Coral Detox-ის გამოყენების ინსტრუქციები
პროგრამაში შემავალი ყველა პროდუქტი გათვლილია 1 თვეზე. ეს პროგრამის მიზანია ორგანიზმიდან ტოქსინების ბუნებრივი გზით გამოდევნა და ორგანიზმში ისეთი ფიზიოლოგიური პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა ექსკრეციული სისტემის - ღვიძლის, პანკრეასის, ნაწლავების, თირკმელების, კანისა და სასუნთქი გზების გამართულ მუშაობას.
ეს ჯანმრთელობის აღდგენის მხოლოდ პირველი ეტაპია. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჯანმრთელობის აღდგენა მოთმინებას მოითხოვს. აღდგენის მიზანია, რომ ყველა ორგანომ და სისტემამ ჯანსაღად იმუშაოს. ამას კი დრო სჭირდება.
არ უნდა გქონდეთ იმის მოლოდინი, რომ სწრაფი შედეგები გექნებათ, როგორც ეს მკურნალობის დროს ხდება. მკურნალობის მიზანი სიმპტომებისა და კრიტიკული სიტუაციების სწრაფი, ან საკმარისად სწრაფი აღმოფხვრაა ფარმაცევტული საშუალებების დახმარებით.
ფარმაცევტული საშუალებები არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც, ისევე როგორც სხვა ქიმიურ ნაერთებს, აქვთ გარკვეული მახასიათებლები, მოქმედება და გვერდითი მოვლენები. მათი დანიშნულებაა სწრაფად შეცვალონ სიტუაცია. რა იქნება შემდეგ? ეს უკვე ცალკე განსახილველია საკითხია.
მკურნალობის მიზანი, ისევე როგორც მეხანძრეების შემთხვევაში არის ხანძრის ჩაქრობა ნებისმიერ ფასად. ამ დროს მათ არ აინტერესებთ და დაემართება თქვენს ავეჯს, ტელევიზორსა თუ ფარდებს. ამისგან განსხვავებით, თუ გსურთ, რომ თქვენს სახლში იყოს კომფორტი და სითბო, მაშინ ეს შეიძლება შევადაროთ თქვენი ჯანმრთელობის აღდგენას. შედეგად ცხოვრება თქვენთვის სიამოვნების მომგვრელი იქნება. ამისთვის კი მხოლოდ ორგანული პროდუქტები გამოიყენება. აღდგენის პროცესი რბილი და გლუვია და ეს პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა, რომელიც არ გაკმაყოფილებთ თქვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოგიყალიბდათ. დაკარგულის აღდგენას კი რამდენიმე თვე დასჭირდება.
უწყვეტი პროგრესი, თუნდაც ის ნელი იყოს, უფრო ეფექტური და მდგრადია მიზნების მისაღწევად, ვიდრე სწრაფი, მაგრამ ხანმოკლე ძალისხმევა. თავიდანვე სწორად განაწყვეთ თავი - "Slow and steady wins the race"
როგორც წესი, გაუმჯობესება ხდება 3-6 თვეში. მაგრამ თქვენ პირველი დადებითი ცვლილებები პირველივე კვირაში შეგიძლიათ შეამჩნიოთ.
ყველაფერი ინდივიდუალურია, თითოეული სხეული უნიკალურია და განსხვავებულად რეაგირებს. მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თუ სისტემატურად მიჰყვებით ჩვენს რეკომენდაციებსა და მითითებებს, საბოლოო ჯამში კარგი შედეგები გექნებათ.
ყველა ქილაზე მითითებულია საკვები დანამატების მიღების წესი. ასევე პროდუქციის შეძენის დროს შესაძლოა ყუთში მოცემული იყოს მათი მიღების ინსტრუქცია, რომლის თანახმადაც ისინი საკვებთან ერთად უნდა მიიღოთ. გთხოვთ, უგულებელყოთ ეს ინსტრუქციები და მიჰყევით მხოლოდ კონსულტანტის მიერ მოწოდებულ ინსტრუქციებს.
დიეტური დანამატი არის ბიოაქტიური საკვები დანამატი. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო მათ ასახელებს საკვებში შესატან პროდუქტად. სერტიფიკაციის მისაღებად კი კომპანია შეფუთვაზე მიუთითებს ზუსტად რას მოითხოვს ოფიციალური პირების მიერ შედგენილი დოკუმენტი.
მაგრამ იმის წყალობით, რომ გყავთ პირადი კონსულტანტი, გეცოდინებათ, რომ ყველა ქიმიური ნაერთი იყოფა მხოლოდ ორ ჯგუფად - წყალში ხსნად და ცხიმში ხსნად ნაერთებად. მათი 20% ცხიმში ხსნადია, 80% წყალში ხსნადი.
თუ არ გვექნებათ გამხსნელი, ეს ნივთიერებები ვერ იმუშავებენ. ერთადერთი, რასაც ისინი გააკეთებენ, არის ის, რომ, თქვენი ფეკალური მასების კონსისტენციას გააუმჯობესებენ და ეს ფულის წყალში გადაყრა იქნება. ასე რომ, მკაცრად მიჰყევით ამ ინსტრუქციებს.
Coral Detox კომპლექტის კომფორტული და ეფექტური გამოყენებისთვის ყველა პროდუქტის (ქილის) მიღება ხდება ორ ნაწილად - დილით და საღამოს და მიბმულია კვებაზე,რათა არ დაგავიწყდეთ კაფსულების დალევა😉.
Coral-Mine - დღეიდან თქვენი წყლის ნორმაა 30 მლ 1 კგ წონაზე! დაანგარიშება ასე უნდა მოხდეს: 80 კგ x 30 მლ = 2400 მლ. ამ რაოდენობის წყალს ნაწილ-ნაწილ ვსვამთ მთელი დღის განმავლობაში. როგორც კი გაიღვიძებთ, პირველ რიგში, საუზმის წინ დალიეთ ~600 მლ-მდე თბილი წყალი (~40°) Coral-Mine-ით. დანარჩენი მოცულობა დღის განმავლობაში. დღიური ნორმის გათვალისწინებით დარჩენილი წყალი 19:30 საათამდე უნსა მიიღოთ. წყალი უნდა იყოს გაფილტრული, 1 პაკეტი Coral-Mine-ის დამატებით 1,5 ლიტრზე (პაკეტი არ უნდა გახიოთ). ჭამამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე ვწყვეტთ წყლის დალევას, ხოლო ჭამიდან 1 საათის შემდეგ შეგვიძლია გავაგრძელოთ წყლის დალევა.
H-500 - 2 კაფსულა დილით, ჭამამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე. დააყოლეთ ერთი ჭიქა წყალი, რომელშიც გახსნილი იქნება Coral-Mine-ი.
Coral Lecithin - 2 კაფსულა დილით ჭამის შემდეგ და 2 კაფსულა საღამოს ჭამის შემდეგ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მარჯნის წყალი მთელი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ. ამ წყლის მიღება არ შეიძლება კვების დროს. Coral-Mine არა მხოლოდ ცვლის წყლის სტრუქტურას, ზედაპირულ დაჭიმულობას, ჟანგვა-აღდგენით პოტენციალს და აჯერებს წყალს ჯანმრთელობისთვის საჭირო მინერალებით, არამედ ტუტე წყლად გარდაქმნის მას. ანუ წყალი უფრო ტუტე ხდება. საკვების მიღების დროს კი კუჭში მჟავე გარემო გვჭირდება. ასე, რომ მჟავას ტუტით განზავება არ იქნება სწორი იმის გათვალისწინებით, რომ კუჭის წვენი უკვე მაშინ გამოიყოფა, როდესაც საკვებზე ფიქრს ვიწყებთ. წყლის მიღება ჭამამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე უნდა შევწყვიტოთ და არა უადრეს 1 საათის შემდეგ უნდა გავაგრძელოთ, რათა ხელი არ შევუშალოთ ჯანსაღ მონელებას. მძიმე საკვების მიღების შემთხვევაში უფრო მეტი ხანი დააყოვნეთ წყლის მიღება. ხელს ნუ შეუშლის საკვების მონელების პროცესს.
• კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, • ორსულობა, ძუძუთი კვება (მათთვის, ვინც პირველად იღებს პროდუქტებს).
Coral Detox დეტოქსიკაციის პროგრამის გავლისას ზოგს პირველ დღეებში შესაძლოა განუვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა თავის ტკივილი, დაღლილობა, საჭმლის მონელების ცვლილებები და გამონაყარი კანზე. ყველა ეს სიმპტომი დაკავშირებულია ტოქსიკოზთან, რომელიც ძლიერდება, როდესაც სხეული იწყებს გაწმენდას.
ეს დაახლოებით იმის მსგავსია, რომ რამდენიმე წელი არ დაალაგოთ სახლი და შემდეგ ერთიანად შეეცადოთ მის დალაგებას. თავიდან მიმოფანტული მტვრისა და ჭუჭყის გამო სუნთქვაც კი შეიძლება იყოს რთული. ამ სიტუაციიდან გამოსვლის ორი ვარიანტი არსებობს. ან დავიცდით სანამ მტვერი და ჭუჭყი თავისით გაქრება ან მეტ წყალს გამოვიყენებთ და უფრო ხშირად გავრეცხავთ ნაჭერს.
თუ მოულოდნელად დაგეწყოთ მსგავსი სიმპტომები, უფრო დიდი რაოდენობით მიიღებთ Coral-Mine წყალი და გააორმაგეთ H-500-ის დოზა. საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება მნიშვნელოვანია ტოქსინების დროული გამოდევნისთვის და მეტაბოლური პროცესების ნორმალური მიმდინარეობისთვის.
იმისთვის, რომ პროგრამის გავლისას უფრო კარგი შედეგები გქონდეთ, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ კვებას. აქვე უნდა ითქვას, რომ პროგრამა არ ითვალისწინებს რაიმე დიეტას ან შეზღუდვას.
კვების რეკომენდაციებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ 👇