May 15, 2019

საგანმანათლებლო პროექტი „დედამიწა - ჩვენი სახლია“

კლასი: Iა

პედაგოგი: ნათია სიხარულიძე

პროექტის აქტუალობა:

პროექტი აქტუალურია რადგან სამოქალაქო ღირებულებების გააზრებას, ჩამოყალიბებასა და   განვითარებას უწყობს ხელს, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი პრინციპებია.

პროექტის მიზანი:

მოსწავლეების შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, პიროვნული  და სოციალური უნარების განვითარების  ხელშეწყობა, მათში ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბება.

ს.გ.I.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი ჩანაფიქრისა და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტის, მასალისა და ტექნიკის გამოყენება  ნამუშევარში.

ს.გ.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობა.

ს.გ.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის გამოთქმა საკუთარ და თანაკლასელთა ნამუშევრების შესახებ.

ბუნ.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოცხალი სხეულების აღწერა არსებითი ნიშან-თვისებების მიხედვით.

შედეგი

·    აჯგუფებს ცოცხალ სხეულებს მცენარეებად და ცხოველებად, ასაბუთებს საკუთარგადაწყვეტილებას;

·     მსჯელობს ადამიანისთვის ცხოველებისა და მცენარეების მნიშვნელობაზე (მაგ.,მცენარეების სხვადასხვა ნაწილის გამოყენება საკვებად, საშენ მასალად, გარემოსგასალამაზებლად; ცხოველებისა და ადამიანების მეგობრობა; საკვებიპროდუქტები, რომლებსაც გვაძლევენ ცხოველები);

·    აყალიბებს კითხვას სხვადასხვა გარემოში მობინადრე მცენარეების/ცხოველების შესადარებლად.

·     ეძებს პასუხებს: აკვირდება და ადარებს საკლასო ოთახში, სკოლის ეზოში,ლოკალურ გარემოში მზარდ სხვადასხვა მცენარეს  ან/და ცხოველს; გადმოსცემსდაკვირვების შედეგებს სხვადასხვა ფორმით (ზეპირი მეტყველებით, ნახატით, კოლაჟით, ფოტოების საშუალებით).

·     ჩამოთვლის წელიწადის დროების მიხედვით ადამიანის საქმიანობის (მაგ.,მცენარეების დარგვა, რთველი, მოსავლის აღება), ცხოველების ქცევის (მაგ.,ფრინველების გადაფრენა, ზამთრის ძილი) და მცენარეებისათვისდამახასიათებელი ცვლილებების (მაგ., ყვავილობა, ფოთოლცვენა) მაგალითებს.

·     ქმნის ნამუშევრებს  შთაბეჭდილებებით  და წარმოსახვით;

·     მუშაობს წყვილში/ჯგუფში საერთო ნამუშევრის შესაქმნელად, უზიარებსთანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს;

·     მონაწილეობს საკლასო გამოფენაში;

·     მხარს უჭერს თანაკლასელებს სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებაში მონაწილეობისას ან ერთობლივი ნამუშევრის შექმნისას.

·     უსმენს და აცდის სხვებს აზრის გამოთქმას;

·     უფრთხილდება (არ აზიანებს) საკუთარ და სხვის ნამუშევარს.