ბლოკჩეინი მედიცინაში
Deloitte's 2022 Global Health Care Outlook-ის მიხედვით, მედიცინა კრიტიკულ მდგომარეობაშია. COVID-19-ის პანდემიამ გადატვირთა დაწესებულებები, შემცირდა ხელმისაწვდომობა და მოთხოვნა არა-COVID-19 ჯანდაცვაზე.
ინდუსტრიას სჭირდება გადამწყვეტი მოქმედება ტოტალური კოლაფსის თავიდან ასაცილებლად. ბლოკჩეინის გამოყენება შექმნის დეცენტრალიზებულ და განაწილებულ გარემოს, რომელიც საბოლოოდ მოემსახურება და დაიცავს ყველას, როგორც ეს უნდა გააკეთოს ნებისმიერმა კარგმა ჯანდაცვის სისტემამ.
ამ სტატიაში განვიხილავთ ბლოკჩეინის აპლიკაციებს მედიცინაში, მათ შესაძლებლობებს, უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს. მაშ ასე, დავიწყოთ!
ბლოკჩეინის გამოყენება ჯანდაცვის სფეროში
1. მედიკამენტების მიწოდების კონტროლი
სამედიცინო პროდუქტის დადასტურების ავთენტურობა რთულია. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის წყალობით, მომხმარებლები იღებენ სრულ ინფორმაციასა და გამჭვირვალობას იმ მედიკამენტების წარმომავლობის შესახებ, რომლებსაც ისინი ყიდულობენ.
განვითარებადი ბაზრებისათვის/ქვეყნებისათვის, სადაც ყალბი წამლები ყოველწლიურად ათასობით სიკვდილს იწვევს, ბლოკჩეინი ნამდვილი ხსნა იქნება.
ბლოკჩეინის უპირატესობები მედიკამენტების კონტროლისთვის:
- მომხმარებელთა ნდობა - მედიცინაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელს ხდის თვალყური ვადევნოთ წამლის გზას - ქარხნიდან აფთიაქამდე, მწარმოებლებიდან საბითუმო მოვაჭრეებამდე. ეს კი რა თქმა უნდა ზრდის მომხმარებელთა ნდობას.
- მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია - ყველა მონაცემით ერთ ადგილას, ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი მოთხოვნის პროგნოზირებისთვის და შესაბამისად მიწოდების ოპტიმიზაციისთვის.
- შესაბამისობა - პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებლები და ფარმაცევტული კომპანიები წარმოებული პროდუქტების ვალიდურობისა და ავთენთიფიკაციისათვის მთელ რიგ ანგარიშებს ქმნიან. მიწოდების ჯაჭვის მონაცემების ერთ სისტემაში გაერთიანება ხელს უწყობს შესაბამისობის გამარტივებას.
ფინანსური ბაზრების გარდა, ლოჯისტიკა არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებისათვის ყველაზე პერსპექტიული სფერო. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია IBM-ის და მათი Food Trust ინიციატივა, რომელიც აშენებულია IBM Blockchain პლატფორმაზე, რომელიც აღჭურვილია Hyperledger Fabric-ით. ტექნოლოგია შექმნილია მომხმარებლისთვის პროდუქციის მიკვლევადობის, ავთენტურობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად.
2. ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები
2016 წელს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა კვლევა , რომელიც აჩვენებს, რომ სიკვდილის მესამე წამყვანი მიზეზი აშშ-ში იყო სამედიცინო ისტორიის შეცდომები. ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის შექმნა ამ პრობლემას მოაგვარებს. ბლოკჩეინზე პაციენტის შესახებ დამატებული ყოველი ახალი ჩანაწერი - ექიმის ჩანაწერი, გამოწერილი წამლის დანიშნულებისა თუ ტესტის შედეგი გარდაიქმნება ჰეშად.
თითოეული ჰეშის ფუნქცია უნიკალურია. მისი გაშიფვრა შესაძლებელია, თუ პაციენტი თანახმაა. ტრანზაქცია აღირიცხება ყოველ ჯერზე, როცა პაციენტი თანახმაა მონაცემების გაზიარებაზე.
ბლოკჩეინის უპირატესობები ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების სისტემებისთვის:
- მოხერხებულობა - მონაცემთა ერთ სისტემაში აღრიცხვა მოსახერხებელია როგორც პაციენტებისთვის, ასევე ჯანდაცვის პროვაიდერებისათვის.
- სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის გამარტივება - სადაზღვეო კომპანიები იღებენ სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ დადასტურებას უშუალოდ პაციენტებისგან დროისა და ფულის დახარჯვის გარეშე.
- პაციენტის კონტროლი - პაციენტები ხედავენ როდის იცვლება მათი სამედიცინო ჩანაწერები და შეუძლიათ დათანხმდნენ (ან არა) გაუზიარონ თავიანთი მონაცემები ჯანდაცვის პროვაიდერებს. პაციენტებს, ასევე შეუძლიათ გაუზიარონ თავიანთი სამედიცინო ჩანაწერები მკვლევარებს და დააწესონ დროის ლიმიტები - თუ რამდენ ხანს შეძლებს მესამე მხარე ჰქონდეს წვდომა მათ მონაცემზე
ბლოკჩეინზე დაფუძნებული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის გაჩენა ხელს შეუწყობს პერსონალიზებული მედიცინის განვითარებას, რაც საშუალებას მისცემს მკურნალობის შედეგების უკეთეს სეგმენტაციას და ანალიზს.
