November 23, 2022

XANA


XANA გახლავთ ბლოქჩეინ ინფრასტრუქტურა და ძლიერი DApps პლატფორმა, რომელიც შექმნილია Metaverse-სთვის. აღნიშნული უკვე ფართოდ მიღებულია მრავალი ინსტიტუტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გლობალური ბრენდის მიერ.

Metaverse ტექნოლოგია მილიარდობით მომხმარებლისთვის

XANA არის EVM-ზე (Ethereum virtual machine) დაფუძნებული ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნილია Metaverse-სთვის. თავსებადია ყველა ცნობილ საფულესთან, გააჩნია „ხიდი“ ყველა ძირითად ბლოკჩეინთან და უკვე მიღებულია მნიშვნელოვანი ინსტიტუტებისა და გლობალური ბრენდების მიერ.

გვერდითი ჯაჭვი

XANA Chain გახლავთ EVM-ზე დაფუძნებული და აგებული ბლოკჩეინი Metaverse-სთვის. რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალ სიჩქარეს, დაბალ ფასს და მაღალი დონის ფუნქციებს, რომლებიც ოპტიმიზებულია მათთვის ვისაც Metaverse ეკოსისტემის აგება სურს.

Metaverse პლატფორმა

XANA Metaverse აპლიკაცია გახლავთ უნივერსალური მოწყობილობებისთვის შექმნილი და აგებული Metaverse პლატფორმა, რომელიც შედგება ავატარების, მიწის, სამყარო, სხვადასხვა NFT ელემენტის, ძლიერი SNS ფუნქციების და შეუზღუდავი თამაშებისგან, ის აკავშირებს შემქმნელებსა და მომხმარებლებს მის ეკოსისტემაზე Create to Earn, Build to Earn საშუალებით.

XANA ბლოკჩეინსა და Metaverse-ს გააჩნიათ სიმბიოზური ურთიერთობა, რომლითაც არცერთი სხვა Metaverse არ გამოირჩევა. XANA ჯაჭვის მთავარი მახასიათებელია გახლავთ ის, რომ აღნიშნული კარგად მუშაობს XANA Metaverse-თან. XANA ბლოკჩეინზე გაშვებული ნებისმიერი ციფრული აქტივი, როგორიცაა მონეტა ან NFT, შესაძლებელია შეუფერხებლად ინტეგრირდეს XANA Metaverse-ზე და პირიქით. XANA ბლოკჩეინზე გაშვებული Dapps ასევე შეიძლება შეუფერხებლად იყოს ინტეგრირებული XANA Metaverse-ზე.

რატომ მეტავერსი?

Metaverse გახლავთ შემდეგი ინტერნეტი.

კაცობრიობა გადადის ციფრულ ეპოქაში, პანდემიის პერიოდში ადამიანები დაჩქარებული წესით გადავიდნენ ვირტუალურ სივრცეში. Metaverse გახლავთ მომავალი, რომელიც არავის არ უგულებელყოფს. Metaverse-ის იდეამ უკანასკნელ პერიოდში მოიპოვა ძირითადი იმპულსი, მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა Facebook და Microsoft, განაცხადეს თავიანთი საწარმოების შექმნის შესახებ ინტერნეტის ახალ ეპოქაში. 2021 წლის აპრილში, Epic Games-მა გამოაცხადა უზარმაზარი $1 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შესახებ, Metaverse-ში. Pokemon Go-ს დეველოპერებმა აგრეთვე განაცხადეს $300 მილიონ დოლარის ინვესტიციისს შესახებ, Metaverse-ის მსგავსი გამოცდილების შესაქმნელად.

ტექნოლოგიების მიღწევათა წყალობით, როგორიცაა კრიპტო, ბლოკჩეინი და ვირტუალური რეალობა, საბოლოოდ შესაძლებელი გახდა დეცენტრალიზებული Metaverse სისტემის არსებობა.

