ოქუმის სკოლა -170
(1871 -2021)
ოქუმის სკოლა - აფხაზეთის გარუსების წინააღმდეგ ბრძოლის ფორფოსტი
(აფხაზეთში პირველი სკოლის დაარსების 170-ე წლისთავისადმი)
მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, ოქუმში, “ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების” მატერიალური დახმარებით, საფუძველი ჩაეყარა იმდროინდელ აფხაზეთში პირველ საერო სასწავლო დაწესებულებას.
1849 წლის 26 იანვარს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა, კავკასიის მეფისნაცვლის წინაშე დასვა საკითხი სამურზაყანოში სამისიონერო სკოლის დაარსების შესახებ. ,,ეს პირველდაწყებითი სკოლა, - წერდა გუბერნატორი, - მოემსახურება თავადაზნაურების შვილებს და მოზარდების სულს ჩამოაყალიბებს ქრისტიანულად. აღსაზრდელები ისწავლიან საღვთო სჯულს, რუსულ და ქართულ ენებს, არითმეტიკის ოთხ მოქმედებას და სუფთა წერას რუსულად და ქართულად. სკოლის მართვა დაევალება რუსულის მასწავლებელს, ქართული - ენის მცოდნეს. უნარის მქონე მოსწავლე სწავლის გასაგრძელებლად გადაყვანილ იქნება ქუთაისის ან თბილისის სასწავლებლებში სახაზინო ანგარიშზე. სკოლას უხელმძღვანელებს რუსულის მასწავლებელი, რომელსაც ეცოდინება ქართული. საღვთო სჯულს შეასწავლის ოქუმის ბლაღოჩინი (სამურზაყანოს ეკლესიების მღვდელმთავარი), სხვა საგნებს - დიაკვანი და კიდევ ერთი მედავითნე...’’
მეფისნაცვალ ვორონცოვისგან მიღებული თანხმობის შემდეგ, 1850 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ სამურზაყანოში მისიონერად მოავლინა ,,კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების’’ წარმომადგენელი, სამეგრელოს სასწავლებლების ზედამხედველი, თბილისის სასულიერო სემინარიადამთავრებული, უაღრესად განათლებული პიროვნება დავით მაჭავარიანი, რომელმაც 1851 წელს დაბა ოქუმში გახსნა სკოლა თავადაზნაურთა შვილებისთვის, 40 ბავშვისთვის. მალე იქ გლეხების ნიჭიერმა შვილებმაც დაიწყეს სწავლა.
მართალია, ოქუმის სკოლის გახსნა რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას უკავშირდებოდა, მაგრამ ამ სკოლამ შემდგომ წლებში სხვა სოფლებში გახსნილ სასწავლებლებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა არა მარტო სამურზაყანოში, არამედ მთელს აფხაზეთში განათლების განვითარების საქმეში.
1851 წელს ოქუმის ეკლესიის მღვდელმა, დეკანოზმა დავით მაჭავარიანმა გახსნა დაწყებითი სამრევლო სკოლა, რომელიც შემდგომ ორკლასიან, რვაგანყოფილებიან სკოლად გადაკეთდა. ფაქტობრივად, იგი იყო დღევანდელი სტანდარტების შესატყვისი არასრული საშუალო სკოლა. მე-19 საუკუნის ბოლოს სკოლის ზედამხედველი (მეურვე-ინსპექტორი) იყო მოგვიანებით ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული, იმ დროს სოხუმის ეკლესიის მღვდელი ამბროსი (ბესარიონ ხელაია)- საეპარქიო სასწავლო საბჭოს წევრი, შემდგომში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღმდგენი და მისი კათოლიკოს-პატრიარქი.
ქუთაისის გუბერნატორის მოთხოვნისამებრ, ოქუმის სკოლაში ისწავლებოდა საღვთო სჯული, არითმეტიკის ოთხი ძირითადი მოქმედება, სუფთა წერა, ქართული და რუსული ენები. რადგან მოსახლეობისთვის რუსული სრულიად გაუგებარი იყო, რუსი ჩინოვნიკები დროებით დათმობაზე წავიდნენ, ქართული ენა გამოიყენეს და რუსულად სწავლება ქართულის მეშვეობით დაიწყეს. მშობლიური ქართული ენა მეფის რუსეთს მხოლოდ დამხმარე ენად, რუსულის ასათვისებლად და თავისი ზრახვების განსახორციელებლად სჭირდებოდა.
სხვადასხვა დროს სკოლას ხელმძღვანელობდნენ ლიბერალი რუსი პედაგოგები ცარევსკი და მიასნიკოვი, სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული თავადი ყარამან ემუხვარი, ხოლო გასული საუკუნის ბოლოს სკოლის დირექტორი გახდა ცნობილი განმანათლებელი, ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი, საქართველოში “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის წევრი, ოქუმელი ივანე გეგია.
XIX საუკუნის 90-იან წლებში, სწორედ ივანე გეგიამ დააარსა ოქუმში ბიბლიოთეკა, სადაც ქართველი მწერლების _ შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ბესიკის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას, რაფიელ ერისთავის, ალექსანდრე ყაზბეგის და სხვათა ნაწარმოებებთან ერთად, პუშკინის, ლერმონტოვის, დოსტოევსკის, ჩერნიშევსკის, ტოლსტოის, აგრეთვე სხვა რუსი და უცხოელი კლასიკოსების თხზულებანი ინახებოდა. ბიბლიოთეკასთანავე არსებობდა სამურზაყანოს მაზრის არქივიც, რომელიც უდიდეს დოკუმენტურ მასალას შეიცავდა ამ კუთხის, ბაგრატ III დროინდელი ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მედროშის, უძველესი ქართული საერისთავოს _ საბედიანოს (ბედიის საერისთავოს) ისტორიის, ეთნოგრაფიის, ტოპონიმიკის, არქეოლოგიის, კულტურის, განათლების და სხვა საკითხებზე (თ.სახოკია, „მოგზაურობანი“). აქვე დაფუძნდა აფხაზეთში პირველი სახალხო თეატრიც, რომელშიც წარმატებით იდგმებოდა, არა მარტო ქართული, არამედ უცხოური კლასიკური ნაწარმოებებიც. მან გააცნო პირველად ადგილობრივ მოსახლეობას შექსპირის „ჰამლეტი“.
