May 28, 2019

ქართული ზღაპრების აუდიო ბიბლიოთეკა

მივაგენი „ქართული ზღაპრები - აუდიო ბიბლიოთეკა“-ს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეროვნული არქივის პროექტს. პროექტი აერთიანებს ცენტრალურ არქივში დაცული ქართული ზღაპრების აუდიო ჩანაწერებს, რომლებიც ჩაწერილია 1960-80-იან წლებში. ზღაპრებს კითხულობენ გამოჩენილი ქართველი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, მურმან ჯინორია, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი.

https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia/sets/4pqfj43avtnf

http://www.archives.gov.ge/ge/kartuli-zgaprebi