გასათვალისწინებელი ფაქტორები მიმდინარე ბულრანზე.
მიმდინარე ბულ რანი არის განსხავებული. გაითვალისწინეთ, რომ ბიტკოინს გასული ბეარ მარკეტების დასრულების შემდეგ, როდესაც ტრენდის გარდატეხის ფაქტი დაფიქსირდა, არასდროს მიუღწევია ფიბონაჩის 0.786 ზონა. ისტორია ბიტკოინის არსებობის განმავლობაში აღარ განმეორდა. ამიტომ, ის რაც არის სტანდარტული სტერეოტიპები ბიტკოინის მოძრაობებში, შესაძლოა კვლავ დაირღვეს. კრიპტო - ფუნდამენტალისტი ყოველთვის მოცემული ფაქტებიდან გამოდის. ტექნიკური ანალიზი ზოგჯერ არ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი ძალიან გადახურებულია და დიდი ხანია ითხოვს კორექციას მსხვილ ტაიმ ფრეიმებზე, შესაძლოა კიდევ ვიხილოთ ზევით სვლა. ვინ იცის ზუსტად ? არავინ!
1. ETF - ის მიღების შემდეგ ჩვენ ვხედავთ, როგორ აქტიურად შეისრუტეს და ისრუტავენ ბიტკოინებს ისეთი ინვესტ კომპანიები, როგორებიც არის ფიდელითი, ბლექ როქი, არკ ინვესტი ტემპლტონი და სხვა.
2. მთელი ბეარ მარკეტის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რამენად აქტიურად ხდებოდა ბიტკოინების გადინება ბირჟებიდან, რაც მონეტის დეფიციტურობის ფაქტს ამყარებდა.
3. მსოფლიოს ფინანსური სისტემა (თავად ფედ რეზერვის შეფი ჯერომ პაუელი, ბლუმბერგი და სხვა წყაროები ადასტურებენ) კრახის წინაშე დგას. სისტემაში არსებული ფული არის მხოლოდ ციფრები, ქეშთან კავშირი უკვე დიდი ხანია გაწყდა. ნებისმიერი დოლარი არის ჩვენს მიერ აღებული ვალი და ჩადებული ანაბარი.
4. აშშ - ის სახელმწიფო ვალი არის ერთ - ერთი უდიდესი პრობლემა მსოფლიო ფინანსური სისტემისთვის, ბუშტი ასე ვთქვათ იბერება, რომელიც მალე გასკდება. აშშ - ის ვალი ამ ეტაპზე 34.506 ტრილიონ დოლარს შადგენს. ამერიკის მოქალაქის ვალის წილი თითო ადამიანზე შეადგენს 102.500 დოლარს. მშპ - ს შეფარდება ამერიკის ვალთან მიმართებაში შეადგენს 123.48 % - ს. აშშ - ის ბიუჯეტის წლიური დეფიციტი შეადგენს 1.78 ტრილიონ დოლარს, რომელიც უსწრაფესად იზრდება. საკრედიტო ბარათების დავალიანება შეადგენს 1.316 ტრილიონ დოლარს. საშუალო ვალი თითო სტუდენტზე 39 000 დოლარს აღწევს. სტუდენტური სესხების საერთო რაოდენობა 1.726 ტრილიონ დოლარს აღწევს. ამერიკის მოქალაქის დანაზოგი საშუალოდ 11.317 დოლარს შეადგენს და ეს ციფრი სწრაფად იწევს დაბლა. რადგან მსოფლიო ფინანსური სისტემა დოლარზე და ამერიკის ეკონომიკაზეა დაყრდნობილი, მიმდინარე პროცესები ნამდვილად არ არის სახარბიელო მსოფლიო ეკონომიკისათვის. ეს მონაცემები დღითიდღე უარესდება. სისტემა კრახის წინაშე დგას.
5. ინფლაცია არის კიდევ ერთი საფრთხე მსოფლიო ეკონომიკისათვის. ამერიკის ეკონომიკაში ჩაშვებული ფულის მასის (დაბეჭდილი ფული) 50 % ზე მეტი დაიბეჭდა პანდემიის პერიოდში, რაც დოლარის მსყიდველუნარიანობას და ქვეყნის ეკონომიკას ურტყავს. სამომხმარებლო ფასები იზრდება, უძრავი ქონების ფასები იზრდება.
