Parashield Plus - ის გამოყენების ინსტრუქციები
პროგრამა გათვლილია 1 თვეზე. ის მიზნად ისახავს მთელი ორგანიზმის უსაფრთხო და ეფექტურ გაწმენდას პარაზიტებისგან (ჰელმინთები, ლამბლიები, სოკოები, ბაქტერიები და ა.შ.). ნაწლავის ფლორის დაზიანების გარეშე, ისინი ფრთხილად წმენდენ ორგანიზმს და აღადგენენ მას ანტიპარაზიტული მოქმედების შემდეგ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ანტიპარაზიტული წმენდა 21 დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში არ იქნება ეფექტური. ფაქტია, რომ სხვადასხვა ტიპის პარაზიტს განვითარების სხვადასხვა სტადია აქვს და მათში შედის კვერცხები, ლარვები და უკვე ზრდასრული ფორმები. ხანგრძლივი თერაპია საშუალებას გაძლევთ გაანადგუროთ პარაზიტები მათი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. ზოგიერთ პარაზიტს შეიძლება ჰქონდეს მიძინების პერიოდი, როდესაც ისინი ნაკლებად არიან დაცულები წამლების ზემოქმედებისგან. გარდა ამისა, ანტიპარაზიტული პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს პარაზიტების წამლების მიმართ რეზისტენტობის განვითარების ალბათობა. 21-30 დღიანი პროგრამის გავლით, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თერაპიის ეფექტურობა და განსაზღვროთ შესაძლო პერიოდები, როდესაც პარაზიტები შეიძლება იყვნენ ნაკლებად რეზისტენტულები.
ანტიპარაზიტული პროგრამა ჯანმრთელობის აღდგენის გზაზე მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ აღდგენა არის პროცესი, რომელიც მოითხოვს მოთმინებას და დროს. გრძელვადიანი ანტიპარაზიტული თერაპია Parashield Plus პროგრამით ასევე საშუალებას აძლევს ორგანიზმს აღდგეს და გაიწმინდოს პარაზიტების მიერ გამოთავისუფლებული ტოქსინებისგან და შეინარჩუნოს ორგანოებისა და სისტემების ფუნქციონირება.
არ უნდა შეადაროთ პროგრამა 3-5-7 დღის განმავლობაში დანიშნულ ფარმაცევტულ პრეპარატებს, რომლებიც სწრაფ შედეგებზეა გათვლილი. სინთეზური საშუალებებით მკურნალობა, პირველ რიგში, მიმართულია მხოლოდ გარკვეული სტადიების ან ტიპის პარაზიტების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მათ აქვთ ტოქსიკური თვისებები და ამიტომ ინიშნება ხანმოკლე დროით, რათა არ დაზიანდეს მთელი ორგანიზმი.
ფარმაცევტული საშუალებები არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც, ისევე როგორც სხვა ქიმიურ ნაერთებს, აქვთ გარკვეული თვისებები, მოქმედებები და გვერდითი მოვლენები. მათი ამოცანაა სწრაფად შეცვალონ მდგომარეობა, რა იქნება შემდეგ ... ეს ცალკე განსახილველი საკითხია.
მკურნალობის მიზანი, ისევე როგორც მეხანძრეების შემთხვევაში არის ხანძრის ჩაქრობა ნებისმიერ ფასად. ამ დროს მათ არ აინტერესებთ და დაემართება თქვენს ავეჯს, ტელევიზორსა თუ ფარდებს. ამისგან განსხვავებით, თუ გსურთ, რომ თქვენს სახლში იყოს კომფორტი და სითბო, მაშინ ეს შეიძლება შევადაროთ თქვენი ჯანმრთელობის აღდგენას. შედეგად ცხოვრება თქვენთვის სიამოვნების მომგვრელი იქნება. ამისთვის კი მხოლოდ ორგანული პროდუქტები გამოიყენება. აღდგენის პროცესი რბილი და გლუვია და ეს პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა, რომელიც არ გაკმაყოფილებთ თქვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოგიყალიბდათ. დაკარგულის აღდგენას კი რამდენიმე თვე დასჭირდება.
უწყვეტი პროგრესი, თუნდაც ის ნელი იყოს, უფრო ეფექტური და მდგრადია მიზნების მისაღწევად, ვიდრე სწრაფი, მაგრამ ხანმოკლე ძალისხმევა. თავიდანვე სწორად განაწყვეთ თავი - "Slow and steady wins the race"
ყველაფერი ინდივიდუალურია, თითოეული სხეული უნიკალურია და განსხვავებულად რეაგირებს. მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თუ სისტემატურად მიჰყვებით ჩვენს რეკომენდაციებსა და მითითებებს, საბოლოო ჯამში კარგი შედეგები გექნებათ.
Parashield Plus კომპლექტში შედის:
• Coral-Mine • ParaFight • Coral Black Walnut • Assimilator • Coral Burdock Root • Pau D'Arco with Selenium • MSM • Super-Flora
ყველა ქილაზე მითითებულია საკვები დანამატების მიღების წესი. ასევე პროდუქციის შეძენის დროს შესაძლოა ყუთში მოცემული იყოს მათი მიღების ინსტრუქცია, რომლის თანახმადაც ისინი საკვებთან ერთად უნდა მიიღოთ. გთხოვთ, უგულებელყოთ ეს ინსტრუქციები და მიჰყევით მხოლოდ კონსულტანტის მიერ მოწოდებულ ინსტრუქციებს.
БАД არის ბიოაქტიური საკვები დანამატი. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს კლასიფიკაციის თანახმად ისინი უნდა მივიღოთ საკვებთან ერთად. სერტიფიკატის მისაღებად კი კომპანია შეფუთვაზე უთითებს ზუსტად იმას, რასაც მოითხოვს ოფიციალური პირების მიერ შედგენილი დოკუმენტი.
მაგრამ იმის წყალობით, რომ გყავთ პირადი კონსულტანტი, გეცოდინებათ, რომ ყველა ქიმიური ნაერთი იყოფა მხოლოდ ორ ჯგუფად - წყალში ხსნად და ცხიმში ხსნად ნაერთებად. მათი 20% ცხიმში ხსნადია, 80% წყალში ხსნადი.
თუ არ გვექნებათ გამხსნელი, ეს ნივთიერებები ვერ იმუშავებენ. ერთადერთი, რასაც ისინი გააკეთებენ, არის ის, რომ, თქვენი ფეკალური მასების კონსისტენციას გააუმჯობესებენ და ეს ფულის წყალში გადაყრა იქნება. ასე რომ, მკაცრად მიჰყევით ამ ინსტრუქციებს.
Coral-Mine - დღეიდან თქვენი წყლის ნორმაა 30 მლ 1 კგ წონაზე! დაანგარიშება ასე უნდა მოხდეს: 80 კგ x 30 მლ = 2400 მლ. ამ რაოდენობის წყალს ნაწილ-ნაწილ ვსვამთ მთელი დღის განმავლობაში. როგორც კი გაიღვიძებთ, პირველ რიგში, საუზმის წინ დალიეთ ~600 მლ-მდე თბილი წყალი (~40°) Coral-Mine-ით. დანარჩენი მოცულობა დღის განმავლობაში. დღიური ნორმის გათვალისწინებით დარჩენილი წყალი 19:30 საათამდე უნსა მიიღოთ. წყალი უნდა იყოს გაფილტრული, 1 პაკეტი Coral-Mine-ის დამატებით 1,5 ლიტრზე (პაკეტი არ უნდა გახიოთ). ჭამამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე ვწყვეტთ წყლის დალევას, ხოლო ჭამიდან 1 საათის შემდეგ შეგვიძლია გავაგრძელოთ წყლის დალევა.
Coral Burdock Root - 2 კაფსულა დილით და 2 კაფსულა საღამოს ჭამამდე, დაახლოებით 30 წუთით ადრე, წყლით და Coral-Mine-ით.
Coral Black Walnut - 2 კაფსულა დილით და 2 კაფსულა საღამოს ჭამამდე, დაახლოებით 30 წუთით ადრე და დააყოლეთ Coral-Mine-ის წყლით.
Pau D'Arco with Selenium - 2 კაფსულა დილით და 2 კაფსულა საღამოს ჭამის წინ, დაახლოებით 30 წუთით ადრე და დააყოლეთ წყალი Coral-Mine-ით.
MSM - 1 კაფსულა დილით და 1 კაფსულა საღამოს ჭამის წინ, დაახლოებით 30 წუთით ადრე და დააყოლეთ Coral-Mine-ის წყალი.
ParaFight - 2 კაფსულა დილით და 2 კაფსულა საღამოს ჭამის წინ, დაახლოებით 30 წუთით ადრე და დააყოლეთ Coral-Mine-ის წყალი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მარჯნის წყალი მთელი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ. ამ წყლის მიღება არ შეიძლება კვების დროს. Coral-Mine არა მხოლოდ ცვლის წყლის სტრუქტურას, ზედაპირულ დაჭიმულობას, ჟანგვა-აღდგენით პოტენციალს და აჯერებს წყალს ჯანმრთელობისთვის საჭირო მინერალებით, არამედ ტუტე წყლად გარდაქმნის მას. ანუ წყალი უფრო ტუტე ხდება. საკვების მიღების დროს კი კუჭში მჟავე გარემო გვჭირდება. ასე, რომ მჟავას ტუტით განზავება არ იქნება სწორი იმის გათვალისწინებით, რომ კუჭის წვენი უკვე მაშინ გამოიყოფა, როდესაც საკვებზე ფიქრს ვიწყებთ. წყლის მიღება ჭამამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე უნდა შევწყვიტოთ და არა უადრეს 1 საათის შემდეგ უნდა გავაგრძელოთ, რათა ხელი არ შევუშალოთ ჯანსაღ მონელებას. მძიმე საკვების მიღების შემთხვევაში უფრო მეტი ხანი დააყოვნეთ წყლის მიღება. ხელს ნუ შეუშლის საკვების მონელების პროცესს.
• კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, • ორსულობა, ძუძუთი კვება.
პროგრამის გავლისას პირველ დღეებში ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღენიშნოს გამონაყარი სახეზე, გულისრევა, სიწითლე, ქავილი, ფხვიერი განავალი, თავის ტკივილი, სისუსტე, დაღლილობა. ყველა ეს უსიამოვნო მომენტი დაკავშირებულია პარაზიტული ფლორის მომატებასთან და პარაზიტების რეაქციასთან მათთვის არახელსაყრელი პირობების შექმნის გამო.
1️⃣ კანის რეაქცია - Parashield სინერგიული კომპლექსის გავლამ პარაზიტების მიერ ტოქსინების გამოყოფა ან იმუნური რეაქციების გამოწვევა შეუძლია. შედეგად შეიძლება განვითარდეს სიწითლე, ქავილი და გამონაყარი კანზე.
2️⃣ კუჭ-ნაწლავის პრობლემები - ნაწლავებში მიკროფლორას რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს რამდენიმე ტრილიონ მიკროორგანიზმს. ეს მიკრობიომი მოიცავს ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების და სხვა მიკროორგანიზმების სხვადასხვა სახეობას. და თუ პათოგენები დიდი რაოდენობითაა, მაშინ ანტიპარაზიტული საშუალებებით მკურნალობამ შეიძლება მიკროფლორის დროებითი დისბალანსი და გულისრევა ან ფაღარათი გამოიწვიოს.
3️⃣ ზოგადი მდგომარეობის გაუარესება - დაკავშირებულია პარაზიტების ზემოქმედებასთან ნერვულ სისტემაზე. პარაზიტები გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვულ რეცეპტორებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. პარაზიტების მოშორების პროცესი თავისთავად ბრძოლაა - პარაზიტების ამ რეაქციამ შეიძლება ორგანიზმზე სტრესული გავლენა მოახდინოს, გამოიწვიოს დაღლილობა და უძილობა.
თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, საჭიროა, მეტი Coral-Mine-ით გაჯერებული წყლის დალევა დღის განმავლობაში, რადგან ორგანიზმი შესაძლოა ვერ ასწრებდეს ტოქსინების მოშორებას.
ასევე, ანტიპარაზიტული პროგრამის დროს რეკომენდებულია სპეციალური დიეტის დაცვა რამდენიმე მიზეზის გამო:
• პარაზიტებისთვის საკვები ნივთიერებების მინიმუმამდე დაყვანა • ანტიპარაზიტული პრეპარატების ეფექტის გაძლიერება • ჯანსაღი მიკროფლორას შენარჩუნება
დამატებითი ინფორმაცია კვების შესახებ ანტიპარაზიტული პროგრამის გავლისას შეგიძლიათ იხილოთ აქ 👇
Coral კლუბის დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის: