May 15, 2019

საგანმანათლებლო პროექტი „ზღაპრის სამყაროში“

კლასი: Iა

პედაგოგი: ნათია სიხარულიძე

პროექტის აქტუალობა:

პროექტის „ზღაპრის სამყაროში“ განხორციელება აქტუალურია, რადგან პროექტის მონაწილეებს განუვითარდებათ შემოქმედებითი და წიგნიერების უნარები. ეროვნული სასწავლო გეგმის ერთერთი გამჭოლი კომპეტენცია წიგნიერებაა. შესაბამისად ამ მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული თითოეული აქტივობა ზრდის მის აქტუალობას.

პროექტის მიზანი:

მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება,ზეპირმეტყველების განვითარება მარტივი ტექსტის შინაარსის გადმოცემა, ტექსტის მიხედვით ნახატის შექმნა. ნანახი თეატრალური წარმოდგენის შესახებ შთაბეჭდილებების გადმოცემა.

სტანდარტი

ქართ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.

ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.

ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.

ს.გ.I.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი ჩანაფიქრისა და შთაბეჭდილებებისგადმოსაცემად სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტის, მასალისა და ტექნიკის გამოყენება ნამუშევარში.

ს.გ.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის გამოთქმა საკუთარ და თანაკლასელთა ნამუშევრების შესახებ.

ს.გ.I.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხელოვნების მრავალფეროვნების აღქმა (აღმოჩენა) გარემოში და საკუთარი დამოკიდებულებისა და შთაბეჭდილების გამოხატვა.

პროექტის შედეგი:

მოსწავლე:

·         ხატავს/აფერადებს წაკითხული ნაწარმოების ცალკეულ ეპიზოდს/პერსონაჟს;

·         წარმოადგენს მხატვრული ტექსტის პერსონაჟს სათანადო ხმის ტემბრით, ინტონაციით, ჟესტ-მიმიკით (ნაწარმოების ინსცენირების, როლური თამაშის დროს);

·         ილუსტრაციაზე დაყრდნობით ჰყვება ამბავს.

·         გამოაქვს დასკვნა ნაწარმოებში წამოწეულ ზნეობრივ და მორალურ საკითხებზე/თემებზე მულების მიხედვით („იყო და არა იყო რა“; „ჭირი იქა, ლხინი აქა“...);

·         ამოიცნობს ფაქტების/მოქმედებების თანამიმდევრობას ტექსტში;

·         ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას;

·         აკავშირებს ერთმანეთთან ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას

·         ამოიცნობს მოსმენილი მხატვრული ტექსტის პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას

·         ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;

·         გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის/ტექსტის ეპიზოდის შინაარსს (მარტივი საყრდენების გამოყენებით ან მათ გარეშე).

·         აფასებს პერსონაჟსა და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);

·         აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა), ცდილობს ნათქვამის ახსნას.

  • ქმნის ნამუშევრებს შთაბეჭდილებებით  და წარმოსახვით;
  • იყენებს სხვადასხვა ფერს;
  • ინდივიდუალური ან ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს, რისი ასახვა   სურდა;
  • გამოთქვამს მოსაზრებებს სხვისი ნამუშევრის შესახებ;
  • უსმენს და აცდის სხვებს აზრის გამოთქმას;

·         საუბრობს თეატრალურ წარმოდგენებზე მიღებულ შთაბეჭდილებებზე;

·         საუბრობს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ნაცნობ ანიმაციურ, მხატვრულ ფილმებზე, ელექტრონულ საგანმანათლებლო თამაშებზე და საყვარელ ილუსტრირებულ წიგნებზე;