April 17, 2019

საგანმანათლებლო პროექტი „მულტიკულტურული თბილისი“

კლასი: VII-X კლასები

მოსწავლეთა რაოდენობა 50

პედაგოგი: თამარ სოსიაშვილი

პროექტის აქტუალობა:

პროექტის „მულტიკულტურული თბილისი“ განხორციელება აქტუალურია, რადგან პროექტის მონაწილეებს მუშაობის პროცესში განუვითარდებათ ისეთი უნარები როგორიცაა - სივრცეში ორიენტირება, ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება, კომუნიკაცია, ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია, სახელმწიფოსა და მისი გმირებისადმი პატივისცემა და ხელი შეეწყობა ისეთი მაღალზნეობრივი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა - სამშობლოს სიყვარული, თანასწორობა, ტოლერანტობა, სახელმწიფოსა და მისი გმირებისადმი პატივისცემა.

პროექტის მიზანი: სივრცეში ორიენტირება, ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება, ტურისტული მარშრუტის „მულტიკულტურული თბილისი“ შექმნა.

 სტანდარტი:

გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები.

პროექტის შედეგი:

კლასის ყველა მოსწავლე

Ø შექმნის ადგილის რუკას:

Ø მოიზიებს ინფორმაციას და მოახდენს მის ორგანიზებას;

Ø დაახარისხებს ინფორმაციას;

Ø დაგეგმავს მარსრუტს;

Ø მოამზადებს ბუკლეტს.