May 4, 2019

საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს ფრინველები“

კლასი: VII, IX

მოსწავლეთა რაოდენობა: 45

პედაგოგი: თამარ სოსიაშვილი

პროექტის აქტუალობა:

პროექტის „საქართველოს ფრინველები“ განხორციელება აქტუალურია, რადგან საბაზო საფეხურის დასრულებისათვის მოსწავლემ უნდა იცოდეს ზოგადი გეოგრაფიული ცნებები, ლოკალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეებზე მიმდინარე ბუნებრივი ასპექტები. პროექტის მონაწილეებს მუშაობის პროცესში განუვითარდებათ ისეთი უნარები როგორიცაა - სივრცეში ორიენტირება, ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება, კომუნიკაცია. მათ მოუწევთ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობა. ყოველივე ეს კი დაეხმარება ეკოსისტემაზე ზრუნვის უნარ-ჩვევების და ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებაში.

პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ საქართველოს ფრინველებს, ისწავლონ მათზე ზრუნვა, გამოუმუშავდეთ ფრინველების დაცვის უნარ-ჩვევები.

 სტანდარტი:

გეო.VII.10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა.

გეო.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ბუნებრივი და ანთროპოგენური წყაროები.

ბიოლ.IX.8.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის

კომპონენტებს შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე

ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.

პროექტის შედეგი:

კლასის ყველა მოსწავლე

Ø გაეცნობა მინიმუმ 30 ფრინველს;

Ø ისწავლის ფრინველებისათვის სასურველი გარემოს შექმნას;

Ø გაეცნობა ფრინველების სიცოცხლისათვის არსებულ საფრთხეებს და მათი აცილების გზებს.