January 18, 2019

Tizen OS – ოპერაციული სისტემა


მოგესალმებით .დღეს მინდა მოგიყვეთ ერთ-ერთ შედარებით ახალ ოპერაციულ სისტემაზე,რომელიც შექმნილია Samsung-ის, Intel-ისა და რამოდენიმე მსხვილი კომპანიის მიერ.ამ სისტემის სახელია TIZEN(თაიზენ-ი).მისი დამფუძნებლები მოიაზრებენ მას,როგორც Android-ის და სხვა ოპერაციული სისტემების ჩამნაცვლებლად.

რა არის TIZEN ?

Tizen - არის ღია ოპერაციული სისტემა*(„ღია ოპერაციულ სისტემა“-ში იგულისხმება სისტემა ღია საწყისი კოდით.ეს კოდი ღიაა რედაქტირებისთვის და მისი შეცვლა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს,რა თქმა უნდა ლიცენზიის და კანონის ფარგლებში) რომელიც დაფუძნებულია Linux-ის ბირთვზე და განკუთვნილია მოწყობილობების ფართო წრისთვის,ისეთი როგორიცაა :

·       სმარტფონები

·       პლანშეტები

·       Smart საათები

·       კომპიუტერები

·       ავტომობილების სისტემა

·       ტელევიზორები

·       საყოფაცხოვრებო ტექნიკა

·       Smart Home

·       და სხვა

Tizen-ის დამფუძნებლებმა სისტემის დასახელებაში მოუყარეს 3 ფუნდამენტურ ტერმინს:

1.    Tie - დაკავშირება

2.    Rise - ზრდა

3.    Zen - მედიტაციური თვისებები

ამ ოპერაციული სისტემის ისტორია ძალიან გრძელია,მაგრამ შევეცდები გაგაცნოთ მნიშვნელოვანი ფაქტები.

2011 წელს,ორმა კომპანიამ LiMo და Linux-მა აცნობეს საზოგადოებას სასიამოვნო ამბავი,ისინი გეგმავდნენ ახლაი OC(ოპერაციული სისტემის) გაშვებას,რომელიც განკუთვნილი იქნებოდა მოწყობილობების ფართო წრეზე.ამ კომპანიებთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს Intel და Samsung-მა,რომლებიც ადრე იყვნენ LiMo-ს სპონსორები.მოგვიანებით კომპანია LiMo-ს გადაერქვა სახელი და ის გახდა Tizen Asociation.რის შედეგადაც მას შემოურთდა კომპანიები Huawei, Fujitsu, Panasonic, KT, Sprint, SK Telecom, Orange, NTT Docomo, Vodafone და LG U+.

ოპერაციული სისტემის წარდგენის შემდეგ, კომპანიამ დაიწყო ბეტა ვერსიების გამოშვება.ხოლო 2012 წელს სინათლე იხილა Tizen 1.0-მა, მისი კოდური სახელი იყო Larkspur.ამჟამად სმარტფონები Tizen-ის სისტემაზე იყიდება მხოლოდ განვითარებად ქვეყვნებში და აზიაში,მაგრამ ახლო მომავალში გეგმებშია მათი გატანა უფრო ფართო ბაზრებზე.

Tizen 1.0 Larkspur

Tizen 2.0

Tizen 3.0

დღესდღეობით ძირითად სამუშაოებს Tizen-ში ატარებს კომპანია Samsung-ი. იგი აქტიურად აკეთებს ინვესტიციებს ამ სისტემაში და სურს,რომ ახლო მომავალში ამ პლატფორმის განვითარებასთან ერთად ძირითადი აქცენტი Android-იდან გადაიტანოს Tizen-ისკენ.ერთ-ერთ ფაქტად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის,რომ სამსუნგი თავის საათებს უშვებს მხლოდო TizenOS-ზე და არა Android Wear(დღეს უკვე WearOS)-ზე,როგორც აკეთებენ ამას მისი კონკურენტები.აგრეთვე სამსუნგი აქტიურად ახერხებს Tizen-ის ინტეგრირებას ტელევიზორებში,საყოფაცხოვრებო ტექნიკაში და კიდე სხვა მრავალ მოწყობილობებში.

ჩვენი გვერდები:

Facebook

Telegram