6. მთელი ბეარ მარკეტი ფედ რეზერვი საპორცენტო განაკვეთებს ზრდიდა. ბოლო პერიოდში ინარჩუნებს. აღნიშნული მეთოდით ფედ რეზერვი ცდილობდა შეეჩერებინა ინფლაციის განვითარების რისკს. თუმცა ეს სისტემას არ უშველის. ფედ რეზერვს სხვა გზა არ ექნება მაქსიმუმ შემოდგომამდე შეძლონ განაკვეთების შენარჩუნება იმ მიზნით. რომ არ დაწიონ. ახლოვდება არჩევნები, როდესაც საჭირო იქნება ინსტიტუციების სტიმულირება ახალი დაბეჭდილი დოლარებით, რაც სამომხმარებვლო სექტოორს ცხოვრებას კიდევ გაუძვირებს, რაც კატალიზატორი იქნება იმისა, რომ უძრავი ქონების სექტორის, ა/მანქანების, საწვავის გაძვირების და ყოველდღიურ ხარჯს გააძვირებს.
7. ალბათ ზოგიერთმა თქვენთაგანმა იცის, რომ 2 დღის წინ ამოიწურა ბანკების დახმარების პროგრამა ფედ რეზერვის მხრიდან. ამ ეტაპისთვის როგორც მინიმუმ ამერიკის რეგიონალური ბანკები ძალიან დიდი რისკის წინ დგანან. გასულ წელს გაკოტრებული ბანკები მხოლოდ საწყისი ეტაპი იყო.
8. კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა რაც ამერიკის ეკონომიკას აქვს ეს არის ლიკვიდობის არ არსებობა. მაგალითად: წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანს აქვს აღებული იპოთეკური ან რაიმე სხვა ტიპის სესხები, წარმოიდგინეთ რამდენმა მათგანმა არ დააბრუნა ან გადახდის უუნაროა. საპროცენტო განაკვეთების გაძვირებით მათ დიდ ნაწილს გადასახადები კიდევ გაუძვირდათ.
კიდევ მრავალი მიზეზი არსებობს იმისა, რომ ბიტკოინი და კრიპტოვალუტები ჩავთვალოდ მიმდინარე სისტემის ალტერნატივად. სისტემა ინგრევა. სანამ მსოფლიო დაკავებულია ღაზას სექტორში, უკრაინაში და სხვადასხვა საზრუნავებით, ჩვენ გვიცვლიან მთელ სისტემას, რომელიც მომავალი 100 + წლისთვის არის განკუთვნილი.
ბოლო კვირის განმავლობაში ნამეტანი დაგროვდა გაფრთხილებები საზოგადოებისთვის! ვინ აკვირდებით გავლენიანი ადამიანების და ინსტიტუტების გაფრთხილებებს?
5 მარტი - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ აშშ-ის კრედიტორების მუდმივმა ექსპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი ფინანსური კრიზისი.
6 მარტი - Fed-ის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი აცხადებს, რომ საპროცენტო განაკვეთების ნაადრევად შემცირებამ შეიძლება ეკონომიკაში უკუშედეგი გამოიწვიოს
6 მარტი - Bank of America-მ საზოგადოება გააფრთხილა აშშ დოლარის მოსალოდენლიკოლაფსის შესახებ
6 მარტი - Times Square-ის ბილბორდი პუბლიკას აფრთხილებს 34 ტრილიონი აშშ დოლარის სახელმწიფო ვალის "დროული ბომბის" შესახებ
7 მარტი - FDIC იტყობინება, რომ მე-4 კვარტალი ბანკებისთვის ძალიან რთული იქნება, ალაარმი საკრედიტო რისკების შესახებ
11 მარტი - ბანკის გადაუდებელი დაფინანსების პროგრამა დასრულდა
19-20 მარტი - FOMC-ის შეხვედრა
მარტი-აპრილი - Fed-ის უკუ რეპო ოპერაციების მოცულობა ღამით მცირდება. იწყება რაოდენობრივი გამკაცრება!