May 15, 2019

სასწავლო პროექტი „დედის დღე“

კლასი: Iა

მოსწავლეთა რაოდენობა 21

პედაგოგი: ნათია სიხარულიძე

პროექტის აქტუალობა:

პროექტის „დედის დღე“  განხორციელება აქტუალურია, რადგან  პროექტის მონაწილეები გაეცნობიან სახელმწიფო დღესასწაულის მნიშვნელობას, ქვეყნის ტრადიციას, განუვითარდებათ შემოქმედებითი და წიგნიერების უნარები. ეროვნული სასწავლო გეგმა, ყოველივე ამაზე ზრუნვას გვავალდებულებს, როგორც ფორმალური ასევე არაფორმალური განათლების აქტივობების გამოყენებით.

პროექტის მიზანი: მოსწავლეებში შემოქმედებითი და წერითი უნარ-ჩვევების განვითარება, მარტივი ტექსტის შედგენა, ტექსტის მიხედვით ნახატის შექმნა და მისი შინაარსის გადმოცემა.

ესგ სტანდარტი:

ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.

 ს.გ.I.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი ჩანაფიქრისა და შთაბეჭდილებებისგადმოსაცემად სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტის,მასალისა და ტექნიკის გამოყენება  ნამუშევარში.

ს.გ.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის გამოთქმა საკუთარ და თანაკლასელთა ნამუშევრების შესახებ.

პროექტის შედეგი:

კლასის ყველა მოსწავლემ

Ø  წერილობით უპასუხოს  მარტივ კითხვებს;

Ø  მარტივი წინადადებებით, შეადგინოს მცირე ზომის ტექსტი ნაცნობ თემაზე;

Ø  გასაგებად გადმოსცეს აზრი;

Ø შექმნას ნამუშევარი, სხვადასხვა ფერის გამოყენებით, შთაბეჭდილებებითდა წარმოსახვით;

Ø  ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრო გასაგებად მიზნის შესაბამისად;

Ø  მიულოცოს  დედას  დღესასწაული.