June 25, 2020

სამყაროს წარმოშობის კოსმოლოგიური ვერსია

დიდი აფეთქება

სამყაროს წარმოშობა

სამყაროს წარმოშობა მუდამ იყო საკამათო მეცნიერთა წრეში. მსოფლიოს წარმოშობის მთავარ ვერსიებად ითვლება: რელიგიური, სადაც სამყარო შეიქმნა ღვთაებრივი ძალით და მეორე ვერსია კერძოდ , ის ვერსია , რომელსაც ჩვენ განვიხილავთ - დიდი აფეთქების თეორია.

დიდი აფეთქება

მეცნიერების უმეტესობა ემხრობა ,თეორიას, რომ სამყარო შეიქმნა დიდი აფეთქების დროს.

დიდი აფეთქების თეორია გვიხატავს მსოფლიოს ევოლუციის გრანდიოზულ სურათს.დაახლოებით 13.8 მლრდ. წლის წინ დაიწყო კოსმოლოგიური გაფართოება.დიდ აფეთქების მომენტში და მანამდე არსებული პირობები ჩვენთვის უცნობია და მხოლოდ ბჭობის დონეზე არსებობენ. ადრეული სამყარო იყო ძალიან ცხელი, მკვრივი და არარეგულარული. არარეგულარულობა ნელ-ნელა გაუჩინარდა. დიდი აფეთქების შემდგომ რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ბირთვული რეაქციები.ამავდროულად იმ მომენტისთვის სამყარო ექსტრემალურად ცხელი იყო და ამიტომ , აფეთქებით გამოწვეული, გაფანტული ნაწილაკები ვერ ერთიანდებოდნენ. ტემპერატურის დაწევის შემდეგ მოხდა ჰელიუმის და წყალბადის ატომების ფორმირება. რაც უფრო ცივდებოდა ,სამყაროში იბადებოდნენ უფრო მძიმე ქიმიური ელემენტები.

გაციების შემდგომ ატომებმა ჩამოაყალიბეს პირველი ნისლოვანები, რომლებიც შედგებოდა გაზისა და მტვრისგან,და შემდგომ ჩამოყალიბდნენ სხვადასხვა ზომის სხეულები. ამ პროცესის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა გრავიტაციამ. ნისლოვანებისგან შეიქმნა პირველი ვარსკვლავები და პლანეტები. როდესაც ვარსკვლავები გარდაიქმნებოდნენ გიგანტებად იქმნებოდა პირველი გალაქტიკები.ითვლება რომ გალაქტიკების ფორმირება დაიწყო დაახლოებით 1-2 მლრდ. წელიწადში დიდი აფეთქების შემდეგ.

ვინ შეიტანა უზარმაზარი წვლილი დიდი აფეთქების აღმოჩენაში

ალბერტ ეინშტეინის მუშაობა გრავიტაციასა და ფართობითობის თეორიაზე მისცა ბიძგი იმისათვის , რომ დე სიტერს წარმოედგინა სამყაროს კოსმოლოგიური მოდელი. შემდგომ გ. ვეილმა დაიწყო მუშაობა , თავის თეორიაზე, რომელიც ითვალისწინებს,რომ კოსმოსურ გარემოში ნივთიერება უნდა ფართოვდებოდეს.ამ თეორიებზე დაყრდნობით გამორჩეულმა მეცნიერმა ა.ა. ფრიდმანმა დაუშვა ვერსია , რომ მთელი მატერიის დასაწყისი უნდა ყოფილიყო ერთ უსაზღვროდ მკვრივ წერტილში, ხოლო განვითარება ყველფერს მისცა დიდმა აფეთქებამ. დიდი აფეთქების დასაბუთებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ჰაბლმა.

ყველაზე ნათელი დასაბუთება კი დაეფუძვნა გ.ა გამოვის თეორიას, მან შეიმუშავა იდეა საწყისი ნივთიერების დიდ ტემპერატურაზე. ასევე მან განაცხადა, რომ არსებობს კოსმოლოგიური გამოსხივება , რომელიც არ გამქრალა დიდი აფეთქების შემდეგ, მან მათემატიკური დათვლების შემდეგ გამოაცხადა, რომ ამ კოსმოლოგიური გამოსხივების ტემპერატურა არის 3K. ამ თეორიაზე დაყრდნობით რადიოლოგებმა ამერიკაში შეიმუშავეს ახალი ანტენები და ზედმეტი სიგნალების გამორიცხვით შეძლეს კოსმოლოგიური გამოსხივების პარამეტრის მიღება , ამ პარამეტრის რაოდენობა იყო-3K. რაც უფრო ვითარდებოდა ტექნოლოგიები გამოვის თეორიას უფრო მეტი დასაბუთება მოჰყვებოდა. გამოვის კოსმოლოგიურ გამოსხივებას უწოდეს- რელიქტური გამოსხივება.

რელიქტური გამოსხივების რუკა:

რელიგიის მიდგომა დიდ აფეთქებასთან

ძირითადი რელიგიები: კათოლიციზმი, მართმადიდებლობა, ისლამი, თავისებურად ემხრობიან დიდი აფეთქების თეორიას. ამ რელიგიური კონფესიების ლიბერალი წარმომადგენლები ხსნიან დიდ აფეთქებას როგორც ღვთაებრივ ჩარევას " დიდი აფეთქების" სახელით.

შეჯამება

ასტრონომიული გამოკვლევები გვეხმარება ადამიანების ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე:"როგორ წარმოიქმნა სამყარო,და რა გველის მომავალში?" პასუხების პოვნას. თუნდაც, ბევრი პრობლემა ჯერ არ არის მოგვარებული, და სამყაროს წარმოშობის მიზეზს არ აქვს გამოკვეთილი ახსნა და განმარტება, დიდი აფეთქების თეორიამ მოიპოვა საკმაოდ ბევრი დასაბუთება იმისათვის , რომ ის იყოს ყველაზე მისაღები, მსოფლიოს წარმოშობის, მოდელი.