July 13, 2020

დედამიწის წარმოშობა

დედამიწა არ წარმაოდგენს მყარ ქვას, არამედ ის მრავალშრიანი სტრუქტურაა. ჩვენ წინა სტატიებში განვიხილეთ პლანეტების წარმოშობა. სწორედ იმ დროს, როდესაც ყალიბდებოდა მზის სისტემა , ჩვენი პლანეტაც იმ პერიოდში ემზადებოდა იმისათვის , რომ რამდენიმე მლრდ. წელიწადში ჩვენ შევძლოთ თავისუფლად მასზე ცხოვრება,მცენარეებისა და ცხოველების მოყვანა, მოგზაურობა, და ფეისბუქში ამ სტატიის წაკითხვა. იმის შემდეგ რაც დედამიწის მოცულობა საკმაოდ გაიზარდა, მოხდა მისი ბირთვის გამკვრივება.

ახალგაზრდა პლანეტაზე არსებობდა უამრავი რადიოაქტიური ნივთიერება: ირიდიუმი,ურანი და ა.შ. დედამიწის წიაღში მიმდინარე ბირთვულმა რეაქციამ და იზოტოპების დაშლამ გამოიწვიეს დედამიწის დნობა. განვითარების ადრეულ ეტაპზე დედამიწის თითქმის მთელი ზედაპირი დაფარული იყო მდნარი ლავის ოკეანეთი. მილიონი წლის გნამავლობაში დედამიწაზე შეინიშნებოდა აქტიური ვულკანური პროცესები.ამავდროულად, პლანეტა მასზე მომხვდარი ასტეროიდების მეშვეობით იძენდა ახალ ქიმიურ ელემენტებს.

დროთა განმავლობაში პლანეტა ცივდებიდა და დაიწყო მისი ქერქის ფორმირება. მაგრამ დაახლოებით 30 მლნ. წელიწადში მოხდა მისი შეტაკება პლანეტა -თეიასთან. ეს გახდა უზარმაზარი ენერგიის გამოყოფის მიზეზი.

ორი პლანეტა შეირწყა. ამან გამოიწვია პლანეტის თხევად მდგომარეობაში დაბრუნება.ამასთან ერთად მიზიდულობის კანონმა ნატეხებისგან, რომლებიც გაიფანტა შეტაკებისას, შექმნა დედამიწის გარშემო დისკი, რის შედეგადაც შეიქმნა მთვარე- დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი.


რადიოაქტიური პროცესების გამო პლანეტის ზედაპირი დიდ ხანს რჩებოდა თხევად მდგომარეობაში, მაგრამ თანდათანობით ვულკანური აქტივობა შემცირდა და დედამიწის ზედაპირი ცივდებიდა და შეიქმნა ქერქი.

რა თქმა უნდა დედამიწის წარმოშობა, როგორც მსოფლიოს და მზის სისტემის წარმოშობა მხოლოდ თეორიაა, თუმცა დღითიდღე მეცნიერებს სულ უფრო მეტი დასაბუთება მოყავთ. დღეს ბევრი კითხვა პასუხის გარეშე რჩება. მაგალითად , დღემდე მეცნიერები კამათობენ წყლის წარმოშობაზე დედამიწაზე. ერთი ვერსიის მიხედვით წყალი ჯერ კიდევ დედამიწის ჩამოყალიბების არსებობდა დედამიწის წიაღში, ხოლო მეორე ვერსიით წყალმა დედამიწაზე გაყინულ ასტეროიდების მეშვეობით მოაღწია. ამგვარი კითხვები ჯერ ჯერობით ბევრია, ახალ პასუხთან ერთან ახალი კითხვები ჩნდება , რაც უფრო საინტერესოდ აქცევს ჩვენს მსოფლიოს და ჩვენს რაობას.

