიყენა სოლანას მიერ შექმნილი სისტემა ბირჟის შესაქმნელად. კერძოდ, SERUM - მა შექმნა ლიმიტირებული ორდერების ცენტრალური წიგნი (CLOB) ჯაჭვზე, რომელის განახლება ხდება ყოველ 400 მილიწამში, რათა პლატფორმაზე მოვაჭრე ტრეიდერები უზრუნველყოფილები იყვნენ აქტივების უახლესი ფასებით.

სოლანას დეცენტრალიზებული სისტემა, საშუალებას გაძლევთ დაწეროთ პროგრამები მის პლატფორმაზე, რომლებიც მუშაობენ სწრაფად და სტაბილურად, ხოლო მომხმარებლებს აღნიშნული სერვისი დაბალი ფასად უჯდებათ. მარტივი უპირატესობისა და მიმზიდველობის გასაგებად, გადახედეთ/შეადარეთ Ethereum - ის ქსელში განხორციელებული ტრანზაქციების ღირებულება, რამაც შეიძლება ათობით ან ასობით დოლარიც კი მიაღწიოს.

ბუნებრივია, სოლანას ეკოსისტემის პოპულარობის განვითარება და ზრდა გულისხმობს კრიპტოვალუტა სოლანას პოპულარობის ზრდას. მონეტა არის უსწრაფესი მთლიან კრიპტოინდუსტრიაში, მისი მასშტაბები ძალიან მიმზიდველია. მონეტის ყიდვა-გაყიდვა და მისით ვაჭრობა შესაძლებელია ბევრ პოპულარულ ბირჟაზე, ხოლო მისი კურსი სტაბილურად იზრდება. მონეტების საერთო ემისია 500 მილიონი მონეტაა. კრიპტოვალუტა გამოიყენება როგორც პლატფორმის შიდა ვალუტა, მათ შორის საკომისიოების გადასახადებისა და ქსელური პროგრამების გაშვებისათვის. ვფიქრობთ სოლანას აქვს უდიდესი მომავალი და შორ პერსპექტივაში მისი საჭიროებიდან და განვითარებიდან გამომდინარე წამყვან პოზიციებს დაიკავებს მთლიან ციფრულ ერაში.