„განათლება, კულტურა, მეცნიერება - ხალხს“! - ასეთი იყო ივანე გეგიას და იმდროინდელი სამურზაყანოს სასწავლო-კულტურული დაწესებულებების საქმიანობის დევიზი.
იმავე პერიოდში ოქუმის და ილორის ეკლესიების მღვდელმსახურნი, იმავდროულად ოქუმის სკოლის პედაგოგები - მაჭავარიანი, კერესელიძე, ჩხენკელი (აკაკი ჩხენკელის მამა), ზოსიმე ხელაია(ამბროსი ხელაიას მამა) და მათი თანამზრახველი საერო მოღვაწეები - მ. ემუხვარი, ივ. გეგია, თ. სახოკია, ან.ჯუღელი (საქართველოს სახალხო გვარდიის სარდლის - ვალიკო ჯუღელის მამა), სოხუმის ოლქის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი -საეპარქიო სასწავლო საბჭოს წევრი პოლკოვნიკი პეტრე ქორქაშვილი ღიად თუ ფარულად ხელს უწყობდნენ სკოლაში მშობლიური ენის სწავლებას და ეკლესიებში წირვა-ლოცვის და პარაკლისების ქართულ ენაზე აღსრულებას.
„აქ საქართველოა და არა რუსეთი და ამიტომაც წირვაც ქართულად უნდა იყოს“ -განუცხადა მამა ამბროსიმ (ხელაია) რუსული ეკლესიის მესვეურებს -სოხუმის ეპისკოპოს არსენს (იზოტოვს) 1995 წელს სააღდგომო წირვის ჩატარებისას(პროფ.ჯ.გამახარია, „წმინდა აღმსარებელი ამბროსი(ხელაია), თბილისი,2012წ.)
„1895 წელს სამურზაყანოელებმა წერილობითი თხოვნით მიმართეს სოხუმის რუსული ეკლესიის ეპისკოპოსს ოქუმის სკოლაში ქართული ენის სწავლების შემოღების შესახებ და აიძულეს ოქუმის ეკლესიის მღვდელი კავკასიძე, რომელიც მარჯვე დამცველი იყო და გამტარებელი ცხოვრებაში რუსული მოქალაქეობრიობისა, რათა გაეძევებინათ ის სამურზაყანოდან“ (ზაქარია ედილაშვილი, “საქართველო”, თბილისი, 1917 წ.).
იმდროინდელი აფხაზეთისა და სამურზაყანოს რუსიფიკაციის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის, სამღვდელოებისა და ინტელიგენციის წარმომადგენელთა ბრძოლის შესახებ, სოხუმის ეპისკოპოსი 1900 წელს ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმთა შეფს ატყობინებდა, რომ “ეპარქიაში მცხოვრები ქართველები ყოველი ღონისძიებით ცდილობენ დანერგვას სამურზაყანოსა და აფხაზეთში ქართველთა მოქალაქეობრიობის, რაშიც სრულ დახმარებას უწევს მათ სამღვდელოება, რომელიც განსაკუთრებით ქართველთაგან (მეგრელთაგან) შედგება. საერთოდ, ქართველების მოძრაობა დიდად აბრკოლებს აფხაზეთის გარუსების და გადაგვარების საქმეს“ და იქვე დასძენდა: „ამ წერილის წინედ წარმოდგენილი იყო რამდენიმე განჩინება სამურზაყანოელებისა, ვითომ ქართული ენის სწავლების შემდეგი საჭიროების შესახებ, მაგრამ ყველა ესენი განზრახ შედგენილი იყო“.
1925 წელს ოქუმში გაიხსნა შრომის შვიდწლიანი სკოლა, რომლის დირექტორები იყვნენ სხვადასხვა დროს: მიხა აფაქია, ერასტო ზუხბაია. მასწავლებლობდნენ: ორესტი ნაყოფია,ბორის კვეკვესკირი, ანდრო ალფენიძე, ეკატერინე ჯგვიშია.
1930 წელს სკოლა რვაწლიან სასწავლებლად გადაკეთდა, რომელსაც 1930-31 წწ. ხელმძღვანელობდა თამარ ფარფალია-ჯგუბურია, 1931-1932 წლებში-ივლიანე ფარფალია.1936 წელს სკოლა საშუალო სკოლად გადაკეთდა.
სამამულო ომის პერიოდში ოქუმის საშუალო სკოლის ოცი მასწავლებელი გაიწვიეს მოქმედ არმიაში, მათგან მხოლოდ ხუთი დაუბრუნდა მშობლიურ სკოლას.
1953-1963 წლებში ოქუმის სკოლის დირექტორი კვლავ იყო თამარ ფარფალია-ჯგუბურია, 1964 -1987 წლებში - იასონ შონია, 1988-1993 წლებში - ბორის გურგულია. 1994-1995 წლებში -აფხაზეთის ომის შემდეგ, სკოლის აღდგენას სათავეში ჩაუდგა გულნარა ბულისკერია, 1996 -2005 წლებში - ნუნუ გოგოხია . 2006 წლიდან სკოლის დირექტორად დაინიშნა მადლენა გურგულია. ამჟამად სკოლას ხელმძღვანელობს აფხაზი დემონა ჯინჯოლია.
ოქუმის საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა საპატიო სიაში მოიხსენიებიან ქართველი ერის სახელოვანი შვილები: აკაკი ჩხენკელი (ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი), კიტა(პეტრე) ჩხენკელი (ქართველოლოგი, პუბლიცისტი, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი), მელიტონ ემუხვარი (მეფის არმიის გენერალი, სამურზაყანოს ცხენოსანთა პოლკის _ „აფხაზური მილიციის“ მეთაური, რუსეთ-თურქეთის ომების გმირი), არზაყან ემუხვარი (აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი), ივანე გეგია (საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი), გიორგი ჯგუბურია (საზოგადო მოღვაწე, სოციალისტური შრომის გმირი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი), ილია ვეკუა (მეცნიერი, მათემატიკოსი, აკადემიკოსი, ქართული და საბჭოთა მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი).
საბჭოთა ეპოქაში ოქუმის საშუალო სკოლის 21 კურსდამთავრებული ატარებდა საბჭოთა კავშირის გმირისა და სოციალისტური შრომის გმირის მაღალ წოდებებს.
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ოქუმის საშუალო სკოლაში საქართველოსა და აფხაზეთის 11 დამსახურებული მასწავლებელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
თანამედროვე ოქუმის სკოლა 2019-2020 წლებში საფუძვლიანად გარემონტდა და რეკონსტრუქცია განიცადა საერთაშორისო ორგანიზაცია „დანიის ლტოლვილთა საბჭოს“ დაფინანსებით (პროექტის დირექტორი ნინო ხოხობაია).
დღეისთვის ოქუმის საშუალო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ერთ-ერთი საუკეთესოა არამარტო დე-ფაქტო აფხაზეთში, არამედ მთელ საქართველოშიც კი.
ოქუმის საშუალო სკოლის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის საქმეში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა ეკუთვნით:
· „დანიის ლტოლვილთა საბჭოს“ (ნინო ხოხობაია);
· სოფ. ოქუმის ადგილობრივ ადმინისტრაციას;
· სოფ. ოქუმის საშუალო სკოლის დირექციას;
· სოფ. ოქუმის საშუალო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს;
· სოფ. ოქუმის საზოგადოებას;
· სოფ. ოქუმის საშუალო სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობას;
· სოფ. ოქუმის საშუალო სკოლის ყველა დროის ყველა კურსდამთავრებულს, რომელთათვისაც ოქუმის საშუალო სკოლა „განათლების ტაძრად“ აღიქმება.
* * *
დეკანოზი დავით მაჭავარიანი
ოქუმის სკოლის ხის ნაგებობა ოქუმის სკოლის შენობა 1910 წელს
ოქუმის ორკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლა
ოქუმის სკოლა რეკონსტრუქციამდე .
ოქუმის სკოლის ამჟამინდელი მდგომარეობა .
ოქუმის სამრევლო სკოლის მასწავლებლები და მეურვეები - სასულიერო მოღვაწეები:
· ზოსიმე ხელაია (ამბროსის მამა) - ილორის მღვდელია 1860-1895 წლებში, შემდეგ მეოცე საუკუნის ბოლომდე - ილორის მღვდელია პორფირ ზოსიმეს ძე ხელაია; ზოსიმე ხელაია ოქუმის სამრევლო სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენას.
· ამბროსი ხელაია - 1887-1892 წლებში არის დახოვსკოეს (სოჭის) მღვდელი; 1892 -1897 წლებში სოხუმის საკათედრო ტაძარშია მღვდლად, 1893 წლიდან ამ ტაძრის კანდელაკია. იმავდროულად 1892-1893 წლებში სოხუმის ეპარქიის პირველი საბლაღოჩინო ოლქის (გუდაუთის მაზრის) ბლაღოჩინია (კეთილმოწესეა). 1894-1897 წლებში სოხუმის მთიელთა სკოლის სჯულისკანონის მასწავლებელია;იმავე წლებში ხდება საეპარქიო სასწავლო საბჭოს წევრი და მდივანია (საქმისმწარმოებელი); იმავე 1894 წლიდან 1897 წლამდე კავკასიაში მართლმადიდებლობის აღმდგენი საზოგადოების სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის სკოლების ზედამხედველია; სოხუმის ეპისკოპოს არსენთან (იზოტოვი) დაჯახება მოხდა 1895 წლის სააღდგომო წირვაზე, როდესაც ეპისკოპოსმა არ დაუშვა ქართულ ენაზე ბიბლიიდან ცალკეული მონაკვეთების წაკითხვა, მაშინ როდესაც წაიკითხეს ბერძნულ და ლათინურ ენებზეც კი. ამბროსიმ მოითხოვა ქართულადაც წაკითხვა, რადგანაც „აქ საქართველოა“...
1897 წლიდან ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაშია, 1901 წლიდან თბილისშია, 1902-1903 წლებში ჭელიშის მონასტრის წინამძღვარია, 1903-1905 წლებში უსტმედვედიცკაიას სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი, 1905-1908 წლებში საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრია, 1909 წელს რიაზანშია გადასახლებული; 1910-1917 წლებში ნოვგოროდის ეპარქიის სტარაია რუსას მონასტრის წინამძღვარია; 1917 წლის აგვისტოში საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში, იმავე წლიდან 1921 წლწმდე ჯერ ჭყონდიდის, 1919 წლის ოქტომბრიდან ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტია, 1921 წლის სექტემბრიდან - კათოლიკოს-პატრიარქი. ის იყო ერთადერთი ოფიციალური პირი საქართველოში, რომელიც ღიად დაუპირისპირდა საბჭოთა ხელისუფლებას, მის ანტიქართულ პოლიტიკას და კომუნისტურ იდეოლოგიას. საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ მან მემორანდუმით მიმართა გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე (1922 წლის 10 აპრილი-19 მაისი) წარმოდგენილ „კულტურულ კაცობრიობას“ და ითხოვა დახმარება საქართველოს დეოკუპაციის საქმეში. ამის გამო კათოლიკოს-პატრიარქი საბჭოთა ხელისუფლებამ გაასამართლა და შვიდი წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესის პარალელურად ქვეყანაში გაჩაღდა აღვირახსნილი ანტირელიგიური კამპანია. 1925 წლის მარტში ჯანმრთელობაშერყეული მწყესმთავარი ვადაზე ადრე განთავისუფლდა პატიმრობისაგან. მიუხედავად სასტიკი რეპრესიებისა, კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ, უდიდესი ავტორიტეტის წყალობით, მოახერხა ეკლსიის ერთიანობის შენარჩუნება, მისი გადარჩენა სრული განადგურებისაგან. 1927 წლის 29 მარტს ის გარდაიცვალა. 1995 წლი 17 სექტემბერს ქართული ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი წმინდანთა დასში შეირაცხა წმინდა აღმსარებლის სახელით, ხსენების დღედ დაწესდა 16 (29) მარტი.
· პეტრე ქორქაშვილი - ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი, როდესაც ამბროსი გახდა საეპარქიო სასწავლო საბჭოს წევრი (1894წ.), ის თანამდებობრივად უკვე იყო ამ საბჭოს წევრი; 1897 წელს, როცა ამბროსიმ დატოვა სოხუმი და ყველა თანამდებობა, პეტრე ქორქაშვილი რჩებოდა საეპარქიო სასწავლო საბჭოს წევრად.
· დავით მაჭავარიანი - 1884 წლიდან 1905 წლის იანვრამდე იყო სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი და თანამდებობრივად - საეპარქიო სასწავლო საბჭოს თავმჯდომარე.
ავტორი : პროფესორი ჯემალ გამახარია, „წმინდა აღმსარებელი ამბროსი (ხელაია), თბილისი, 2012წ.“
საქართველოსდამოუკიდებლობისაქტი
საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის აქტზე (საქართველოს I რესპუბლიკის დაფუძნების)სამი დიდი ოქუმელი : აკაკი ჩხენკელი, ივანე გეგია და ვალიკო ჯუღელი აწერდნენ ხელს.
აკაკი ჩხენკელი
დაბადების თარიღი - 19 მაისი 1874
დაბადების ადგილი - ოქუმი
გარდაცვალების თარიღი - 5 იანვარი 1959 (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი - პარიზი
მოქალაქეობა - საქართველო
განათლება - ლაიფციგის უნივერსიტეტი
განათლება
დაიბადა სოხუმის ოლქის სოფელ ოქუმში, მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში.
დაწყებითი განათლება მიიღო ოქუმის საერო სკოლაში. 1891 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ჩაება სემინარისტების არალეგალურ წრეებში და ეცნობოდა სოციალ-დემოკრატიულ იდეებს. 1893 წელს გარიცხეს სასწავლებლიდან გაფიცვაში მონაწილეობის გამო. 1894-1895 წლებში აგრძელებდა სოციალ-დემოკრატიის შესწავლას და ემზადებოდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. 1896-1901 წლებში სწავლობდა კიევის, მოსკოვისა და პეტერბურგის უნივერსიტტებში იურიდიულ ფაკულტეტზე. იყო წევრი სტუდენტური სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციებისა. პარალელურად თანამშროლობდა ქართულ რესასთან, იყენებდა ფსევდონიმებს „პ. ოქუმელი“, „ა. ოქუმელი“, „ანჩინი“, „ანჩიკი“, „წინწყალი“ და სხვა. სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო სწავლა ვეღარ გააგრძელა და სამშობლოში დაბრუნდა.
1902-1904 წლებში მუშაობდა ადვოკატად სოხუმის ოლქში. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, წერდა სტატიებს ქართულ და რუსულ პრესაში. ეწინააღმდეგებოდა რუსეთის შოვინისტურ ანტიქართულ პოლიტიკას, რის გამოც კავკასიიდან გაასახლეს. 1905-1910 წლებში იმყოფებოდა საზღვარგარეთ. სამი წლის განმავლობაში ბერლინში სწავლობდა მუშათა მოძრაობის თეორიას და პრაქტიკას, ვენაში − ეროვნულ საკითხს, პარიზში − პოლიტიკურ მოძრაობას, ლონდონში − ინგლისისა და რუსეთის მეტოქეობის საკითხებს აზიაში. ამ პერიოდში განუწყვეტლივ თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან, ესწრებოდა სოციალისტურ კონგრესებსა და კონფერენციებს. 1907 წელს დაასრულა ლაიფციგის უნივერსიტეტი და სწავლა განაგრძო ჟენევაში.
მოღვაწეობა სახელმწიფო დუმაში
აკაკი ჩხენკელი რუსეთის დუმაში, 1913 წ.
1909 წელს ჩავიდა თბილისში, ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებს. 1910 წელს დააპატიმრა ჟანდარმერიამ და ჩასვეს ჯერ მეტეხის ციხეში, შემდეგ კი გადაასახლეს დონის როსტოვში. გადასახლებიდან გაიქცა და დაბრუნდა საქართველოში. ცხოვრობდა ბათუმში. 1912 წელს აირჩიეს მეოთხე მოწვევის რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმის დეპუტატად ბათუმის და ყარსის ოლქებიდან და სოხუმის ოკრუგიდან. შედიოდა სათათბიროს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. მისი საქმიანობის მთავარი მიიმართულება იყო საგარეო პოლიტიკის საკითხები, ხელმძღვანელობდა შეკითხვათა კომისიას.
1912 წელს სათათბიროს ტრიბუნიდან გააპროტესტა ქართველების უფლებების შელახვა და მოითხოვა ეროვნულ-კულტურული ავტონომია. გამოვიდა ტირიფონის ვაკეზე სამხედრო პოლიგონის მოწყობის წინააღმდეგ.[1] 1914 წელს ფრაქციის სახელით მხარი არ დაუჭირა სამხედრო ბიუჯეტს, რასაც მეფის ხელისუფლების მკაცრი რეაქცია მოჰყვა. 1914 წელს მონაწილეობდა ბრიუსელის თათბირში, რომელიც მოიწვია საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიულმა ბიურომ. 1916 წლის ივნისში სათათბიროს ტრიბუნიდან იცავდა ე.წ. მოღალატე აჭარლების უფლებებს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისა და კავკასიის ფრონტის გახსნის შემდეგ რუსეთის იმპერია აპირებდა ფრონტისპირა ზოლში მცხოვრები აჭარლების მასობრივ აყრასა და გადასახლებას. ჩხენკელმა მოახერხა პროცესის შეჩერება, ბევრი ადამიანი გადაარჩინა გადასახლებას, დააარსა „აჭარლების დამხმარე კომიტეტი“, აგროვებდა შემოწირულობებს გადასახლებით დაზარალებულთათავის, რის გამოც აჭარაში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
მოღვაწეობა პირველ რესპუბლიკაში
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დროებით მთავრობის მიერ დაინიშნა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრად. აპრილიდან ნოემბრამდე იყო ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარე. 1917 წლის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი. მანვე გახსნა საბჭოს პირველი ყრილობა. იყო ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი და 1918 წლის 8 თებერვალს თავმჯდომარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნას. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. ამავდროულად იყო ამიერკავკასიის კომისარიატის შემადგენლობაში, ჯერ იკავებდა შინაგან საქმეთა კომისრის, ხოლო შემდეგ საგარეო საქმეთა კომისრის თანამდებობას. 1918 წლის 22 აპრილიდან 26 მაისამდე იყო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი. აპრილში ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის დელეგაცია ს ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენციაზე.
1918 წლის 26 მაისს, საქართვლოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ დაინიშნა რესპუბლიკის საგრეო საქმეთა მინისტრად. ივნისში ხელმძღვანელობდა გერმანიისიმპერიაში მივლენილ ქართულ დელეგაციას. 1919 წლის მარტში აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. იმავე წელს დაინიშნა ევროპაში რესპუბლიკის საგანგებო წარმომადგენლად. ბევრი იმუშავა საქართველოს იურიდიული აღიარებისთვის, ერთა ლიგაში საქართველოს გაწევრიანებისთვის. 1920 წლის აპრილში გრიგოლ გიორგაძესთან ერთად მოიარა მესხეთი და აჭარა, სადაც ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.
ემიგრაციაში
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მოღვწეობდა საფრანგეთში, სადაც იკავებდა საფრაგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას. 1922 წლის აპრილში ხელმძღვანელობდა ქართულ დელეგაციას გენუის კონფერენციაზე და ცდილობდა, დაეყენებინა საქართველოს საკითხი. მოღვწეობდა საქართველოს ოკუპაციის საკითხის გაშუქებისთვის, ბოლშევიკური პროპაგანდის გასანეიტრლებლად და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მომხრეების მოსაპოვებლად. მისი დიპლომატიური მოღვაწეობდა გაგრძელდა 13 წლის განმავლობაში, 1934 წლამდე, საფრანგეთის მიერ საბჭოთა კავშირის აღიარებამდე. 1934 წელს ქართული საელჩოს გაუქმების შემდეგ დიპლომატიური სტატუსის გარეშე აგრძელებდა მუშაობას, თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ გამოცემებში, გამოაქვეყნა რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო ანტიკომუნისტური გაერთიანების შექმნის პროცესში.
გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 1959 წლის 3 იანვარს, პარიზში, ბუსიკოს საავადმყოფოში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
ივანე კონსტანტინეს ძე გეგია
სხვა სახელი: ოდიშელი (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი: 1860
გარდაცვ. თარიღი: 1941 (81 წლის ასაკში)
კატეგორია: პედაგოგი
ივანე გეგია დაიბადა 1860 წელს. 1880 წელს მან დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი.
1886 წლიდან ივანე გეგია იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. 1890 წელს ივანე სოფელ ოქუმის ორკლასიან საერო სკოლაში გადავიდა, რომელიც "ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების" მატერიალური დახმარებით დაარსდა და გარკვეული პერიოდი სკოლის დირექტორი ცნობილი განმანათლებელი, ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის წევრი, ოქუმელი ივანე გეგია იყო. ხუთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, როგორც პოლიტიკურად მიუღებელი, ივანე სკოლიდან გააძევეს, მაგრამ მას უკან არ დაუხევია და სოფელში მოაწყო სამაგალითო მეურნეობა. ივანე გეგია პირველი მეურნეა, რომელმაც ჩაის ბუჩქი შემოიტანა და გაავრცელა სამურზაყანოში.
ივანე გეგიამ საკუთარი სახსრებით ოქუმში გახსნა წიგნთსაცავი, სადაც ქართველი მწერლების გარდა, რუსი და უცხოელი კლასიკოსების თხზულებანიც ინახებოდა. ბიბლიოთეკასთანვე არსებობდა სამურზაყანოს მაზრის არქივიც, რომელიც უდიდეს დოკუმენტურ მასალას შეიცავდა ამ კუთხის, ბაგრატ III დროინდელი ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მედროშის, უძველესი ქართული საერისთავოს - საბედიანოს (ბედიის საერისთავოს) ისტორიის, კულტურისა და განათლების საქმეში. აქვე დაფუძნდა აფხაზეთში პირველი სახალხო თეატრიც, რომელშიც წარმატებით იდგმებოდა არა მარტო ქართული, არამედ უცხოური კლასიკური ნაწარმოებებიც.
"განათლება, კულტურა, მეცნიერება ხალხს!" - ასეთი იყო ივანე გეგიას და იმდროინდელი სამურზაყანოს სასწავლო-კულტურული დაწესებულებების საქმიანობის დევიზი. იგი ღიად თუ ფარულად ხელს უწყობდა სკოლაში მშობლიური ენის სწავლას და ეკლესიებში წირვა-ლოცვისა და პარაკლისების ქართულ ენაზე აღსრულებას. იყო ქართულ წარმოდგენათა გამართვის მომწყობი კომისიის წევრი "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცლებელი საზოგადოების" სამურზაყანოს განყოფილებაში.
ივანე გეგიას მოღვაწეობა, რასაკვირველია, შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 1904 წელს, როგორც "პოლიტიკურად მავნე ელემენტი" რუსეთის შორეულ გუბერნიაში გადაასახლეს. 1905 წელს სამშობლოში ბრუნდება და კვლავ თავის საქმიანობას ანახლებს. იგი კვლავ ებმება სასკოლო მუშაობაში უფრო როგორც აგრონომი მასწავლებელი და სოფლის მეურნეობაშიც კიდევ ახალი დარგი – მეთამბაქოობა და მეაბრეშუმეობა შემოაქვს.
ივანე გეგია იყო ყოველგვარი კულტურული წამოწყების ინიციატორი და ხელმძღვანელი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი მიწვეული იქნა გალის 9 წლიანი სკოლის აგრონომ–მასწავლებლად.
ივანე გეგია აქტიურად მოღვაწეობდა იმდროინდელ ქართულ პრესაში. იგი იყო "დროების", ივერიის", "ცისკრის", "მოგზაურის", "ჯეჯილის", "ცნობის ფურცელისა" და სხვათა მუდმივი კორესპონდენტი.
ივანე გეგია გარდაიცვალა 1941 წელს.
ვალიკო ჯუღელი
ეროვნება - ქართველი
დაბადების თარიღი - 1887
გარდაცვალების თარიღი - 30 აგვისტო, 1924 (37 წლის)
ვალერიან (ვალიკო) ანთიმოზის ძე ჯუღელი (დ. 1887, სვირი — გ. 30 აგვისტო, 1924, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი, „დამკომის“ წევრი. უშუალო მონაწილე 1918-1921 წლებში მომხდარ თითქმის ყველა ბრძოლისა. გამოირჩეოდა საოცარი პირადი ვაჟკაცობით. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩახშობილ იქნა 1920 წლის ანტისახელმწიფოებრვი აჯანყება ცხინვალის რეგიონში. 1921 წლის მარტიდან ემიგრაციაშია, საქართველოში დაბრუნდა 1924 წლის აჯანყების მოსამზადებლად, მაგრამ „ჩეკამ“ დააპატიმრა და იმავე წლის აგვისტოში დახვრიტეს. გამოცემული აქვს საკუთარი მოგონებები — დღიური („მძიმე ჯვარი“, ტფილისი, 1920 წელი).
დაწყებითი განათლება მიიღო ოქუმის სკოლაში, შემდგომ სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, ამ პერიოდში ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში და მონაწილეობას იღებდა 1904-1905 წლების საპროტესტო დემონსტრაციებში. 1912 წელს დაასრულა სოხუმის გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკურ ფრაქციაში. 1916 წლის ზაფხულში, ვალერიან ჯუღელი დააპატიმრეს თბილისში და ჩასვეს მეტეხის ციხეში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მიემხრო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლიდან კი — ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს პარლამენტის წევრი. 1917 წლის დეკემბრიდან სათავეში ჩაუდგა საქართველოს წითელი გვარდიის (1918 წლის ივნისიდან - სახალხო გვარდიის) ჩამოყალიბების საქმეს. 1917 წლის 12 დეკემბერს (ახალი სტილით) მისი მეთაურობით გვარდიელებმა დაიკავეს თბილისის არსენალი და განაიარაღეს იქ მდგომი რუსული გაბოლშევიკებული სამხედრო ნაწილები. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, იგი არჩეულ იქნა სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. მთავარი შტაბის ნომინალური მეთაური იყო ნოე ჟორდანია, თუმცა, პრაქტიკულად, სახალხო გვარდიას ვალიკო ჯუღელი მეთაურობდა. იგი პირადად უჩვენებდა თანამებრძოლებს ბრძოლის მაგალითს სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას. იბრძოდა პირველი რესპუბლიკის პერიოდში წარმოებულ ყველა სამხედრო კონფლიქტში. მის შესახებ რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პ. სიტინი საიდუმლო მოხსენებაში წერდა:
„დიდი მონაცემების მქონე პიროვნება, ძალიან მიზანდასახული. აქვს დიდი პირადი სიმამაცე, გამბედაობა და გამხნევების უნარი. ღირსებისმოყვარეა, ურჩევნია სოფელში იყოს პირველი, ვიდრე ქალაქში — მეორე. სამხედრო საქმეს იცნობს პრაქტიკულად საკუთარი სიმამაცის წყალობით, ბრწყინვალე ბელადია. “
1919 წელს, ვალერიან ჯუღელი აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; გახლდათ სამხედრო კომისიის წევრი. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, ოსიაურის ბრძოლაში (4-6 მარტი) მსუბუქად დაიჭრა. 1921 წლის მარტში ვალიკო ჯუღელმა მთავრობასა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან ერთად დატოვა საქართველო და ემიგრაციაში გაემგზავრა. ჩაება ანტისაბჭოთა ბრძოლის პროცესში. 1922 წელს, სხვა სამხედროებთან ერთად შეიმუშავა და რესპუბლიკის მთავრობას განსახილველად გაუგზავნა საქართველოში შეიარაღებული აჯანყების გეგმა. 1923-1924 წლებში სპეციალური წვრთნა გაიარა საფრანგეთის რესპუბლიკის 35-ე ქვეითთა პოლკში. 1924 წელს თანამებრძოლებთან ერთად არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში. თავდაპირველად ცხოვრობდა გურიაში, შემდეგ გადავიდა თბილისში, სადაც შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიაში და სათავეში ჩაუდგა აჯანყების სამზადისს. 1924 წლის 6 აგვისტოს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ („ჩეკა“) დააპატიმრა. 1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყების დაწყების შემდეგ, 30 აგვისტოს ვ. ჯუღელი თბილისში დახვრიტეს.
საქართველოს სსრ 1931 წლის კონსტიტუციით აფხაზეთის
ასსრ შევიდა მის შემადგენლობაში. ამ საკონსტიტუციო
კანონის მიმღებთა შორის იყო საქართველოს სსრ უმაღლესი
საბჭოს დეპუტატი, ოქუმელი გიორგი ჯგუბურია
გიორგი ჯგუბურია (1898 -1951)
საქართველოში პირველი კოლმეურნეობის - ოქუმის ვ.ი. ლენინის სახ.კოლმეურნეობის დამფუძნებელი(პირველი მილიონერი კოლმეურნეობა).
სოციალისტური შრომის გმირი(1949წ.), ლენინის ორდენის სამგზის, შრომის წითელი დროშის ორდენის, მრავალი მედლების, მ.შ. „კავკასიის დაცვისთვის“, კავალერი, ლენინური და სახელმწიფო(სტალინური) პრემიების ლაურეატი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 4(ოთხი) მოწვევის დეპუტატი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი აფხაზეთის ასსრ-დან. იყო საკავშირო კოლმეურნეობათა საბჭოს წევრი (თავმჯდომარე ი.ბ.სტალინი).
დიდი სამამულო ომის პერიოდში იყო კავკასიის ფრონტის (1942-1944წ.წ.) აფხაზეთის გამანადგურებელი ბატალიონის მეთაური. დაჯილდოებული იყო სახელობითი იარაღით.
გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლომდე აფხაზეთში არსებობდა მისი სახელობის კოლმეურნეობა, ქუჩები გალში და სოხუმში.
საქართველოსსახელმწიფოებრივიდამოუკიდებლობისაღდგენისაქტი
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 1991წ. აქტზე (საქართველოს II რესპუბლიკის) ხელისმომწერიიყო უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ოქუმელი ედიშერ ჯანჯულია
ედიშერ ჯანჯულია
დაიბადა 1960 წლის 29 ივლისს.
1977 წელს დაამთავრა ოქუმის საშუალო სკოლა.
1989 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კიბერნეტიკის ფაკულტეტი, ეკონომისტ-მათემატიკოსის კვალიფიკაციით.
1990 წლის მარტის თვეში დაინიშნა საქართველოს დემოგრაფიულო საზოგადოების, ცხუმ-აფხაზეთის სადროშოს გალის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარედ.
იმავე წელს მაისის თვიდან დაინიშნა ჰელსინკის კავშირი-თავისუფალი საქართველოს გალის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარედ.
1990 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აირჩიეს გალის 110-ე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად.
1991 წლის 11თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა გალის რაიონის პრეფექტად.
1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
1998-2003წწ. ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრის სამეთვალურეო საბჭოს წევრია.
2000 წლიდან არის სამშენებლო კომპანია „ივერთმშენის“ გენერალური დირექტორი.
2016 წლიდან ხელმძღვანელობს აწყურის ღვთისშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის პროექტს.
საქართველოსსახელმწიფოდროშა
საქართველოსსახელმწიფოგერბი
2004 წელს საქართველოს თანამედროვე დროშის, ღერბის და ჰიმნის
მიმღებთა შორის იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი
ოქუმელი ზურაბ ჯგუბურია
ზურაბ ჯგუბურია
ზურაბ ჯგუბურია დაიბადა აფხაზეთში, ოქუმში. 1970 წელს დაამთავრა თბილისის ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატი. 1975 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი - ფიზიკოსი, მაგისტრი. 1980-1981 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ქვეყანათმცოდნეობის - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, ფრანგულ სექტორზე.
1988-1991 წლებში დაუსწრებლად სწავლობდა ყაზანის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები ფიზიკისა და ტექნიკის საკითხებზე (8 სტატია). საზღვარგარეთ, კონგოს რესპუბლიკაში (ქ.ბრაზავილი), ფრანგულ ენაზე გამოცემული აქვს ზოგადი ფიზიკის დამხმარე სახელმძღვანელო. 1975-1978 წლებში ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას სოხუმის აკად. ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში. 1978-1980 წლებში მუშაობდა ოქუმის საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებლად. 1981-1985 წლებში მუშაობდა საზღვარგარეთ, კონგოს რესპუბლიკაში (ქ. ბრაზავილი), ნაციონალური განათლების სამინისტროს ექსპერტად-ბრაზავილის პატრის ლუმუმბას ლიცეუმის პროფესორად-ფიზიკისა და ქიმიის მეცნიერებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 1986-1992 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის, შემდეგ კი საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგედ. ამავდროულად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1992 წლიდან დღემდე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1999 წლიდან 2004 წლის აპრილამდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მრჩევლად. 2004-2008 წლებში არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, იყო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი. 2008-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე. 2000-2010 წლებში გამოქვეყნებული აქვს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი) პერიოდულ ბეჭდურ მედიაში 15-ზე მეტი სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის სტატია კონფლიქტოლოგიის (აფხაზეთის) საკითხებზე. არისწიგნების: “აფხაზეთისკონფლიქტი - მითიდარეალობა” (2004წ.), “ქართულიისტორიულ-კულტურულიფასეულობებიაფხაზეთში” (2007წ.), “ოქუმელთაასეული” (2014წ.), “აფხაზეთის/საქართველოისტორიულ - კულტურულიმემკვიდრეობა” – მეორედამესამეგამოცემები (2015 -2017წ.წ.), აფხაზეთისკულტურულიმემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები“ (2018წ.), მიშელ მუსხელი(მიხეილ მუსხელიშვილი)- „ერთიანობა მრავალეროვნებაში“(2019წ.) პროექტისხელმძღვანელიდაავტორი.
ხსოვნის გვერდი (მე-20 საუკუნის ქრონიკა)
( ოქუმის სკოლის გარდაცვლილი პედაგოგები )
1. აკიშბაია სულიკო
2. ალფენიძე ანდრო
3. აქირთავა თინა
4. ახვლედიანი გონერი
5. ბეკვერია იასონი
6. ბულისკერია ბორისი
7. ბულისკერია გენადი
8. ბულისკერია გულნარა
9. ბულისკერია ვარლამი
10. ბულისკერია კოკსანი
11. ბულისკერია კუკური
12. ბულისკერია მამრიკო
13. ბულისკერია ნადია
14. ბულისკერია რობიკო
15. გამისონია ნათელა
16. გასვიანი ნანი
17. გეგენავა თინათინ
18. გეგია ივანე
19. გობეჯიშვილი თამარი
20. გოლანძია რაჟიკო
21. გრიგოლაია ლოლა
22. გურგულია ბორისი
23. დავითაია ლიდია
24. დოჩია ლამარა
25. დოჩია შოთა
26. ეზუგბაია ნათელა
27. ვარდანია რომანი
28. ზარანდია ლეილა
29. ზუხბაია ერასტო
30. ზუხბაია თამარი
31. თოლორაია ფედოსია
32. კაკაურიძე ნაზი
33. კაკუბავა არდაშელ
34. კაკუბავა მერი
35. კაკუბავა ნოშრევანი
36. კეჟერაძე გოგლიკა
37. კვეკვესკირი შოთა
38. კოზმავა ივანე
39. კოზმავა მიმოზა
40. კოზმავა ნათელა
41. კორსანტია ლენა
42. კორსანტია სვეტა
43. კორტავა ჟუჟუნა
44. კუპრავა ირა
45. კუპრავა სულიკო
46. კუპრავა შურა
47. ლაცუზბაია ციკორი
48. მარხულია მარო
49. მიქაია ვლადიმერი
50. ნაყოფია დუნია
51. ნაყოფია ორესტი
52. პარკაია დოდო
53. პროხოროვიჩი თინა
54. პროხოროვიჩი ძაბუკი
55. რაფავა გიორგი
56. რიგვავა არხიპო
57. რიგვავა ოლია
58. რიგვავა ხუტა
59. რუხაძე შოთა
60. სამსონია ბაბუცა
61. სიმონია ვანო
62. სტრელკოვი გიორგი
63. უბილავა მარო
64. უზარაშვილი ლეილა
65. ფარფალია თამარი
66. ფარფალია თინა
67. ფარფალია ივლიანე
68. ფარფალია კლარა
69. ფარფალია სულიკო
70. ფარფალია ტანია
71. ფაცაცია რიმა
72. ქარდავა ვალია
73. ქეცბაია ანგელინა
74. ქეცბაია ინდიკო
75. ქვაჩახია ვლადიმირ
76. ქვაჩახია ივანე
77. ქვაჩახია იურა
78. ქვაჩახია პლატონი
79. ქვაჩახია ძეგე
80. ღამბაშიძე ოთარი
81. ყოლბაია ტერენტი
82. ყოლბაია ხუხუტი
83. შამათავა ბაბუცა
84. შამათავა გიორგი
85. შამათავა დომენტი
86. შამათავა იროდი
87. შამათავა ნაზი
88. შამათავა ჟენია
89. შამათავა შოთა
90. შელია გედევანი
91. შელია ნემო
92. შელია ტერენტი
93. შონია გიორგი
94. შონია ვახტანგ
95. შონია იასონ
96. ჩემინავა თინა
97. ჩერქეზია ლუიზა
98. ჩხაპელია ნუნუ
99. ჩხენკელი ვალოდია
100. ჩხენკელი ნათელა
101. ცაცუა თამარა
102. ცაცუა შალვა
103. ჭანტურია ვლადიმერი
104. ჭარაია მიშა
105. ჭითანავა ნათელა
106. ხასია აზა
107. ხასია დუსია
108. ხორავა ვერა
109. ჯანჯულია კაპიტონი
110. ჯგუბურია ბიჭიკო
111. ჯგუბურია გრიგოლი
112. ჯგუბურია ვაჟა
113. ჯგუბურია კოჭიკო
114. ჯგუშია ეკატერინე
პატივისცემის და გაფრთხილების გვერდი: ( ოქუმის სკოლის პენსიონერი პედაგოგები )
1. აბსავა ნაზი
2. ახალაია თალიკო
3. ბასარია ვიოლა
4. ბაღიშვილი ივეტა
5. ბაღიშვილი მანანა
6. ბულისკერია მანანა
7. ბულისკერია მარინა
8. გამისონია ირმა
9. გირგულია მადლენა
10. გოგოხია დალი
11. გოგოხია ლალი
12. დოჩია მარინე
13. ზარქუა ირინე
14. ზუხბაია მედეა
15. თოდუა ნოდარი
16. თოლორაია აიზა
17. კაკუბავა ციალა
18. კამკია ემა
19. ლაცუზბაია აგნესა
20. ლაცუზბაია ბონდო
21. ლაცუზბაია კლარა
22. მარკოზია ციცინო
23. მარხულია ნატო
24. მელაია ჟანა
25. მირცხულავა მზია
26. მიქაძე მარიამი
27. მიშველია თეა
28. ნიკოლაძე რუსუდანი
29. პერტაია ლალი
30. სუბელიანი თინა
31. ტაბაღუა მანანა
32. უბილავა ნონა
33. ქავშბაია მზია
34. ქარდავა დარეჯანი
35. ქარდავა ნანი
36. ქვაჩახია ელისო
37. ქვაჩახია ვიანორი
38. ქუჩუბერია სვეტ
39. შამათავა მალხაზი
40. შამათავა მარგო
41. შამათავა ნაური
42. შამათავა რაბო
43. შარანგია ლუარა
44. შელია ელადა
45. შელია მზევინარი
46. შონია ადა
47. შონია აკაკი
48. შონია მზია
49. შონია რუსუდანი
50. ჩხაპელია გია
51. წირღვავა ნატო
52. წირღვავა სოსო
53. ჭითანავა გულია
54. ჭითანავა იამზე
55. ჭითანავა შოთა
56. ხუბუა ნონა
57. ჯგუბურია გოჩა
58. ჯგუბურია ზურაბი
59. ჯგუბურია ლელა
60. ჯგუბურია მარინე
61. ჯგუბურია მიმოზა
62. ჯგუბურია ნუნუ
დღეს ამათზე დგას ოქუმის სკოლა:
( ოქუმის სკოლის ამჟამინდელ პედაგოგთა სია )
დირექტორი: გოგოხია-ჯინჯოლია დემონა
1. ახალაია ლუიზა
2. ბაღიშვილი ანგელინა
3. ბაღიშვილი ივეტა
4. ბაღიშვილი მარიამი
5. ბულისკერია მანანა
6. გურგულია მადლენა
7. დარსანია ნათია
8. ელიავა თვალმაისა
9. ზანთარაია ლიკა
10. ზარქუა ირინა
11. ზარქუა მარინე
12. ზუხბაია მანანა
13. კაჭარავა ელიზავეტა
14. კორსანტია მანანა
15. კოსმავა ხათუნა
16. ლაცუზბაია გელა
17. ლაცუზბაია ვილიქსი
18. ლაცუზბაია ტარიელი
19. მარკოზია ანა
20. მარკოზია ციცინო
21. მეშველია თეა
22. მიქაძე მარიამი
23. სირგინავა მედეა
24. სუბელიანი თინა
25. ფუტურანძე ხათუნა
26. ქარაია ბესიკი
27. ქვაჩახია ასმათი
28. ქირია ზეინაბ
29. ქუჩუბერია სვეტლანა
30. შამათავა მონიკა
31. შონია ადა
32. შონია მალხაზი
33. ჩერქეზია ანგელინა
34. ჭითანავა იამზე
35. ჭითანავა შოთა
36. ჯანჯულია ნატო
37. ჯგუბურია ლელა
38. ჯგუბურია მარინე
39. ჯონჯუა ლეილა
შემდგენელი - მთ.რედაქტორი: ზურაბ ჯგუბურია
მეცნიერ -კონსულტანტი : ჯემალ გამახარია
ტექ. რედაქტორები: ნანა შამუგია, ბაბი ბულისკერია
ინგლისური ტექსტი: ნინო ხოხობაია
ცალკეული დეტალების დაზუსტებისთვის განსაკუთრებული მადლობა ბატონებს -
აკაკი შონიას და ედიშერ ჯანჯულიას
თბილისი, 2021 წ.