July 10, 2020

მზე

მზე ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი, ხოლო მზის სისტემის მთავარი - ვარსკვლავია. დედამიწასთან სიახლოვის გამო ის ყველაზე კარგად შესწავლილი ვარსკვლავია.

მზე ჩვენთვის და მზის სისტემისთვის არის ენერგიის უზარმაზარი რეაქტორი. მასში მიმდინარე რეაქციები განაპირობებს მთელი ჩვენი პლანეტების სისტემის "ფიზიკას".

მზის დიამეტრი შეადგენს 1 392 700 კმ. მზის მიზიდულობა 28 ჯერ აღემატება დედამიწის მიზიდულობას. მიუხედავად ამისა, მზე ჩვეულებრივი ვარსკვლავია.

განვიხილოთ მისი აგებულება:

ფოტოსფერო

დედამიწამდე თითქმის მთელ მოღწეულ ენერგიას გამოყოფს -ფოტოსფერო.ფოტოსფერო მზის ატმოსფეროს ქვედა შრეა.მისი სისქე უდრის 300-400კმ. ზუსტად ფოტოსფერო გვიქმნის წარმოდგენას, რომ მზეს გამოკვეთილი გარე კიდე გააჩნია. ფოტოსფეროს ტემპერატურა უდრის 6000 გრადუსს. ტელესკოპში ფოტოსფერო მოჩანს მრავალი ნათელი მარცვალივით, ყოველი მარცვალი საფრანგეთის ზომისაა. მარცვლების სიცოცხლის ხანგრძლივობა - 8 წუთია.მზის ზედაპირის ზოგი მონაკვეთი შავ ლაქადაა წარმოჩენილი, ამ არეებს-მზის ლაქებს ვუწოდებთ.

მზის ლაქები

მზის ლაქები გვეჩვენება მუქად რადგან ისინი ფოტოსფეროს შედარებით ცივი მონაკვეთებია.ხშირად ისინი წყვილ-წყვილად წარმოიქმნებიან და ქმნიან ბიპოლარულ ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ, როგორც მაგნიტის ორი პოლუსი.ლაქები შესაძლოა შესამჩნევი იყოს რამდენიმე კვირის განმავლობაში და მათი რაოდენობა 11 წლის პერიოდულობით იცვლება.

ქრომოსფერო და გვირგვინი

მზის დაბნელების დროს, როდესაც მზის ნათელ მხარეს მთვარე ეფარება,მოჩანს მზის ატრმოსფეროს გარე მხარე- გარეგანი ნათელ-ვარდისფერი ქრომოსფეროს ბეჭედი და ვერცხლისფერი გვირგვინი. ჩვეულებრივ, ქრომოსფერო და გვირგვინი არ ჩანს, რადგან ისინი ფოტოსფეროზე ნაკლებად კაშკაშაა.ქრომოსფერო მზის ზედაპირიდან დაახლოებით 5000 კილომეტრზე ვრცელდება.მისი ტემპერატურა ზედა ფენებში აღწევს 20 000 გრადუსს. გვირგვინი ვრცელდება რამდენიმე მილიონ კილომეტრზე არ აქვს გამოკვეთილი საზღვარი და თანდათანობით ორთქლდება სივრცეში. გვირგვინის ნივთიერების ტემპერატურა აღემატება ერთ მილიონ გრადუსს. დროდადრო შეიმჩნევა, რომ ქრომოსფეროს ზოგი მონაკვეთი უეცრად ძალიან ნათდება -ეს მზის ელვარებაა.გარდა ამისა მზის გვირგვინიდან მუდმივად გამოედინება დამუხტული ნაწილაკების ნაკადი- მზის ქარი.

მზის წიაღი

რა თქმა უნდა მზის წიაღში ჩახედვა შეუძლებელია, მაგრამ ასტრონომები ცდილობენ მის შესწავლას მის ზედაპირზე და ზედა შრეებზე მიმდინარე ვითარებების დახმარებით. თუნდაც მზე შეიცავს თითქმის ყველა ცნობილ ქიმიურ ელემენტს , 98%-ით ის შედგება ჰელიუმისა და წყალბადისგან. ტემპერატურა და წნევა იზრდება სიღრმის მიხედვით და აღწევს დაახლოებით 15 მილიონ გრადუსს. ამ პაპანაქებაში წყალბადის ატომების ბირთვები ერთიანდებიან და ქმნიან ჰელიუმის ატომებს , ამის შედეგად გამოიყოფა დაუჯერებელი ძალის ენერგია, რომელიც გამოიხატება სინათლისა და სითბოს სახით. ყოველწამიერად მზის წიაღში წყალბადის 400 მილიონი ტონა გარდაიქმნება ჰელიუმში. ენერგია , რომელსაც გამოყოფს მზის ცენტრალური ნაწილი მის გარე შრეებამდე აღწევს 2 მილიონ წელიწადში.

შეჯამება

დღეისათვის მზე დაახლოებით 4,5 მლრდ. წლისაა. ის ითვლება ახალგაზრდა ვარსკვლავად და წარმოადგენს ყვითელ ჯუჯას. მზე ფაქტობრივად დაშლას დაიწყებს წითელი გიგანტის ფაზაში და ამ მომენტამდე ჯერ კიდევ რამდენიმე მილიარდი წელიწადი გვაქვს, თუმცა მზეზე მიმდინარე პროცესები დღესაც შესაძლოა მავნებელი იყოს ჩვენთვის ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი ასტრონომია და კოსმოსის შესწავლა.

სურათზე წარმოდგენილია მზის ევოლუცია.

საინტერესო ფაქტები:

  • მზეზე მეტი წყალია, ვიდრე დედამიწაზე. ის წარმოდგენილია ორთქლისა და წლის მოლეკულებით მზის ლაქებსა და ვიწრო ფენაში ვარსკვლავის ზედაპირის ქვეშ.
  • მზის ქარი ვრცელდება დაახლოებით 450 კმ. წამში სისწრაფით.
  • ვატიკანმა მხოლოდ 1992 საჯაროდ აღიარა, რომ დედამიწა მართლაც ბრუნავს მზის გარშემო
  • როდესაც მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა , ის შთანთქავს მერკურის, ვენერას და შესაძლოა დედამიწასა და მარსს.