Web 3.0 -ის დასაწყისი

Metaverse-ის გარდა, კიდევ ერთი კონცეფცია, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება, არის Web 3.0. Web 3-ის ბირთვი გახლავთ დეცენტრალიზაცია, აღნიშნული აძლიერებს ინტერნეტს რამდენიმე დამატებითი მნიშვნელოვანი მახასიათებლის დახმარებით. Web 3 აპლიკაციები მუშაობენ ბლოკჩეინზე ან დეცენტრალიზებულ ქსელებზე, კვანძებით (სერვერებით).

Web 3 ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ ვინ აკონტროლებს ინტერნეტს, მაგრამ Metaverse არის იმის შესახებ, თუ როგორ განიცდიან მომხმარებლები მომავალ ინტერნეტს. სოციალური მედიის ალტერნატივად გამოცხადების შემდგომ, Metaverse გახდება მომავალი მსოფლიო ქსელი.

7 პროდუქტი, რომლისგანაც შედგება პროექტი

  1. XANA ჯაჭვი: ბლოკჩეინის ქსელი, რომელიც ახორციელებს ინფრასტრუქტურას Metaverse-სთვის.
  2. XANA Metaverse აპლიკაცია: უნივერსალური მოწყობილობებისთვის Metaverse აპლიკაცია, ოპტიმიზირებულია სმარტფონებისთვის.
  3. მონეტები: ეკო-ნაკადი Metaverse-ის ეკოსისტემისთვის.
  4. NFT Marketplace: XANALIA გახლავთ XANA-ს ძირითადი NFT ბაზარი, სხვადასხვა NFT აქტივებით ვაჭრობისთვის.
  5. GameFi: NFTDuel არის პირველი მშობლიური GameFi XANA Metaverse-ში, რომელიც აქცევს სხვადასხვა ძირითად NFT-ებს NFT-ზე დაფუძნებულ „სავაჭრო კარტის თამაშებად“.
  6. მობილური აპლიკაცია: მობილური აქტივების მართვის აპლიკაცია, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საფულე Metaverse-ში.
  7. Builder: ავატარის, სამყაროს და თამაშების შემქმნელი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან რაიმე Metaverse-ში, მომხმარებლისგან კოდირების ცოდნის გარეშე.

მონეტა XETA

მაქსიმალური რაოდენობა - 5 მილიარდი

ცირკულაციაში - 125 მილიონი, (2.5%)

მონეტების გადანაწილება

მაქსიმალური რაოდენობა - 5 მილიარდი

ეკოსისტემის რეზერვი - 1 650 000 000

Create to earn – (world, avatar, game) – 700 მილიონი

Play to earn – 700 მილიონი (in game reward)

SocialFi- (event organizer) – 250 მილიონი

ლიკვიდურობა/სტეიკინგი – 700 მილიონი

მარკეტინგი - 500 მილიონი

ფონდის ფინანსები - 350 მილიონი ( Dao voting)

Seed round (spend for development) – 250 მილიონი

Private round _ 300 მილიონი (პარტიონები)

საჯარო გაყიდვა – (IDO) – 100 მილიონი

პარტნიორები – 250 მილიონი

დამფუძნებლები - 850 მილიონი

აქვს სამი კონტრაქტი - Avalanche, Ethereum, Bnb smart chain

XANA შემუშავებულია კომპანიის მიერ, სახელწოდებით NOBORDERZ. NOBORDERZ გახლავთ მეტავერს ტექნოლოგიებისა და ბლოკჩეინის კომპანიებისგან შექმნილი ჯგუფი, რომლის მიზანია, დააკავშიროს სამყარო და ადამიანები, და დაეხმაროს მათ იმის გაცნობიერებაში რომ სამყარო საზღვრების გარეშეა. NOBORDERZ შედგება 6 ოფისისგან დუბაიში, აშშ-ში, ჩინეთში, კვიპროსში, ინდოეთში, პაკისტანსა და იაპონიაში - სრულად 109 თანამშრომლით.