June 30, 2020

მზის სისტემა

მზის სისტემის წარმოშობა ისევე, როგორც სამყაროს წარმოშობის თეორია არის მხოლოდ მეცნიერთა ვერსია,რა თქმა უნდა დღეისათვის ბევრი დასაბუთება მოჰყვება ამ თეორიებს, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარება არა მხოლოდ ასაბუთებს მათ თეორიებს, არამედ ზოგჯერ ცვლის ჩვენს წარმოდგენას და ჩვენს ცოდნას. შეგიძლიათ იხილოთ მზის სისტემის წარმოშობის ამ დროის მიღებული ჰიპოთეზე.

წარმოშობა

ამ დროისთვის მიღებული ჰიპოთეზის თანახმად მზის სისტემის ჩემოყალიბება დაახლოებით 4,5 მლრდ. წლის წინ დაიწყო , გიგანტური ვარსკვლავთაშორისი გაზ-მტვრის ღრუბლის გრავიტაციული კოლაფსით. ნივთიერების დიდი ნაწილი მოხვდა გრავიტაციული კოლაფსის ცენტრში, რამაც გამოიწვია მზის დაბადება. ნივთიერებამ , რომელიც არ მოხვდა ცენტრში, შექმნა დისკი , რომელიც მზის ირგვლივ ტრიალებდა. შემდგომ კი ამ ნივთიერებიდან ჩამოყალიბდა: პლანეტები, თანამგზავრები,ასეტეროიდები. ამრიგად მზის სისტემის წარმოშობა შეგვიძლია შემდეგ ნაირად ავღწეროთ:

  • გრავიტაციული კოლაფსის გამომწვევი მიზეზი იყო ნისლოვანი ღრუბლის ნივთიერების მციერე (სპონტანური) გამკვრივება, რომელიც შემდგომ გარდაიქმნა გრავიტაციულ ცენტრად გარშემორტყმული ნივთიერებისთვის. ამ დროისთვის ღრუბელი უკვე შეიცავდა არა მხოლოდ პირველად წყალბადს და ჰელიუმს, არამედ სხვა მრავალ მძიმე ელემენტს,რომლებიც დარჩნენ წინა თაობების ვარსკველავების შემდეგ. გარდა ამისა ღრუბელს , რომელიც განიცდიდა კოლაფსს გააჩნდა საწყისი კუთხური მომენტი.
  • სწორედ კუთხური წესის შენარჩუნების გამო ,იზრდებოდა ღრუბლის როტაციის სისწრაფე , რამაც განაპირობა მზის სისტემის დისკის ფორმირება.
  • ღრუბლის გამკვრივების პროცესში ,თანდათანობით იზრდებოდა სიმკვრივე და ნივთიერებათაშორისი შეტაკებების ინტენსივობა, რის შედეგადაც იზრდებოდა ნივთიერების ტემპერატურა.
  • იმ მომენტისთვის, როდესაც დისკის ცენტრალურმა ნაწილმა მიაღწია რამდენიმე ათას კელვინს მან დაიწყო ნათება- შეიქმნა პროტოვარსკვლავი( ობიექტი , რომელიც ვარსკვლავის ფორმირების ბოლო ეტაპზეა). ამისთანავე, ნივთიერების ბრუნვა და ერთმანეთთან შეჯახება არ დასრულებულა. რაც უფრო მეტი ნივთიერება ხვდებოდა პროტოვარსკვლავზე , იზრდებოდა ტემპერატურა და წნევა. სამაგიეროდ, დისკის გარე ნაწილი ცივდებოდა, ამრიგად დაიწყო პროტოპლანეტების ჩამოყალიბება.
  • როდესაც პროტოვარსკვლავის ტემპერატურამ მიაღწია მილიონ კელვინს , დისკის ცენტრში დაიწყო ჰელიუმის და წყალბადის ტერმო-ბირთვული სინთეზი. პროტოვარსკვლავი ჩვეულებრივ ვარსკვლავად(მზედ) იქცა. დისკის გარე მხარეს კი ჩამოყალიბდნენ პლანეტები, რომლებიც ცენტრალურ მზეს, დისკის მიმართულების მიხედვით, გარს ურტყავდენენ.

მე-XX საუკუნემდე მეცნიერები თვლიდნენ , რომ მზის სისტემა ჩამოყალიბებისას ისეთივე იყო ,როგორც დღეს არის, მარგამ XXI საუკუნის დასაწყისში ეს აზრი რადიკალურად შეიცვალა. "ახალშობილი" მზის სიტემა ბევრად უფრო კომპაქტური იყო ვიდრე ეხლაა, და გარდა იმ პლანეტებისა , რომლებსაც დღეს სკოლაში გვასწავლიან იყო ბევრი სხვა მყარი სხეულიც.

მომავალი

ასტრონომების შეფასებით მზის სისტემაში რადიკალური ცვლილება არ მოხდება იმ მომენტამდე სანამ მზე არ ამოწურავს წყალბადის საწვავის მარაგს.ეს მომენტი გარდაქმნის მზეს წითელი გიგანტის ფასაზაში. თუმცა მანამდეც სისტემა განიცდის ევოლუციას.

თუნდაც მზის სისტემა წარმოადგენს ქაოტურ სისტემას, რომელშიც პლანეტების ორბიტები არაპროგნოზირებადია, ამის მიუხედავად მზის სიტემა ითვლება სტაბილურ სისტემად იმ მხვრივ , რომ მზის სისტემის პლანეტები ერთმანეთს ვერ შეეჯახებიან და ორბიტას არ გასცილდებიან რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში.

მაგრამ ამ დროის პეიოდში შესაძლოა დაიწყოს პლანეტების ისეთი გადახრა, რომ მაგალითად მარსის ორბიტა გადაკვეთავს დედამიწის ორბიტას და მოხდება მათი შეჯახება. ასევე მზე გადიდების თანავე შემოიერთავს პლანეტა მერკურის და ვენერას.

შეჯამება

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს მომავალში მზის სისტემის კოლაფსი ჩვენ არ გველის, მაგრამ კოსმოლოგიის შესწავლა აუცილებელია, რადგან ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მომავალისთვის , მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ შევუქმნად უსაფრთხო მომავალი კაცობრიობას.