3. პაციენტის დისტანციური მონიტორინგი
პაციენტების დისტანციური მონიტორინგის შემუშავება და დანერგვა ბოლო დროს ჯანდაცვის სფეროში ტენდენციად იქცა. გადაწყვეტის განსახორციელებლად, სპეციალისტები იყენებენ IoT (Internet of Things) სენსორებს, რომლებიც ზომავენ პაციენტების სასიცოცხლო ნიშანს. ის ეხმარება ექიმებს აკონტროლონ პაციენტის მდგომარეობა და უზრუნველყონ პრევენციული დახმარება.
ვინაიდან IoT მოწყობილობის მონაცემების უმეტესობა ღრუბელში იტვირთება, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პრობლემები წარმოიქმნება. უფრო მეტიც, გადაცემის დროს შესაძლებელია მონაცემების შეცვლა.
აი, როგორ ეხმარება ბლოკჩეინი IoT დისტანციური მონიტორინგის მოწყობილობის დაცვას:
- ბლოკჩეინი უზრუნველყოფს, რომ მხოლოდ ავტორიზებულ მხარეებს შეუძლიათ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც ინახება უნიკალური ჰეშის ფუნქციის სახით. თავდაპირველ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილება შექმნის განსხვავებულ ჰეშის ფუნქციას. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს კრიპტოგრაფიული გასაღებების კონკრეტული ნაკრები ჰეშის ორიგინალურ მონაცემების დეკოდირებისთვის.
- როგორც კი პაციენტის მონაცემები ჩაიწერება ბლოკჩეინში ჰეშის ფუნქციის სახით, მისი გაყალბება თითქმის შეუძლებელია.
- ტექნოლოგიის დეცენტრალიზებული ბუნება ნიშნავს, რომ IoT მოწყობილობებს შეუძლიათ უშუალოდ ერთმანეთთან კომუნიკაცია ცენტრალიზებულ სერვერთან ურთიერთობის გარეშე. ეს კი ართულებს DDoS შეტევების დაწყებას.
4. ჯანმრთელობის დაზღვევა ჭკვიანი კონტრაქტით
სახელშეკრულებო დავა და მათი პირობების შეუსრულებლობა გავრცელებული პრობლემაა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სადაზღვევო პრეტენზიების 10% სადავოა, ხოლო 17% უარყოფილია არასრული ინფორმაციის, არასწორი რეგისტრაციისა და სხვა მიზეზების გამო.
ჭკვიანი კონტრაქტი არის კოდის ნაწილი, რომელიც განლაგებულია ბლოკჩეინზე. ის კონფიგურირებულია იმისთვის, რომ ავტომატურად იმუშაოს, როცა წინასწარ განსაზღვრული პირობები დაკმაყოფილებულია. ჭკვიანი კონტრაქტების დანერგვა დაეხმარება სამედიცინო სექტორს შეამციროს ხარჯები.
ბლოკჩეინის ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ჯანდაცვის პროვაიდერებს, პაციენტებს, სადაზღვევო კომპანიებს და სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებლებს, დაადასტურონ საკუთარი თავი ქსელში და დააკონკრეტოს კონტრაქტის პირობები. ავთენტიფიკაცია არის ავტომატური და ხილული ყველა მონაწილე მხარისთვის.
მაგალითად, როდესაც პაციენტი ექიმთან მიდის, მოვლენა აღირიცხება ბლოკჩეინის რეესტრში და ეცნობება სადაზღვევო კომპანიას. ფაქტების შესამოწმებლად და დავების გადაწყვეტის დაჩქარების მიზნით, პროცესში მონაწილეებს შეუძლიათ მიმართონ ჭკვიან კონტრაქტებს.
5. სამედიცინო მონაცემების ანალიზი
ხელოვნური ინტელექტისა და IoT ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება მოითხოვს მონაცემთა შენახვის ინფრასტრუქტურას, უსაფრთხოებისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად. ბლოკჩეინი შეიძლება გახდეს ამის ნაწილი და მხარი დაუჭიროს სამედიცინო მონაცემთა ანალიზის ახალ მიდგომებს.
ბლოკჩეინის შესაძლებლობები სამედიცინო მონაცემების ანალიზში:
ბლოკჩეინის უპირატესობები მედიცინაში
ბლოკჩეინის უარყოფითი მხარეები
ბლოკჩეინის ბაზარი საწყის ეტაპზეა. ოპტიმალური და სტანდარდიზირებული პრაქტიკა ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არაა. სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა გაიგონ, რამდენად გონივრულია ტექნოლოგიის დანერგვა და რა დაჯდება იგი.
მოდით განვიხილოთ ბლოკჩეინის მთავარი ნაკლოვანებები: