კვების წესები Parashield Plus პროგრამის გავლისას:
სწორი და ზომიერი კვება ჯანმრთელობის საწინდარია! პარაზიტების საწინააღმდეგო პროგრამის გავლისას იკვებეთ დაბალანსებულად. ასეთი კვების მიზანია პათოგენური ფლორისათვის არახელსაყრელი პირობების შექმნა. დაბალანსებული დიეტა ზრდის ანტიპარაზიტული კურსის ეფექტურობას და ხელს უწყობს ნაწლავის მეგობრული მიკროფლორის განვითარებას. ეს ქმნის სხეულის სწორ შიდა გარემოს, რომელიც არის იმუნური სისტემის საფუძველი. ნაწლავის მიკროფლორა ასევე ხელს უწყობს პათოგენური ბაქტერიებისა და პარაზიტების გაქრობას.
პარაზიტული ფლორა აქტიურად იზრდება ნახშირწყლების მიღების ხარჯზე. ჭარბი შაქარი მათთვის ოპტიმალურ გარემოს ქმნის. ამ მიზეზით რაციონიდან უნდა ამოიღოთ ყველა მარტივი ნახშირწყალი და მინიმუმამდე დაიყვანოთ რთული ნახშირწყლების მოხმარება. კატეგორიულად აკრძალულია ტკბილეული, ფქვილის ნაწარმი, გაზიანი სასმელები შაქრით და ტკბილი ხილი. ხშირად ნუ მოიხმართ მარცვლეულს, პურსა და კარტოფილს. პოლისაქარიდები არ არის ისეთი საშიში, როგორც გლუკოზა, მაგრამ ისინი მაინც იშლება ორგანიზმში. ასევე მნიშვნელოვანია გამორიცხოთ არა მხოლოდ ტკბილეული, არამედ საკვები, რომელიც ხელს უწყობს ფერმენტაციას, მაგალითად, პარკოსნები, ყურძენი, ყველი და რძე. ისინი ხელს უწყობენ პათოგენების გავრცელებას ნაწლავებში და უსიამოვნო სიმპტომების პროვოცირებას. ამიტომ ანტიპარაზიტული პროგრამის გავლისას დიეტაში უნდა შედიოდეს ცილები, ცხიმები და ბოჭკოს შემცველი პროდუქტები.
▪️ მცირე რაოდენობით წიწიბურა, ჭვავის, ფეტვისა და მთლიანი მარცვლის შვრიის ფაფა, ამარანტი, გაუპრიალებელი ბრინჯი. ▪️ ძროხის, ცხვრის, ფრინველისა და კურდღლის ხორცი. ხორცი მისი მჟავიანობის გამო კვირაში მხოლოდ ორჯერ უნდა მიირთვათ. ხორცი შეიძლება იყოს მოხარშული, შემწვარი ან ჩაშუშული. ▪️ ყველა სახის ახალი თევზი, განსაკუთრებით ზღვის თევზი. ▪️ ქამა სოკო და მიქლიო ▪️ კვერცხი ▪️ მცირე რაოდენობით მთლიანი მარცვლის ჭვავის პური ▪️ ხახვი, ნიორი, ბრიუსელის კომბოსტო, უმი ყაბაყი, კიტრი, უმი ჭარხალი, კეჟერა, კომბოსტო კალე, უმი სტაფილო, ბროკოლი, ცერეცო, ყვავილოვანი კომბოსტო, ოხრახუში, პრასი, ბოლოკი, პომიდორი, წიწმატი, სალათის ფოთოლი, ნიახური, ისპანახი, სატაცური და მწვანე ხახვი. ▪️ შესაწვავად უმჯობესია გამოიყენოთ ქოქოსის ზეთი ან ერბო. სალათებისთვის კი ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი. ▪️ ყველა სახის თხილი, სეზამი და გოგრის თესლი.
▪️ ყველა ტკბილეული გამონაკლისის გარეშე, დამატკბობლების ჩათვლით ▪️ ხორბლის ნებისმიერი ნაწარმი, საფუარის შემცველი პური, ფუნთუშები, ბლინები და ა.შ. ▪️ ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი. ▪️ ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ნესვი, ბანანი, საზამთრო, ხურმა. ▪️ ჩაშუშული ან შემწვარი ყაბაყი, მოხარშული ჭარხალი და სტაფილო. ▪️ რძე, ტკბილი იოგურტები, უცხიმო კეფირი, უცხიმო იოგურტები. ▪️ გაპრიალებული ბრინჯი, ორთქლზე მოხარშული ბრინჯი, მანანის ბურღული, შვრიის ფაფა. ▪️ კონსერვანტების, საღებავების, გემოს გამაძლიერებლების შემცველი ნებისმიერი პროდუქტი. ▪️ ყველა შებოლილი პროდუქტი გამონაკლისის გარეშე.
პარაზიტებისგან ორგანიზმის გასაწმენდად განსაკუთრებით სასარგებლოა შემდეგი პროდუქტები:
გოგრის თესლი, ბოლოკი, სტაფილო, ხახვი, ბროწეული, ნიორი და ჯანჯაფილი. სანელებლები - დარიჩინი, ქინძი და მიხაკი. ისინი არ ანაცვლებენ ანტიპარაზიტულ პროგრამას, მაგრამ სწორად გამოყენების შემთხვევაში ფასდაუდებელი სარგებელს მოტანა შეუძლიათ. ამ პროდუქტებს აქვთ ანტიპარაზიტული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
ასევე, ზოგიერთი პროდუქტი პირდაპირ არ მოქმედებს პარაზიტულ ფლორაზე, მაგრამ აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციებს, რაც საბოლოოდ მოქმედებს ორგანიზმის პარაზიტებისგან გაწმენდის სიჩქარეზე. როგორც წესი, ამ პროდუქტებს მიეკუთვნება ასკორბინის მჟავით მდიდარი საკვები, მაგალითად, მჟავე კომბოსტო, მწვანე წიწაკა, ცხარე წიწაკა, ასკილი, მოცხარი, ჟოლო, მარწყვი და ყველა ციტრუსოვანი ხილი.
აუცილებლად შეიტანეთ ეს პროდუქტები თქვენს ანტიპარაზიტულ პროგრამაში.
Coral კლუბის დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის: