ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
ტელეგრამ არხების და ჯგუფების უმრავლესობა, ვაჭრობისათვის მნიშვნელოვან ფაქტორად მხოლოდ ტექნიკურ ანალიზს განიხილავს.
ძალიან ცოტა თუ წერს რისკ-მენეჯმენტის და ფსიქოლოგიისმნიშვნელობაზე.
ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ პატერნების, სანთლების და ინდიკატორების იდელური ცოდნა არ წარმოადგენს საკმარის პირობას, სტაბილურად მომგებიანი ვაჭრობისათვის.
ტექნიკური ანალიზი შესაძლებელია მოვიხსენიოთ, როგორც ე.წ „ალბათობის მეთოდი“, რომელიც იძლევა მხოლოდ სუსტ მინიშნებას ფასის შესაძლო, სამომავლო მიმართულების შესახებ. ყველაზე უნაკლო პატერნებიც კი - ხშირად არ მუშაოს და არსებითად უსარგებლო აღმოჩნდება. ტრეიდინგის ამ სფეროს შესწავლა - მხოლოდ ახლა იწყება.
მოდით, ვისაუბროთ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე და გავამყაროთ რამოდენიმე მითი.
ჩვენს მიერ აღნიშნული სტატიის შექმნის მთავარი მიზანი გახლავთ, შევძლოთ თქვენი დაფიქრება ვაჭრობისადმი თქვენს არსებულ მიდგომაზე.
მიდგომა, რომელიც შედგება სამი ელემენტისაგან:
აღნიშნული გახლავთ, გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ სად უნდა გაიხსნას და დაიხუროს პოზიცია. აღნიშნულის ინსტრუმენტი გახლავთ - ტექნიკური ანალიზი.
კაპიტალის მართვა დაკავშირებულია, დანაკარგის კონტროლთან.
აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს ძირითადად Stop loss-ით და პოზიციის ოპტიმალური მოცულობის შერჩევით.
ფსიქოლოგიის შემთხვევაში, ყურადღების ცენტრში ექცევა - პირის ემოციური გავლენა ვაჭრობის მიმდინარეობისას.
ახლა რამოდენიმეჯერ ყურადღებით გადაიკითხეთ ქვემოთ მოცემული სტრიქონები:
რისკების მართვა განუყოფლად არის დაკავშირებული ვაჭრობის ფსიქოლოგიასთან.
რისკების მართვის არსი უპირველეს ყოვლისა ემოციური წონასწორობის შენარჩუნება გახლავთ.
ყველაზე ცუდი, რაც ტრეიდერს შეიძლება დაემართოს საკუთარი თავის კონტროლის დაკარგვაა.
კონტროლის დაკარგვა - გამოუსწორებელ შედეგებს იწვევს.
რისკების მართვის სისტემა ხელს უშლის დანაკარგის წარმოქმნას და დანაკარგს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მარტივად „გადასატანს“ ხდის.
მიჰყევით სავაჭრო გეგმას და გამოიყენეთ „ალბათობის“ მიდგომა.
საჭიროა განთავისუფლდეთ ემოციების გავლენისგან, ემოციების გავლენისგან თავის დასაღწევად გჭირდებათ - სავაჭრო გეგმა.
სავაჭრო გეგმა თითოეული ვაჭრობისათვის
ნათლად გამოხატული Stop loss-ი ( დონე ან გამოსვლის სხვა პირობა)
ამავდროულად, ტრეიდერთა უმრავლესობას ჩამოუყალიბდა არასწორი დამოკიდებულება იმის შესახებ, თუ რა არის - მნიშვნელოვანი და რა არის -მეორეხარისხოვანი.
უმეტეს დროს, დამწყები ტრეიდერები პირველი ელემენტის - ტექნიკური ანალიზის, უფრო და უფრო დახვეწილი და გაუკუღმართებული ინსტრუმენტების, ( რიცხცი უსასრულობისაკენ მიისწრაფვის) შესწავლას უთმობენ. ჯიუტად აუმჯობესებენ სქემების ინტერპრეტაციას და კარგავენ თანხებს - სანამ არ გააცნობიერებენ, რომ პასუხი მდგომარეობს არა კონკრეტულ სქემაში არამედ - Money Management-ში და რაც ამავდროულად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გვესმოდეს, არის ის, რომ სავაჭრო წარმატება მოდის იმის გაგებით, რომ ბაზრის ანალიზი მხოლოდ აისბერგის მწვერვალია.
მნიშვნელოვანი, თუმცა არა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ნაწილი.
მთელი საიდუმლო ზემოთ აღნიშნულ მე-2 და მე-3 კონპონენტებშია, თუმცა ამას მხოლოდ ერთეულები აცნობიერებენ.
სწორედ ისინი მიაღწევენ წარმატებას
ბაზარი, ხომ აბსოლუტურად იდეალური რეალობა გახლავთ, რომელშიც ყველა იღებს იმას რასაც იმსახურებს.
და სანამ ადამიანი არ არის საკმარისად გამოცდილი ამ სფეროში, თუმცა მეტი სურს, ის აუცილებლად დაიტანჯება, რადგან არასაკმარისად მუშაობდა საკუთარ თავზე.
სფერო, რომელსაც ახასიათებს მატერიალური ზრდის შეუზღუდავი პოტენციალი, ნულოვანი შესვლის ბარიერი და მყისიერი ჯილდო შრომის საფასურად არ შეიძლება იყოს მარტივი.
- შემდეგი რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ, არის იმის აღიარება, რომ ბაზარზე ნებისმირ დროს შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს.
- უბრალოდ მიიღეთ ეს ფაქტი და შეწყვიტეთ საკუთარი ეგოს ჩახშობა ბაზრის მოძრაობის წარმატებით პროგნოზირების შემთხვევაში. ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევა ბაზარზე არის უნიკალური და განუმეორებელი თავისებურად.
- მომდევნო მომენტში - რათა თანმიმდევრულად მოხდეს თანხების გატანა.ტრეიდერის მუდმივი წარმატება განპირობებულია მიდგომის ფუნდამენტური ცვლილებით და არა ფასის მოძრაობის ბრწყინვალე გამოცნობის უნარით, როგორც ამას უმეტესობა მათგანი თვლის.წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება წარმოგექმნათ მცდარი წარმოდგენები, რომ სავაჭრო პრობლემები და წარუმატებლობა შეიძლება დაიძლიოს უფრო საფუძვლიანი ტექნიკური ანალიზით.საუკეთესო ტრეიდერები ბაზარზე ვაჭრობას ისე ექცევიან, როგორც ციფრებით თამაშს, რაც ძალიან ჰგავს იმას თუ როგორ კაზინოები და პროფესიონალი აზარტული მოთამაშეები აზარტულ თამაშებს.ისინი არ არიან დაძაბულები, რამდენადაც სათავისოდ უკვე გადაწყვიდეს, რომ საშუალებას მისცემენ ყველა ალბათობის განხორციელებას.თუ თქვენი კომფორტული თანხით ვაჭრობთ, მაშინ სავარაუდოა რომ დეპოზიტის 1%-ის დაკარგვამ დიდი ზიანი მოგაყენოთ.შეამცირეთ თქვენი პოტენციური დანაგარგები, სანამ თავს კონფორტულად არ იგრძნობთ.ყველაფერს რასაც ვაჭრობის დროს აკეთებთ: კომფორტის, სიმშვიდის და წონასწორობის მდგომარეობიდან.
თუ ასე არ იქცევით, თქვენ უკვე წაგებულ პოზიციაში იმყოფებით.
როდესაც თქვენ დაეფლებით სავაჭრო უნარებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანს- რისკის მიღების უნარს, მაშინ ბაზარი დაკარგავს ინფორმაციის გამომუშავების უნარს, რომელიც განისაზღვრება და ინტერპრეტირებულია, როგორც გამოცდილების პროვოცირება. თუ ბაზრიდან შემოსული ინფორმაცია მოკლებულია თვისებებს, რომელიც ემოციურ ტკივილს იწვევს - მაშინ როგორც ჩანს თავიდან ასაცილებელი არაფერია.
ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარეობს შემდეგი წესი - ყველაფერი რასაც ახორციელებთ ბაზარზე სიამოვნების მომტანი უნდა იყოს.
პოზიციის გახსნამდე რისკების გამოთვლის უარყოფა, დამინუსებული პოზიციების დროულად არ-დახურვა, შემოსავლის დროულად არ - აღება. აღნიშნული გახლავთ სამი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ტრეიდერები მუდმივად უშვებენ. მხოლოდ საუკეთესო ტრეიდერებს, შეუძლიათ ამის გათვალისწინება, რამდენადაც კარიერის გარკვეულ ეტაპზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბაზარზე ნებისმიერ დროს შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს, რის შემდეგაც დაიწყეს იმის გათვალისწინება რაც იმ მომენტამდე არ იცოდნენ, მაგრამ რაც გარდაუვალია რომ ნებისმიერ მომენტში მოხდეს ბაზარზე.