დედამიწის ბრუნვა

სანამ ჩვენ ვისაუბრებთ დედამიწის ბრუნვაზე აუცილებელია აღინიშნოს , რომ დედამაწის ღერძი არ არის ვერტიკალური , ის დახრილია 66,5 გრადუსით.

მზის სისტემის ფორმირების დროს პროტოპლანეტურ დისკს ჰქონდა ერთიანი ბრუნვის მიმართულება, ამიტომ ყველა პლანეტის ორბიტის სიბრტყე მსგავსია, მაგრამ ეკვატორების დახრილობა საკმაოდ განსხვავებულია. მეცნიერების ვარაუდით ეს გამოწვეულია პროტოპლანეტების სხვა სხეულებთან შეჯახების პროცესით, როგორც მაგალითად დედამიწისა და პლანეტა თეიას შეჯახებაა.

დედამიწის ბრუნვა მისი ღერძის გარშემო

დედამიწის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო განაპირობებს დღე-ღამის ცვლას. ამ ბრუნვას დედამიწა 24 საათში ასრულებს (23 საათსა და 56 წუთში).

გარდა ამისა, ღერძის გარშემო ბრუნვა გავლენას ახდენს მის ფორმაზე(მობრტყელებული პოლუსები პლანეტის ღერძის გარშემო ბრუნვის შედეგია)და ასევე ჰორიზონტალურ სიბრტყეში მოძრავ სხეულების გადახრაზე( სამხრეთ ნახევარსფეროს მდინარეები, დინებები და ქარები იხრებიან მარცხნივ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში-მარჯვნივ)

თუ დედამიწის ბრუნვა სხვაგვარი იქნებოდა და ერთი მხარე გამუდმებით მიტრიალებული იქნებოდა მზისკენ, მაშინ ამ მხარეზე ტემპერატურა ( 100 გრადუსზე მაღალი იქნებოდა) წყალი აორთქლდებოდა , მეორე მხარეს კი პირიქით ძალიან დაბალი ტემპერატურა იქნებოდა ,ასეთი განლაგება არ იქნებოდა ხელსაყრელი სიცოცხლის განვითარებისსთვის .

დედამიწის ბრუნვა მზის გარშემო

იმის გამო, რომ დედამიწის ღერძი იხრება გარკვეული კუთხით, მისი სხვადასხვა მონაკვეთი სხვადასხვა დროს იღებს სითბოს და სინათლეს, რაც იწვევს სეზონების ცვლილებას. წელიწადში ორჯერ, მზე ანათებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებს დაახლოებით თანაბრად: ეს არის გაზაფხულის და შემოდგომის დრო. ეს პერიოდი აგრეთვე ცნობილია, როგორც გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობა.

თუ დედამიწა მზესთან კონკრეტულ წერტილში იქნბოდა განლაგებული მაშინ სეზონები საერთოდ არ იარსებებს, რადგან მზის მიერ განათებულ ნახევარ წერტილში ყველა წერტილი მიიღებდა ერთსა და იმავე რაოდენობის სითბოს და შუქს.

შეჯამება

თუ დედამიწის წარმოშობა ჩვენთვის მაინც საკამათო თემად რჩება, მისი ადგილი მზის სისტემაში და სხვა სხეულების მოქმედება მასზე ჩვენთვის უკვე ნათელია. დედამიწის ფორმებმა ,მისმა განალაგებამ და ფიზიკამ გამოიწვიეს სიცოცხლის წარმოშობა. იღბლიანები ვართ? რა თქმა უნდა ვართ, სამყარომ შეგვიქმნა ის პირობები , რომლის მეშვეობითაც ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ ამოუწურავი რესურსები და შევიქმნათ უსაფრთხო ედემი. სამწუხაროდ დღეს კაცობრიობა ჯერ ჯერობით არ არის იმ დონემდე განვითარებული, რომ ბუნებასთან ჰარმონიაში იცხოვროს, მაგრამ ჩვენ მივისწრაფით იდეალისკენ.