August 6, 2022

როგორ ვიყიდო სერვერი კვანძისთვის (NODE)?

⚡️ ფერმერი

თუ ეს უფრო ლოგიკურია თქვენთვის, მაშინ სერვერი შეიძლება შეიცვალოს სიტყვით PC (პერსონალური კომპიუტერი). სერვერი უნდა მუშაობდეს 24/7 -ზე, როგორც წესი, ყველა კვანძი გაშვებულია ოპერაციული სისტემით: Ubuntu. ნებისმიერ კვანძს, ნებისმიერ პროექტს აქვს ინდივიდუალური მოთხოვნები, რასაც თავად დეველოპერები ადგენენ.

Near Protocol-ის შემთხვევაში, მოთხოვნები შემდეგია:

  • პროცესორი: 4 ბირთვი
  • ოპერატიული მეხსიერება: 8 GB
  • მყარი დისკი (HDD/SSD): 500 GB
  • ოპერაციული სისტემა: Linux Ubuntu 20.04

სად ვიყიდო სერვერი?
ის უნდა იყიდო ჰოსტინგზე. უამრავი ჰოსტინგია, ქვემოთ გამოვყოფ ყველაზე პოპულარულებს.

Zomro ჰოსტინგის მაგალითზე გაჩვენებთ გაიდლაინს.
პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის რეგისტრაცია. ვფიქრობ, პრობლემა არავის შეექმნება, ამიტომ პირდაპირ შემდეგ პუნქტზე გადავალ.

შემდეგი პუნქტი არის სერვისების გვერდის გახსნა და "ვირტუალური სერვერების" განყოფილების არჩევა.

შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "შეკვეთა", რის შემდეგაც გადავდივართ ტარიფის შერჩევის გვერდზე. აქ რაც უფრო ძვირია ტარიფი, მით მეტი GB -ის იქნება მყარი დისკი.

ჩვენს შემთხვევაში ვირჩევთ GRAND ტარიფს.

ახლა ჩვენ უნდა ავირჩიოთ სერვერზე ის პარამეტრები, რომლებიც პროექტის გუნდმა მოგვაწოდა:

ოპერაციული სისტემა - Ubuntu;
ოპერაციული სისტემა - 8 GB;
ადგილი დისკზე - 300 GB;
პროცესორების რაოდენობა - 4;

დანარჩენ პარამეტრებს არ ვეხებით. დააჭირეთ ღილაკს "ყიდვა" და გადაიხადეთ სერვერის საფასური.

გაითვალისწინეთ, რომ სერვერს ყოველთვიურად განახლება დასჭირდება.


აქ დასრულდა სერვერის შეძენის პროცესი. სხვა სერვერების ჰოსტინგებიც მუშაობენ ანალოგიურად. ყოველთვის ყურადღებით დააკვირდით იმ პარამეტრებს, რომლებიც უნდა აირჩიოთ და რომლებსაც აირჩევთ. თუ შეგეშალა, შეგიძლიათ მიწეროთ ტექნიკურ მხარდაჭერას და ისინი შეგიცვლიან.

როგორ გამოვიყენოთ სერვერი?


სერვერის გამოყენების დასაწყებად, ჩვენ გვჭირდება ერთგვარი ემულატორი. გირჩევთ გამოიყენოთ MobaXterm.

შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან

დააინსტალირეთ MobaXTerm და გახსენით.

აირჩიე SESSION

აირჩიე SSH

შემდეგ Bookmark Settings

Remote Host ველში უნდა მივუთითოთ ჩვენი სერვერის IP. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის სერვერის განყოფილებაში - https://cp.zomro.com/services/vds

Session Name ველში დააყენეთ ნებისმიერი სახელი.

შემდეგ დააჭირეთ ღილაკს OK

ჩვენი სერვერი უნდა გამოჩნდეს მომხმარებლის სესიის განყოფილებაში იმ სახელით, რომელიც თქვენ მიუთითეთ Session Name ველში.

ორჯერ დააწკაპუნეთ მასზე! შემდეგი ფანჯარა უნდა გაიხსნას:

აქ უბრალოდ შეიყვანეთ "Root" (ბრჭყალების გარეშე) და დააჭირეთ Enter.

შემდეგ ჩვენ დაგვჭირდება სერვერის პაროლის მითითება. მთელი ეს ინფორმაცია არის სერვერის აღწერილობაში, რომელიც ზემოთ დავლინკე!

დაიმახსოვრეთ!
MobaXterm - არ აჩვენებს პაროლს. თუ პაროლის აკრეფას დაიწყებთ, ნახავთ, რომ ის უბრალოდ არ ჩანს შეყვანის პროცესში! MobaXterm არ იღებს CTRL+V ბრძანებას Copy/paste ბრძანებას.